| |
მიუ მიუს
საშემოდგომო კოლექციაში შთაგონების წყაროდ 1960-იანების
მოდა იქცა. კონუსის ფორმის კაბები, დამდგარი საყელოები,
წელზე აქცენტი, გალაკული აქსესუარები აქტუალურია როგორც
არასდროს. ზოგიერთი მოდელი სკოლის უნიფორმას მოგვაგონებს (კუბოკრული
ქვედაბოლოები და პალტოები, როლინგები, ქიშმირის
ქვედაბოლოები), ზოგიერთი კი ერთ დროს საკმაოდ აქტუალურ
ტვიგის სტილს.
პრინტებიანი კოლგოტკები, ბანტებიანი ფეხსაცმელები ოთხკუთხედი ცხვირით, დიდი
ჩანთები მსხვილი შესაკრავებით, მოელვარე ქამრები -
მომავალი სეზონის აუცილებელ შენაძენს შეადგენს.
ახალი კოლექციის სახეებად ნაკლებად ცნობილი მოდელები ლინდსი უიკსონი, სირი
ტოლეროდი, ჯინტა ლაპინა და დაფნა გროენველდი შეირჩნენ.
ფოტოსესია ცნობილმა დუეტმა მერტ ალასმა და მარკუს პიგოტიმ
გადაიღო. |