| |
ამ სეზონზე
მოდელი ლარა სტოუნი მოდის სახლ Calvin Klein-ის ყველა
მოდის ხაზს წარმოადგენს, გარდა თეთრეულის ხაზისა.
რამოდენიმე დღის წინ ინტერნეტში ლარა სტოუნის მონაწილეობით
cK-ის სარეკლამო კამპანიის სრული ვერსია გამოჩნდა.
ლარას გარდა ფოტოსესიაში ები ლი კერშოუც მონაწილეობს, ასევე რამოდენიმე
მამაკაცი მოდელი - კრისტოფერ მიშო, ოლეგ ანტოსიკი და ვონგ
როიამი.
ფოტოგრაფ ფაბიენ ბარონმა ფოტოსესია ბრენდის ახალ კოლექციას მოარგო. მოდელები
მინიმალისტურ კაბებს, პალტოებს და ჟაკეტებს ასკეტურ
მტვრიან ანგარში წარმოაჩენენ. ერთადერთი ნათელი წერტილი
მოდელების კვასკვასა წითელი ტუჩებია. |