| |
მოდის სამყაროში
არსებობს შეუცვლელი ფასეულობები, რომლებიც მყარად უძლებენ
ტენდენციების ნებისმიერ ცვლილებებს. ასეთია პატარა შავი
კაბა, ბრილიანტები, თეთრი პერანგები და რა თქმა უნდა
კლასიკური შავი შარვლები, რომლებიც იდეალურად ზის ჩვენს
სხეულზე. ზუსტად გარდერობის ამ მთავარ დეტალს დაუთმო
ყურადღება პოპულარულმა ამერიკულმა ბრენდმა გეპმა.
ისინი ვინც კარგად მომდგარი შარვლების მუდმივ ძიებაში არიან, კომპანიამ
სპეციალურად მათთვის მთელი სერია გამოუშვა, სახელწოდებით
Premium Black Pants Collection. მასში თავმოყრილია
ყველაზე პოპულარული 7 სხვადასხვა შარვლის მოდელი. შავი
ფერის გარდა სერიაში წარმოდგენილია რამოდენიმე საბაზისო
ფერიც. ახალი ხაზის სარეკლამო კამპანიაში "იდეალური
შარვლები" მსოფლიოს წამყვანმა მოდელებმა მოირგეს, რომელთა
შორის ები ლი კერშოუ და ლილი დონალდსონია. |