სილამაზე

გარეგნობა   ზოდიაქოს   ნიშნების   მიხედვით
 

ადამიანის  გარეგნობა,  მისი  ფიზიკური  სხეული,  ქცევის  მანერა    დამოკიდებულია   არამარტო    გენეტიკაზე,   არამედ   მზის  მდებარეობით დაბადების  მომენტში,  ასევე  გრადუსების  მმართველის  მდგომარეობით,  რაც  თავის  მხრივ  მატებს  გარეგნობას  დამატებით  მახასიათებლებს



ვერძი  ვერძი
 ზოდიაქოს  პირველი  ცეცხლოვანი   ნიშანი,  სარგებლობენ  კარგი  ავტორიტეტით. გააჩნიათ   მოვალეობისა   და   პასუხისმგებლობის   დიდი  გრძნობა.  ისინი  ნამდვილი  მეგობრები  არიან  და  ყველაფერს  ბოლომდე  აკეთებენ.  ვერძი  ფიცხია.  იგი  დიდი  ბრძენი  არ არის,  უფრო  ზერელე  გრძნობებითა და ცოდნით გამოირჩევა. მთავარი  ღირსება: უშრეტი  ენერგია, დამოუკიდებლობა და იმპულსურობაა.  ვერძი  ახირებულობის  ნიშნია, ცოცხალი,  მერყევი  ხასიათით

 ფიზიკური  თავისებურებანი

 სიმაღლე   საშუალო  ან  მაღალი,  გამხდარი,  გრძელი  სხეულით,  წაგრძელებული   ფომრის  თავით,  კუნთოვან - ძლიერ   კისერზე  დასკუპებული. ქალებისთვის   დამახასიათებელია   გრძელი   კისერი.  მოგრძო   სახით,  დახვეწილი   ნაკვთებით.  ღრმად   ჩამჯდარი   თვალები,  ჩვეულებრივ  თაფლისფერი  ან   ნაცრისფერი.  მზერა   გამჭოლი.  მკვეთრად  გამოხატული  წარბებზედა  რკალით.  ცხვირის   ფუძესთან   ვერტიკალური   ნაკეცი.   დიდი პირი,   თხელი   ტუჩებით.   სახის   ცოცხალი   ფერით,  ქერა  თმებით.  მოძრაობა  ფიცხი    და   მარდი.

ფერები: შინდისფერი,  მუქი  წითელი, ყვითელი,  ყავისფერი, ცისფერი, იასამნისფერი.
ქვები:
ბრილიანტი,   ამეთვისტო,    აკვამარინი,    ალმასი,   ძოწი.
ყვავილები:
ნარგიზი,  ია, ღიღილო.
ტემპერამენტი:  
ქოლერიკი


კურო ხბო  კურო
 
ზოდიაქოს   პირველი    მიწიერი   ნიშანი.   ეს   გამოიხატება   ხბოს  ნიშნის   ქვეშ დაბადებულთა   პრაქტიკულობაში,   ზომიერებაში,    მოთმინებასა    და   ადამიანთა    გატანაში.    მათი    მოთმინებიდან   გამოყვანა   ძალიან  ძნელია, მაგრამ  მერე  დიდხანს   ვეღარ   წყნარდებიან.  კურო   დამთმობი,   ტაქტიანი   და მშვიდობისმოყვარეა.   მას    გააჩნია    საკმაო    უნარი   და    ის   ხშირად    აღწევს წარმატებას   თავის   საქმიანობაში

ფიზიკური  თავისებურებანი

საშუალო  სიმაღლის  ან  დაბალი,  მძვალმსხვილი,  მიდრეკილება  აქვს  სიმსუქნისკენ.   კეთილი,   ნაზი    სახე,   რბილი  ნაკვთებით. მსხვილი  ტუჩებით.  მუქი  ფერის,  მრგვალი,  გამობურცული   თვალებით,  მორჩილი  გამომეტყველებით.  გრძელი  ყურებით,  ზოგჯერ  აცქვეტილი. მათი უმრავლესობა   შავგვრემანია.  თავშეკავებული,  ნელი  და  გაუბედავი.

