| |
Diesel
აგრძელებს საკმაოდ
წარმატებულ სარეკლამო კამპანიას, იმავე ლოზუნგით: "Be
Stupid”. თამამ და
პროვოკაციულ იდეებს, რომელსაც ბრენდი პროპაგანდას უწევს მდგომარეობს იმაში, რომ უკეთესია სისულელეები აკეთო და
იხალისო, ვიდრე ცხოვრებას საკმაოდ სერიოზულად მიუდგე.
დიზელის 2010 წლის გაზაფხული-ზაფხულის სარეკლამო კამპანიას დიდი აჟიოტაჟი და
გამოხმაურება მოყვა. ალბათ იმავე წარმატებას ელიან ბრენდის
მესვეურები ახალი კამპანიისგან, თუმცა წარმატების
მოლოდინში ზედიზედ რამდენი
სეზონის განმავლობაში უნდა "გვასულელოს" ბრენდმა ეს უკვე
არ ვიცით. |