ვარჯიში დედებისთვის

 მშობიარობის მძიმე დღეები უკან მოიტოვეთ, მაგრამ ფეხმძიმობის შედეგად დარჩენილი ზედმეტი კილოგრამები ჯერ ვერ მოიშორეთ?ყურებს ნუ ჩამოყრით, ძველი ფორმის დაბრუნება რეალურია.
 გთავაზობთ რამდენიმე ვარჯიშს, რომელიც მოძრაობაში მოიყვანს თქვენი მკერდის, თეძოების, მუცლისა და დუნდულების კუნთებს. ამ ვარჯიშების გაკეთება იმ დროსაც შეგიძლიათ, როცა თქვენს პატარას ასეირნებთ ან თამაშობთ მასთან ერთად.

  გაითვალისწინეთ: სანამ ვარჯიშს დაიწყებთ, აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან, რომელიც ზუსტ რჩევას მოგცემთ, როდიდან შეგიძლიათ დაიწყოთ ვარჯიში და რა ინტენსივობით. ამის აუცილებლობა იქინდან გამომდინარეობს თუ როგორი იყო თქვენი მშობიარობა. სწორედ ამის მიხედვით უნდა განისაზღვროს თქვენი ვარჯიშების სირთულე. მაგალითად, თუ თქვენი შვილი საკეისრო კვეთის შედეგად მოევლინა ქვეყანას, მაშინ შესაძლოა, ვარჯიშების განსხვავებული მეთოდების გამოყენება იყოს საჭირო.

ვარჯიში პირველი

 ეს ვარჯიში ზურგის კუნთებს ამაგრებს. ბავშვი დააწვინეთ ხალიჩაზე ან ორად გაკეცილ პირსახოცზე, თქვენ კი მის ზემოდან ოთხზე დადექით, ისე რომ ხელები და მუხლები იატაკს არ მოაშოროთ. ხერხემალი ჩაზნიქეთ და მაქსიმალურად მიუახლოვდით შვილს, მერე კი საწყის მდგომარეობას დაუბრუნდით. ვარჯიში 10 - ჯერ გაიმეორეთ.


ვარჯიში მეორე

 დიდი ყურადღება მიაქციეთ თეძოებს და გაიმაგრეთ ხელის კუნთები. ბავშვი დააწვინეთ იმავე მდგომარეობაში, როგორც პირველი ვარჯიშის შესრულებისას. მიუწექით ბავშვს ისე, რომ თეძოები და ხელები ერთი მიმართულებით იყოს. ნელ-ნელა წამოიწიეთ ისე, რომ  ხელებს დაეყრდნოთ. მეორე ხელი გაშლილ მდგომარეობაში  ასწიეთ ზემოთ. სხეული კი რაც შეიძლება ზემოთ აიტანეთ იატაკიდან. ამ მდგომარეობაში  რამდენიმე წამის განმავლობაში გაჩერდით და მერე ისევ დაუბრუნდით საწყის მდგომარეობას. ვარჯიში თითოეულ მხარეს 10 - ჯერ შეასრულეთ.

ვარჯიში მესამე

 ეს ვარჯიში ყველაზე სასიამოვნოა და იოლი გასაკეთებელია. ბავშვი ჩასვით ეტლში და გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. სანამ პატარას სძინავს, თქვენ ფეხის კუნთებს დაამუშავებთ - ნელ-ნელა ტემპს მოუმატეთ და სუნთქვა აკონტროლეთ. ეს ვარჯიში ფილტვების გაწმენდის თვალსაზრისით ძალიან სასარგებლოა.

ვარჯიში მეოთხე

 ბავშვი სასეირნოთ წაიყვანეთ და ნუ დაგავიწყდებათ, თან იქონიოთ 1,5 - 2 კილოგრამიანი ჰანტელები. სეირნობისას შეგიძლიათ სხვადასხვა ვარჯიში შეასრულოთ ბიცეპსებისა და ტრიცეპსებისთვის.


ვარჯიში მეხუთე

 დაწექით იატაკზე, ფეხები მოხარეთ მუხლებში და ზედ დაიწვინეთ პატარა. ხელებში მაგრად ჩაჭიდეთ, ფეხები ნელა დახარეთ იატაკისკენ, თან ისე, რომ ზურგი წამოსწიოთ. მერე კი დაუბრუნდით საწყის მდგოამრეობას. ვარჯიში 10 - ჯერ შეასრულეთ.


კატალოგი

მაკიაჟის აქტუალური ფერები

ანა გოგუაძე

 

  30 მაისი  2009
წყარო:
http://www.instyle.ge
ფოტოები:
http://www.josefbrandenburg.com/
რუბრიკა: 
სილამაზე
ამობეჭდვა  მეილზე გაგზავნა


         უკან

ტრენდული ფეხსაცმელები
  ფეხსაცმელები დიზაინერებისგან

გამოსასვლელი კაბები
  კაბები
დიზაინერებისგან

მოდური ჩანთები
 ჩანთები
დიზაინერებისგან

სათვალეები
 სათვალეები დიზაინერებისგან

 

თმების მოვლა

სილამაზე
 
თმის მოვლის მასტერ - კლასი
სილამაზე  
 

"ლაჟვარდოვანი სანაპირო"

Cote d’Azur
 "ლაჟვარდოვანი სანაპირო"  Chanel - ისგან
სილამაზე
 
             
 

ცელულიტი

არომა-შეფუთვა
 ანტიცელულიტური პროცედურები სახლის პირობებში
სილამაზე
 

სქინები

მოდური სივიწროვე
 როგორია ჯინსი-სქინის ყველაზე აქტუალური სტილი?
მოდა/შარვლები
 
             
 

აქსესუარები

აქსესუარები
 
Emilio Pucci - ს ცოცხალი ფერების მრავალფეროვნება
მოდა/ჩანთები
 

მარჩესას ჩვენება

pret-a-porter
 
Marchesa - ს გაზაფხული - ზაფხულის ჩვენება
მოდა
 

  საწყისი  გვერდი         სილამაზე           მოდა           სელებრითები      ფოტოსესია      პატარძალი       მამაკაცი 

როგორ შევნიღბოთ უძილობა სა გადაღლა

             

კონტაქტი     რეკლამა    ჟურნალის  შესახებ