გაზაფხულისთვის ტონალური საშუალებების შერჩევა

 დასრულებული მაკიაჟი ტონალური საშუალებების გარეშე წარმოუდგენელია. ის ქმნის იდეალურ ბაზას, ნიღბავს სახის კანის პრობლემებს და ნაკლოვანებებს და ხდის კანს ერთფეროვანს.
 ტონალური კრემები განსაკუთრებულად აქტუალურია გაზაფხულზე. ხანგრძლივი ზამთრის შემდეგ. საჭიროა არამხოლოდ სწორი ელფერის შერჩევა, ასევე სახის კანის ტიპის გათვალისწინებით საჭირო ტონალური საშუალების  არჩევა.

ნორმალური ასხის კანი SISLEY Soin Teinte Phyto-Hydratant Tinted Moisturizer

ნორმალური სახის კანი

 
ამ ტიპის სახის კანი ყველაზე ნაკლებად საჭიროებს ტონალურ საშუალებებს. შეარჩიეთ ისეთი საშუალება, რომელიც ოდნავ ატენიანებს და ზედაპირს ასწორებს. თუ არ არსებობს მკვეთრად გამოხატული კანის დეფექტები: ნაწიბური, გაფართოებული სისხლძარღვები, აკნეს კვალი, მაშინ შესაძლებელია ელფერის მიმცემი დამატენიანებელი საშუალელები. მას უნდა გააჩნდეს მსუბუქი გამჭვირვალე ზედაპირი, რომელიც კანს მატებს სიჯანსაღეს. ასეთი თვისებები გააჩნია მაგალითად: SISLEY Soin Teinte Phyto-Hydratant Tinted Moisturizer. ის არაჩვეულებრივად უვლის სახის კანს, მატებს ბზინვარებას და რათქმაუნდა ხდის ერთფეროვანს.

 

ცხიმიანი სახის კანი CHANEL Mat Lumiere

ცხიმიანი სახის კანი

 
ცხიმიანი სახის კანისთვის მნიშვნელოვანია, რომ შერჩეული ტონალური საშუალებები არეგულირებდნენ სებუმის გამოყოფას და მთელი დღის განმავლობაში მაკიაჟის შენარჩუნებას უზრულვენყოფდეს. ამასთან უნდა გააჩნდეს მკვრივი ზედაპირი, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ უნდა შექმნას ნიღბის ეფექტი. ამიტომ უპირატესობა მიანიჭეთ ისეთ ტონალურს, რომელიც მაღალი მდგრადობით გამოირჩევა. ასეთი თვისებებით გამოირჩევა: CHANEL Mat Lumiere. რომელიც სახის კანს ქაშმირის ეფექტით უზრუნველყოფს.

 

პრობლემური სახის კანი VICHY  Normaderm  Norma Teint

პრობლემური სახის კანი

 
ხშირად ყველაზე პრობლემური ცხიმიანი კანია. ამ შემთხვევაში ტონალური საშუალებები უნდა პასუხობდეს შემდეგ პირობებს: პირველ რიგში ის უნდა შეიცავდეს სამკურნალო კომპონენტებს, არ უნდა იყოს მკვრივი და რათქმაუნდა არ უნდა ავსებდეს ფორებს, ამასთან თანაბრად უნდა ნაწილდებოდს. ასეთი საშუალებები როგორც წესი სააფთიაქო სერიებშია წარმოდგენილი მაგალითად: VICHY სერიაში Normaderm  ტონი - Norma Teint, რომელიც აცხრობს ანთებით პროცესს და აქრობს არასასურველ ცხიმის პრიალს.

 

მშარლი სხის კანი - BOBBI BROWN Luminous Moisturizing Foundation

მშრალი სახის კანი

 
ასეთი ტიპის კანს განსაკუთრებით ესაჭიროება დატენიანება და გამოკვება. სხვაგვარად ტონი შენიღბვის ნაცვლად უკეთ  წარმოაჩენს აქერცლილ და გამომშრალ კანს. ამ შემთხვევაში საჭიროა ნახევრად გამჭვირვალე ტონალური  საშუალებები. არ არის აუცილებელი მაინცდამაინც მქრალი ტონი, თავისუფლად შესაძლებელია მბზინავი ეფექტის მქონე ტონის შერჩევა მაგალითად: BOBBI BROWN Luminous Moisturizing Foundation, რომელიც ერწყმის და უზრუნველყოფს კანის სიჯანსაღეს და გლუვ ზედაპირს.