ფერები:   მწვანე,    ცისფერი,    წითელი,    ნარინჯისფერი    და    მათი   ელფერი.
ქვები:  
ზურმუხტი,  ბრილიანტი.
ყვავილები:
იასამანი.
ტემპერამენტი:  
მელანქოლიკები


ტყუპები მარჩვიბი ტყუპები
 
ჰაერის  პირველი  ნიშანია.  ამ  ნიშნის  ქვეშ  დაბადებულნი  ხშირად  მოუსვენარნი,   ნევროზულნი  და   ემოციურად   მერყევნი  არიან.  მათთვის  ნიშანდობლივია   გარკვეული   ფსიქიკური   გაორება.  ისინი   დაჯილდოებულნი  არიან   იდეების   სიუხვით,   მაგრამ   ძალიან   ცვალებადი   აზრებით.  აქვთ  ნათელი   გონება.   არიან   დამთმობები   და   თავაზიანები.ახასიათებთ  ფხუკიანობა  და  ეჭვიანობა , ვერ   იტანენ   კრიტიკას,  ადვილია  მათი გულის ტკენა.

ფიზიკური  თავისებურებანი

 გამხდრები,  მაღლები,  ფიგურა   მოქნილი  და  ტანადი.  დამახასიათებელია  გრძელი   ხელები   და   თითები. სახის   დახვეწილი   ნაკვთებით.  თვალები  თაფლისფერი   ანდა    ნაცრისფერი.  მგრძნობიარე   თხელი   პირით.  ცხვირი წაწვეტებული.  თმები   წაბლისფერი.   ცოცხალი,   მოძრავი   მიმიკა.   ხშირად  მარცხენა  და  მარჯვენა   პროფილი  ერთმანეთისგან  განსხვავდება.  სწრაფი, ენერგიული   სიარულის   მანერა.  აქტიური  ჟესტიკულაცია.
 
ფერები:
  იისფერი,    ღია  ყვითელი,    ცისფერი   და   მათი   ელფერი.
ქვები:  
მთის  კრისტალი,  აკვამარინი.
ყვავილები:
ჟასმინი.
ტემპერამენტი:  
სანგვინიკები.



  კიბო კირჩხიბი კირჩხიბი
 
ზოდიაქოს    წყლის   პირველ  ნიშანი.   მათ    მიდრეკილება   აქვთ სენტიმენტალობისადმი   და    ტრილისადმიც   კი.   არიან   გამოუსწორებელი  იდეალისტები.   უყვართ   ცვლილებები   და  ნაირფეროვნება.  არიან  სიმპატიურები,   თავაზიანები,   იდეალისტური   აზროვნების,   რბილი,  მომთმენი ბუნების. თავდაცვის  ინსტიქტის  წყალობით  კირჩხიბს  ფინანსურად  გენიალური  შესაძლებლობები  გააჩნია.

ფიზიკური  თავისებურებანი

საშუალო  ან  პატარა  სიმაღლის.  წვრილ ძვალა,  მოკლე  კიდურებით. მიდრეკილება  აქვს  სიმსუქნისკენ. სახე  ოვალური  ან   მრგვალი.  დიდი ცხვირით,    ხშირად " კარტოფილის".   დიდი   თავით.   ნაზი,   ვარდისფერი  კანით.    დიდი,  მეტყველი    თვალებით.    წვრილი,  მეჩხერი  კბილებით.

ფერები: მოვერცხლისფერო - თეთრი,  ზღვისფერი,  ლურჯი  ტონალობა,  ვარდისფერი.
ქვები: 
ზურმუხტი,  მთვარის  ქვა,  შავი  ონიქსი,  მარგალიტი.
ყვავილები:
წყლის  შროშანი.
ტემპერამენტი:  
ფლეგმატურები.


ლომი ლომი
 
 ზოდიაქოს  მეორე   ცეცხლოვანი  ნიშანი. იღწვიან  დიდებისაკენ,  ლიდერობისაკენ.  ყველას  თავისი გავლენის  ქვეშ  აქცევენ.არიან ძალიან ამაყნი.  გააჩნიათ  დიდი  ნებისყოფა.  დიდსულოვნებითა  და  კეთილშობილებით  სავსენი  არიან.  ლომები  გამოირჩევიან  თავდაჯერებულობით,  არიან  მომთხოვნები,  ზედმეტად  ხელგაშლილები.  უყვართ  კარგი  ცხოვრება,  ფუფუნება  და  განცხრომა. არიან მეგობრულები, მაგრამ გრძნობებსი  არცთუისე  ღრმანი.

