| |
კარლ
ლაგერფელდმა 2010 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციაში
ახალი ვარიანტის ნაქსოვი ჩანთები და ქლათჩები წარმოადგინა.
კოლექციაში ასევე შეხვდებით ყვავილებიანი აპლიკაციებით
მორთულ ტექსტილის ჩანთებს, მოწნულ კალათებს ჯაჭვის
სახელურებით, ხოლო რაც შეეხება ფერებს, კოლექციაში ყველაზე
მეტად ჭარბობს: შავი, კრემისფერი, ცისფერი და მწვანე. |