 

ასაკოვანი კანი - LANCOME Renergie Lift Makeup

ასაკოვანი კანი

 
გარდაუვალი ასაკობრივი ცვლილებები - ნაოჭები და ტონუსის დაკარგვა მოითხოვს შესბამის ტონის შერჩევას. ასეთ საშუალებას აუცილებლად უნდა გააჩნდეს მსუბუქი "ლიფტინგ"-ეფექტი და ნაოჭების დელიკატური შენიღბვის უნარი. სასურველია შეიცავდეს შუქის ამრეკლავ ნაწილაკებს, რომელიც კანს ახალგაზრდულ იერს აძლევს. ასეთი თვისბებით დაჯოლდოვებულია მაგალითად: LANCOME Renergie Lift Makeup, რომელიც ზედმიწევნით უმკლავდება ყველა ამ პრობლემას, ოდნავ ჭიმავს სახის კონტურს და ანიველირებს მიმკურ ნაოჭებს.

 

დეფექტებიანი სახის კანი - CLINIQUE Even Better Makeup SPF 15

მკვეთრად გამოხატული დეფექტები კანზე

 
კანი რომელსაც მკვეთრად გამოხატული დეფექტები გააჩნია: აკნეს კვალი, პიგმენტური ლაქები თუ სხვა მრავალი კანის დეფექტი საჭიროებს არამხოლოდ შენიღბვას არამედ კორექციასაც. ამიტომ შეარჩიეთ მხოლოდ სქელი ზედაპირის მქონე ტონალური საშუალებები, გამაღიავებელი კომპონენტებით და მზისდამცავი ფაქტორებით, რომელიც უფრო არ გააღრმავებს უკვე არსებულ პრობლემებს. ზუსტად ამ მოთხოვნებს აკმაყოფილებს CLINIQUE Even Better Makeup SPF 15, რომელიც არამარტო ეფექტურად მალავს კანის ყოველგვარ დეფექტს, არამედ ეხმარება მათ გაქრობაში და ხელს უშლის ახლის წარმოქმნას.


კატალოგი

მაკიაჟის აქტუალური ფერები

 

 

14 მარტი  2009
წყარო:
http://www.instyle.ge
ფოტოები:
http://images.google.ru/
რუბრიკა:  
სილამაზე
ამობეჭდვა  მეილზე გაგზავნა

 

ვაშლის დიეტა

დიეტა  
 9  დღიანი  დიეტა   მოგაშორებთ  ზედმეტ  4  კილოგრამს 
 

იაპონური დიეტა

იაპონური  დიეტა   
  იაპონური   დიეტა,   რომელიც    ნივთიერებათა  ცვლის   პროცესს    არეგულირებს 
 
             
 

სახის ნიღაბი

სექსუალური    ტუჩები
 
 ლამაზი და  მიმზიდველი ტუჩები  ყველა  ქალის  ოცნებაა
 

სახის ნიღაბი

ოდრინა პეტრიჯი
  სახის უნივერსალური ნიღაბი ჰოლივუდის ლამაზმანისგან
 
             
 

ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ზოდიაქო და გარეგნობა
 
გარეგნობა  ზოდიაქოს  ნიშნის  მიხედვით  
 

თმის  ცვენა  მშობიარობის   შემდეგ
 
ორსულობის   განმავლობაში  "ამუხრუჭებს" ფიზიოლოგიური  თმის   ცვენის   პროცესები
 

  საწყისი  გვერდი         სილამაზე           მოდა           სელებრითები      ფოტოსესია      პატარძალი       მამაკაცი 

როგორ შევნიღბოთ უძილობა სა გადაღლა

             

კონტაქტი     რეკლამა    ჟურნალის  შესახებ