|
 |
კოსმეტიკის
მაღაზიებში თუ აფთიაქებში შეგიძლიათ შეიძინოთ თიხა,
რომელსაც ნიღბებისთვის იყენებენ. თიხა შეიძლება
იყოს თეთრი, ცისფერი, მწვანე, წითელი, ყვითელი
ანდა ნაცრისფერი. თიხის ფერი განპირობებულია მასში
შემავალი მიკროელემენტებითა და მინერალებით. თანაც,
თითოეული ფერისა და სახეობის თიხა შეიცავს მხოლოდ
მისთვის დამახასიათებელ სამკურნალო და კოსმეტიკურ
თვისებებს. |
|
|
ყველაზე
სასარგებლოდ მიჩნეულია ცისფერი თიხა. თუმცა სანამ
თიხას შეიძენთ, კარგად უნდა იცოდეთ მისი
თვისებების შესახებ. ამიტომ მორიდების გარეშე
მოსთხოვეთ კონსულტანტს ხარისხის სერთიფიკატი და
თიხის გამოყების წესები.
არსებობს კიდევ ერთი მარტივი მეთოდი: შეიძინეთ თიხა და მცირე რაოდენობით
ჩაუმატეთ ნებისმიერ ნიღაბში, რომელსაც ჩვეულებრივ
იკეთებთ ხოლმე სახლის პირობებში. ასეთი
პროცედურების შემდეგ სახის კანი იწმინდება, ხდება
ხავერდოვანი, გლუვი. არსებობს ასევე სამკურნალო
თიხა, რომლის შეძენაც აფთიაქში შეგიძლიათ. ის
ძალიან ეფექტურია ტკივილის გასაყუჩებლადაც. თიხა
კარგად წმენდს ფორებს, ხელს უწყობს ანთებითი
პროცესების ჩაქრობას, კანის რეგენერაციას და
აუმჯობესებს მის ელასტიკურობას.
გახსოვდეთ, რომ ერთხელ გამოყენებული თიხის ხელმეორედ გამოყენება არ
შეიძლება. |