| |
12 მაისიდან სტარტი აიღო კანის 63-ე
საერთაშორისო ფესტივალმა, რომელიც 23 მაისამდე გასტანს.
ზუსტად 23 მაისს გამოცხადდება კონკურსის ლაურეანტები.
მანამდე კი ლაჟვარდოვან სანაპიროზე თავს მოიყრიან მსოფლიო დონის
ვარსკვლავები.
კანში უკვე შედგა ჟიურის წევრების ფოტოკოლი - კეიტ ბეკინსეილი, ბენისიო დელ
ტორო, ტიმ ბარტონი. ოფიციალურ გახსნის დღეზე ნაჩვენები
იქნა რიდლი სკოტის არასაკონკურსო ბლოგბასტერი "რობინ ჰუდი".
წითელ ხალიჩაზე თავს იწონებდნენ ჰოლივუდისა და ევროპის ვარსკვლავები - ვენსან
პერესი, ჰელენ მირენი, ჟან-კლოდ ვან- დამი, ნატალია
იმბურგლია, ევა ლონგორია, სელმა ჰაიეკი, ასევე საფრანგეთის
კულტურის მინისტრი ფედერიკ მიტერანი და ბევრი სხვა. |