2010 წლის თილისმები

 2010 ანუ ვეფხვის წელიწადში (აღმოსავლური კალენდრით იგი 2010 წლის 14 თებერვალს, 6 საათსა და 40 წუთზე დადგება), მოგვეცემა ორიგინალური იდეების, "მავნე თვისებებისგან" განწმენდის, ფარული ნიჭის გამოვლენის, სულიერი განვითარების, ბედ-იღბლის შეცვლის, წარსულის გაანალიზებისა და პრობლემების მოგვარების საშუალება.

 

ვირთხა (1936, 1948, 1969, 1972, 1984, 1996) - ინტუიციის წყალობით, ყოველთვის სწორ არჩევანს გააკეთებთ. შეძლებთ საცხოვრებელი ადგილის შეცვლას, რემონტის გაკეთებას, ქორწინებას, უცხო ენების ათვისებას, სამსახურის დაწყებას. შვებულების დროს იმოგზაურეთ, იყავით აქტიური და შეუპოვარი.

წლის თილისმა: სერდიკოლი და ალმასი, ლითონის ქამარი. კარგი იქნება, თუ მთელი წლის მანძილზე ატარებთ სამაჯურს-ის ნეგატიური ენერგიისგან დაგიცავთ.

ხარი (1937, 1949, 1961, 1973, 1985, 1997) - ნუ იქნებით ინერტული. ნაკლებად დაეყრდენით ლოგიკას და მეტად მიენდეთ ინტუიციას. მშვიდად და ფრთხილად განვლეთ წელიწადი. თავდაუზოგავი მუშაობა მატერიალურ წარმატებას მოგიტანთ.

წლის თილისმა: ჩანთა, ჩემოდანი, კლიტე (ნამდვილი და დეკორატიული), მინერალებიდან: ლალი, ძოწი, საფირონი, ლაზურიტი, ოქროს სამაჯური.

ვეფხვი (1938, 1950, 1962, 1974, 1986, 1998) - ახლა თქვენი დროა! იაქტიურეთ. თქვენს ცხოვრებაში ახალი, წარმატებული ეტაპი იწყება. სიახლე შეიტანეთ საქმეში, აზროვნებაში, ურთიერთობაში.

წლის თილისმა: ვანილი, ამ სანებლით მირთმეული ტკბილეული განსაკუთრებით სასიკეთოა, ქუდზე, პიჯაკზე ან ჩანთაზე დამაგრებული ოქროს ქინძისთავი, ჩინური სფეროები ( 2 ცალი ოქროსფერი ბურთულა).

კატა (კურდღელი) (1939, 1951, 1963, 1975, 1987, 1999) - ინტუიცია სწორი არჩევანის გაკეთებას გაგიადვილებთ. ცოტა ავანტიურა არ გაწყენთ. სასარგებლოა გამოცდილების გაზიარება, საქმეების დასრულება.

წლის თილისმა: ლითონის სახელური ან საწერი კალამი, ქოლგა, ხელთათმანები ლითონის ელემენტებით დეკორირებული.

დრაკონი (1928, 1940, 1952, 1964, 1976, 1988, 2000) - ორგანიზატორული ნიჭი და აქტიურობა ახალი შესაძლებლობების გამოვლენაში დაგეხმარებათ. კარგი იქნება მავნე ჩვევებისგან გათავისუფლება. მეტი დრო  დაუთმეთ ხელოვნებას. წარმატებას მოგიტანთ კოლექტიური საქმიანობა. კარგი პერიოდია სწავლისთვის. თამამად გამოავლინეთ საკუთარი იდეები.

წლის თილისმა: მარაო, მობილური ტელეფონი, გასაღები (უმჯობეისია ოქროსფერი, როგორც ნამდვილი ასევე დეკორატიული), ოქროს, სპილენძის, ვერცხლის ფული.

გველი (1941, 1953, 1965, 1977, 1989, 2001) - იმოქმედეთ წინდახედულად და შეძლებისდაგვარად დაისვენეთ. რაც მეტად გახსნილი, კომუნიკაბელური იქნებით, მით მეტ წარმატებას მიაღწევთ. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებში მონაწილეობას და მეტი დრო დაუთმეთ ჯანმრთელობას.

წლის თილისმა: ყავის მარცვალი, კარდამინი, ვანილი, მობილური ტელეფონი. ჩაცმულობაში მეტად გამოიყენეთ ღია ფერები.

ცხენი (1930, 1942, 1954, 1966, 1978, 1990, 2002) - ოპტიმიზმი და კომუნიკაბელურობა წარმატების მიღწევაში დაგეხმარებათ. მეტი ყურადღება გადაიტანეთ იმ პროექტებზე, რომლებიც ეხებიან - კომუნიკაციას, ტრანსპორტს, ტურიზმს. კარგი წელიწადია ახალი პროფესიის ან ცოდნის ასათვისებლად. იგი ხელს შეუწყობს შორეულ მგაზაურობასაც.

წლის თილისმა:  ნესესერი, ფეხსაცმელები ლითონის დეკორით, ლურჯი ფერის მინერალები, ვეფხვის გამოსახულება.

თხა (1943, 1955, 1967, 1979, 1991, 2003) - გეკრძალებათ სიზარმაცე, ზედმეტი მორცხვობა, ფიქრები წარსულზე. მოსალოდნელია ახალი სამსახურის დაწყება, პროფესიული წინსვლა. სასიკეთო ცვლილებები გელით პირად ცხოვრებაშიც. ეს პერიოდი ხელს შეუწყობს იმ საძირკველის ჩაყრას, რომელიც მომავალში სერიოზულ წარმატებას გიქადით. 

