 |
|
სამდღიანი დიეტა |
|
 |
ამ
დიეტით, არა მარტო წონაში დაიკლებთ, არამედ
ზედმეტი მარილებისა და წიდებისგან გაიწმენდთ
ორგანიზმს. |
|
|
|
|
სრული კურსის ჩასატარებლად სამდღიანი დიეტა
ხუთჯერ უნდა გაიმეოროთ თითოკვირიანი შუალედებით,
ოღონდ, როგორც ყოველთვის, შუალედურ დღეებშიც თავი
უნდა შეიკავოთ ცომეულის, ტკბილეულისა და ცხიმიანი
საკვებისგან. საღამოს 7 საათის შემდე კი არაფერი
მიირთვათ.
პირველი სამი დღის განმავლობაში შეიძლება, ბევრი ვერ დაიკლოთ, რადგან ეს
იქნება ერთგვარი მოთელვა, ანუ ორგანიზმის
მომზადება-განწყობა გასახდომად. თუ შუალედურ
დღეებში თავშეკავებული იქნებით და ზედმეტ ლუკმაზე
ხელი არ წაგიცდებათ, ყოველი შემდეგი სამი დღე სულ
უფრო და უფრო ეფექტიანი იქნება.
პირველი დღე
წინა საღამოს კარგად გარეცხეთ 3 სადილის კოვზი ბრინჯი, დაასხით მდუღარე წყალი
და დადგით დილამდე. დილით წყალი გადაწურეთ, ისევ
გარეცხეთ ბრინჯი, დაასხით ცივი წყალი და მაღალ
ცეცხლზე წამოადუღეთ. ასე მოიქეცით სამჯერ. ამ
მეთოდით ბრინჯიდან გამოაცლით თითქმის მთელ
სახამებელს.
მოხარშული ბრინჯი კარგად გადაწურეთ საწურში და მთელი დღის განმავლობაში,
რამდენჯერაც შიმშილის შეგრძნება შეგაწუხებთ,
მიირთვით. არ დაგავიწყდეთ, რომ მარილი, შაქარი და
ცხიმი უნდა გამორიცხოთ.
დღის განმავლობაში შეგიძლიათ, დალიოთ 1-1,5 ლიტრი ჩვეულებრივი წყალი,
გაზგასული მინერალური წყალი ან უშაქრო ჩაი ლიმონით.
მეორე დღე
კარგად გარეცხეთ 4 სადილის კოვზი წიწიბურა, დაასხით მდუღარე წყალი, გააჩერეთ
1 საათით, შემდეგ კი გადაწურეთ.
ორ ნახევარლიტრიან ქილაში მაწონს მოხადეთ ნაღები და ცალ-ცალკე გადაიღეთ
მაწონი თითოლიტრიან ქილაში. დამბალი წიწიბურა
გაყავით შუაზე და მოათავსეთ მაწვნიან ქილებში,
კარგად ამოურიეთ და დილამდე გააჩერეთ.
მეორე დილიდან მთელი დღის განმავლობაში მიირთვით, რამდენჯერაც მოგშივდებათ.
წყლის რაოდენობა იგიევა.
მესამე დღე
ორ ნახევარლიტრიან ქილაში მოხადეთ მაწონს ნაღები და თითოში ბლენდერით
ათქვიფეთ თითო ცალი მომცრო ზომის ბანანი (თუ არ
ჩაეტევა, გადაიტანეთ მოზრდილ ქილაში).
გადაანაწილეთ მთელი დღის განმავლობაში.
წყლის რაოდენობა იგივე რჩება. |
|
|
|
|
|
|
|