რაზე მეტყველებს ხალები

 იმის მიხედვით, თუ სად აქვს ადამიანს ხალი, მისი ბედის წინასწარმეტყველება და ხასიათის ამოცნობა შეიძლება. თუ დაინტერესდით, სარკე მოიმარჯვეთ და ბუნებრივი ნიშნების შესწავლა დაიწყეთ.

 

 მიჩნეულია, რომ რაც უფრო დიდია ხალი, მით უფრო მრავალმნიშვნელოვანია. რაც უფრო მრგვალია, მით უფრო სიკეთის მომასწავებელია. თუ ხალი ამობურცულია, მით უფრო ბედნიერად ითვლება. ოვალური მუქი ხალი წარუმატებლობის მაჩვენებელია.

სად არის განლაგებული ხალები

მარჯვენა წარბზე - ნაადრევი და ბედნიერი ქორწინების ნიშანია, მარცხენაზე კი პირიქით.

ხალი თვალის კუთხეში - მშვიდ და გაწონასწორებულ ხასიათზე მეტყველებს.

მარჯვენა ლოყაზე - მგზნებარე სასიყვარულო განცდების, იღბლიანი ქორწინების მაჩვენებელია, მარცხენაზე - პირად ცხოვრებაში წარუმატებლობის.

ცხვირზე - მრავალ საქმეში წარმატებას ნიშნავს.

ტუჩების მიდამოში - მხიარული ხასიათის, კოპწიაობის, ზედმეტი პასუხისმგებლობის სურვილის არქონის ნიშანია.

ნიკაპზე - სუსტი ჯანმრთელობის მაცნეა.

ყელზე - ბევრი წარმატების, უეცარი მემკვიდრეობის, პირველ ხანებში მარცხის, მაგრამ საბოლოო ჯამში წარმატების მომტანი. ყელის ცენტრში - მატერიალურად წარმატებულ ქორწინებას ნიშნავს.

მკერდზე - მგზნებარე ტემპერამენტის მაჩვენებელია.

წელზე - ქალის ნაყოფიერებაზე მიუთითებს. რაც უფრო დიდია ხალი, შთამომავლობა მით უფრო მრავალრიცხოვანი იქნება.

მუცელზე - სიზარმაცისა და ხელგაშლილობაზე, ამავე დროს ქედმაღლობისა და პატივმოყვარეობაზე მიანიშნებს.

თეძოზე - ძლიერი და ჯანმრთელი შთამომავლობის მაუწყებელია.

მარჯვენა მხარზე - ბევრ საქმეში წარმატების ნიშანია, მარცხენაზე - ფინანსური სიძნელეების.

ხელის მტევანზე -  წარმატებული კარიერა, ბედნიერება, სიმდიდრე მოაქვს.

ხელისგულზე - დამოუკიდებლობის, შრომისმოყვარეობის, ენერგიულობის ნიშანია.

მარჯვენა მუხლზე - მატერიალურად უზრუნველ ქორწინებაზე, მარცხენაზე - მოუსვენრობაზე მეტყველებს.

მარჯვენა ტერფზე - მოგზაურობის სიყვარულის, მარცხენა ტერფზე - საზრიანობა-მიხვედრილობას ნიშნავს.


კატალოგი

სამკაულები

თმების მოვლა

დიეტები

 

 28 იანვარი  2010
წყარო:
http://kaba.ge
ფოტოები:
http://mathbench.umd.edu
რუბრიკა:  
სილამაზე
ამობეჭდვა  მეილზე გაგზავნა


         უკან

ტრენდული ფეხსაცმელები
  ფეხსაცმელები დიზაინერებისგან

საბავშვო მოდა
საბავშვო
მოდა

სიახლეები
KABA.ge - ს
 სიახლეები

ინტერნეტ მაღაზია
შეიძინეთ ნებისმიერი ნივთი სახლიდან გაუსვლელად

 

თმის ნიღბები

სილამაზე
 
ნიღბები თმისთვის
სილამაზე/თმების მოვლა
 

სილამაზე

სასარგებლო რჩევა
  როგორ დავძლიოთ ტკივილი "კრიტიკულ დღეებში"
სილამაზე
 
             
 

ფორებიანი სახე

სილამაზე
 
ფორების შესავიწროებელი ნიღბები
სილამაზე
 

სილამაზე

დიეტა
 
პროდუქტები, რომლებიც ცხიმებს წვავს
სილამაზე
 
             
 

სილამაზე

სილამაზე
 
არომატული ინფორმაცია
სილამაზე
 

სილამაზე

სილამაზე
 
როგორ დავუბრუნოთ ხელებს ბუნებრივი შეფერილობა
სილამაზე
 

  საწყისი  გვერდი         სილამაზე           მოდა           სელებრითები      ფოტოსესია      პატარძალი       მამაკაცი 

მოდური ტენდენციები
სეზონის აქტუალური ტენდენციები

მოდელები
 KABA.ge - ს
მოდელების  კატალოგი

ქუჩის მოდა
 ქუჩის
  მოდა

პატარძლები
 KABA.ge - ს 
 პატარძლების კატალოგი

როგორ შევნიღბოთ უძილობა სა გადაღლა

კონტაქტი     რეკლამა    ჟურნალის  შესახებ