| |
ეს პუბლიკაცია ერთობ უცნაურ
იაპონურ სუბკულტურას ეძღვნება სახელწოდებით Kawaii.
იგი გამოიხატება არა მარტო სამოსში, არამედ: საკვებში,
აქსესუარებში, მუსიკაში, ვარცხნილობაში, სათამაშოებში.
კავაი - ნიშნავს საყვარელს, მომნუსხველს, რბილს. კავაი მის
მიმდევრებს ბავშვობას, დაუცველობას, ინფანტილურობას
სთავაზობს. ხშირად კავაი კიდევ ერთ უცნაურ სტილში "ლოლიტას
სტილში" (ჩულქები, მაქმანები, მოკლე ქვედაბოლოები,
ბათინკები) ეშლებათ, თუმცა კავაი არ გამოირჩევა სითამამით,
სექსუალურობით, არ აღიარებს უნიფორმებს.
იაპონელი მოდის მიმდევრები ხშირად იცვლიან სტილს. დღეს კავაის მოდად ითვლება
დაბალძირიანი ფეხსაცმელები, ჰენდმეიდი, სექენდ ჰენდი,
გადაკეთებული სამოსი. კავაის ტრადიციულ ფერებად პასტელის
ტონალობები მიიჩნევა, საბავშვო აქსესუარები და
მულტიპლიკაციური პერსონაჟები. თუმცა როგორც პრაქტიკაში
ჩანს, იაპონელებმა ზღვარი არ იციან! |