წლის თილისმა: საათი, შავი და თეთრი ბრინჯი (ის დაგიცავთ ავი თვალისაგან, ენერგოდანაკარგისაგან), აქსესუარებში შეახამეთ: შვი, თეთრი და ოქროსფერი.

მაიმუნი
(1932, 1944, 1956, 1968, 1980, 1992, 2004) - წელს არასასურველია უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა, იურიდიული საბუთების გაფორმება. ხელსაყრელია ქორწინება და ახალი შემოქმედებითი თუ ბიზნსეკავშირების დამყარება. მეტად სასიკეთოა ხელოვნებასთან და სამეცნიერო-კვლევით სფეროებთან ურთიერთობა.

წლის თილისმა: ლითონის ორი სპილო, ნებისმიერი ორი ნაკეთობა ( ერთი ოქროს, ერთი ვერცხლის), მობილური ტელეფონი ორი სიმ ბარათით, წყვილი ხელთათმანი (ყვითელი, თეთრი, ვერცხლისფერი).

მამალი
( 1933, 1945, 1957, 1969, 1981, 1993, 2005) - კარგად გაიაზრეთ თქვენი გეგმები და მიზნები, რადგან მათი რეალიზება თქვენგან მეტ ძალისხმევას და სახსრებს მოითხოვს. 2010 წელს შეიძლება მეტად იგრძნოთ დაღლილობა, საჭიროა ძალების სწორად გადანაწილება და შეძლებისდაგვარად დასვენება. იმოქმედეთ პრაგმატულად, აიმაღლეთ კვალიფიკაცია.

წლის თილისმა:  ცხოველი, ოქროს თევზის ნაკეთობა (ორი ცალი), რომელიც ხელს შეუწყობს თქვენი სურვილების ასრულებას. მუსიკალური მაღვიძარა.

ძაღლი (1934, 1946, 1958, 1970, 1982, 1994, 2006 ) - ცხოვრება არ შემსუბუქდება, თუმცა იგი მეტად საინტერესო გახდება ვიდრე იყო! მეტი სირთულეებია მოსალოდნელი საქორწინო ურთიერთობებში, ახლობებთან, რომლებსაც გაუჭირდებათ თქვენი სამყაროს ახლებურად დანახვის გააზრება. საერთო ჯამში თქვენი იღბლიანობა მოიმატებს, გელით სასიამოვნო სიურპრიზები!

წლის თილისმა: ტკბილი სურნელის მქონე სუნამო, ჯამბაზის გამოსახულება.

ტახი (ღორი) (1935, 1947, 1959, 1971, 1983, 1995, 2007) - მეტად დაუგდეთ ყური ინტუიციას, წელს უნდა შეძლოთ სხვათა პატიება და მოსმენა. მეტი დრო დაუთმეთ ოჯახს, ახლობლებს და ტრადიციებს. მოსალოდნელია დაოჯახება, უძრავი ქონების შეძენა.

წლის თილისმა: სამზარეულოს კომპლექტი, გასაღები, სუნამო. ერთად ატარეთ თეთრი და წითელი ლობიო, რაც დაგიცავთ ენერგეტიკული შეტევებისგსან.

მიშა ცაგარელი
ჟურნალი "ჰოროსკოპი"


კატალოგი

სამკაულები

თმების მოვლა

დიეტები

 

 28 დეკემბერი 2009
წყარო:
http://kaba.ge
ფოტოები:
http://www.wathiifm.wordpress.com
რუბრიკა:  
სილამაზე
ამობეჭდვა  მეილზე გაგზავნა


         უკან

ტრენდული ფეხსაცმელები
  ფეხსაცმელები დიზაინერებისგან

საბავშვო მოდა
საბავშვო
მოდა

სიახლეები
KABA.ge - ს
 სიახლეები

სათვალეები
სათვალეები დიზაინერებისგან

 

თმის ნიღბები

სილამაზე
 
ნიღბები თმისთვის
სილამაზე/თმების მოვლა
 

სილამაზე

სასარგებლო რჩევა
  როგორ დავძლიოთ ტკივილი "კრიტიკულ დღეებში"
სილამაზე
 
             
 

რჩევები

რჩევები
 
პიტნის ჩაი, როგორც ანტიდეპრესანტი
სილამაზე
 

სილამაზე

სილამაზე
 
ალოე გამაჯანსაღებელი საშუალება
სილამაზე
 
             
 

სილამაზე

სილამაზე
 
არომატული ინფორმაცია
სილამაზე
 

რჩევები

რჩევები
 
როგორ გავიწმინდოთ სისხლი
სილამაზე
 

  საწყისი  გვერდი         სილამაზე           მოდა           სელებრითები      ფოტოსესია      პატარძალი       მამაკაცი 

მოდური ტენდენციები
სეზონის აქტუალური ტენდენციები

მოდელები
 KABA.ge - ს
მოდელების  კატალოგი

ქუჩის მოდა
 ქუჩის
  მოდა

პატარძლები
 KABA.ge - ს 
 პატარძლების კატალოგი

როგორ შევნიღბოთ უძილობა სა გადაღლა

კონტაქტი     რეკლამა    ჟურნალის  შესახებ