ფიზიკური  თავისებურებანი

  მაღალი,  ტანადი,.  ძლიერი   სხეულითა  და   განიერი   მხრებით.  ამაყად  აწეული   თავით.   სახის    მოწითალო   ელფერით.  დიდი  თავით,  ჩაფსკვნილი  კისრით,  მაღალი  შუბლით.  აქვთ   მბრწყინავი   თვალები,  ხშირ   შემთხვევაში ღია   ფერის.  თმები   ხუჭუჭა.  ძალაუფლების   მოყვარულის   გამოხედვა  და  მგრძნობიარე   პირი.

ფერები: ნარინჯისფერი,  ოქროსფერი,  ჩალისფერი.
ქვები:
ლალი,  ალმასი.
ყვავილები:
 ქრიზანტემები  და  ადრეულა.
ტემპერამენტი: 
ქოლერიკები.


ქალწული ქალწული
 
მეორე  მიწიერი  ნიშანი. მათ  გააჩნიათ  მახვილი  ანალიტიკური  გონება  და  პრაქტიკული  აზროვნების  უნარი.  ისინი  იღწვიან  სრულყოფილებისაკენ. მუდამ  განწყობილნი  საქმისთვის. ბუნებით  ხელმომჭირნენი,  მომთმენები,  მეოჯახენი  და  ყაირათიანები.  ამავე   დროს  ფიცხები.  ქალწული იშვიათად  ცრუობს  და  საკუთარ  თავს  არასოდეს  ატყუებს. ის  ბუნებით  კრიტიკოსია  და  მისი  კრიტიკა,  ჩვეულებრივ  სამართლიანია,  მაგრამ  ხშირად  უხეში  რაც გულს   ტკენს    ადამიანებს.

 ფიზიკური  თავისებურებანი

ტანადი,    მოხდენილი,   კარგი  აღნაგობის. ისინი  ღრმა  მოხუცებულობამდე  ინარჩუნებენ   ტანადობას.  ნატიფი   სახის  ნაკვთებით,  ოვალური  ან  მრგვალი  სახით.    ცხვირი მსხვილი,  კეხიანი  ანდა  სწორი. აქვთ  ნაცრისფერი  ან  მწვანე  ღრმად     ჩამჯდარი    ლამაზი    თვალები.  პატარა  თლილი  პირი,  ოდნავ  გამოწეული  ღაწვები.  მოძრაობენ   მსუბუქად.

ფერები: ცისფერი,  იისფერი,  ყვითელი  წმინდა  ელფერით.
ქვები:
იაგუნდი,  იასპი,  აქატი.
ყვავილები:
 ვირისტერფა,  სუმბული,  წითელი  შროშანი.
ტემპერამენტი:  
მელანქოლიკები.


1 2  შემდეგი



  30 სექტემბერი 2008
 წყარო: http://www.instyle.ge
 ფოტო კრედიტი:
http://www.liveinternet.ru/
 რუბრიკა: სილამაზე
   ამობეჭდვა  გაუგზავნე მეგობარს


   უკან
 

 

miss sisxty 2009

Miss Sisxty 2009
  ფეხსაცმელების საგაზაფხულო კოლექცია

 

ოსკარი 2009

ოსკარი 2009
  წითელი ხალიჩის გლამური

 
 

კრისტალები

მდიდრული ელფერი
  საზაფხულო ელვარება ფერადი მძივებითა და კრისტალებით

 

celine shoes 2009

Show Room
  Celine - ის ფეხსაცმელების საგაზაფხულო კოლექცია

 
 

beauty details

Top Beauty Details
  2009 წლის პოდიუმის  ყველაზე საინტერესო გარეგნობა

 

მოელვარე ფერები

ძვირფასი ლითონი
  ოქროს, სპილენძისა და ბრინჯაოს მოდური მბზინვარება

 

  საწყისი  გვერდი           სილამაზე           მოდა           სელებრითები     ფოტოსესია    პატარძალი     მამაკაცი 

გაზაფხული სტილი 2009