| |
Archives Dinner Party - ასე ეწოდებოდა
ვახშამს, რომელიც ვალენტინო გარავანიმ პარიზში მაღალი
მოდის კვირეულზე დასასწრებად ჩასულ მრავალრიცხოვან
ვარსკვლავების საპატივცემულოდ გამართა, ვერსალის მდიდრულ
სასახლეში.
სტუმრებს შორის იყვნენ ბრენდის თაყვანისმცემლები: ჯესიკა ალბა, რომელიც
ვახშამზე კვასკვასა წითელი ფერის "ბოშურ" კაბაში
გამოწყობილი მივიდა (სხვათა
შორის"ბოშური" თემა 2011 წლის ერთ-ერთი აქტუალური
ტენდენციაა), გვინეტ პელტროუ, რომელსაც გვერდს ცნობილი
ფოტოგრაფი მარიო ტესტინო უმშვენებდა, ბლეიკ ლაივლი და ანა
ვინტური, ლიზ ჰარლი მეუღლესთან ერთად, ჰესუს ლუსი მადონას
გარეშე და სხვები. |