მკურნალი ვარდი

 ვარდის ბევრი სახეობაა გავრცელებული. ეთეროვან ზეთს შეიცავენ: დამასკური ვარდი, თეთრი ვარდი, ფრანგული ვარდი, ასფურცელა ვარდი და სხვა ჰიბრიდები.

 

  ვარდის ყვევილებისა და მისგან მიღებული ეთეროვანი ზეთის სამედიცინო მიზნებისთვის გამოყენება უხსოვარი დროიდან ხდება. წამლებს უმატებენ გემოს, ხმარობენ ჭრილობების შესახორცებლად. ეთეროვან ზეთს იღებენ ვარდის ყვავილების წყლის ორთქლზე გამოხდით.

 ვარდის ზეთი ძალიან ძვირად ფასობს, რადგან ძნელად მოიპოვება - ერთი წვეთი ზეთის მისაღებად 30-მდე ყვავილის გვირგვინია საჭირო. ვარდის ეთერზეთი მდიდარია B, C, E, K ვიტამინებით, ტანინებით, უჯერი ცხიმოვანი მჟავებით, ბუნებრივი მცენარეული ცხიმების საუცხოო კომპოზიციებით. ის 300-მდე კომპონენტს შეიცავს, რომელთაგან მხოლოდ 100-ის ქიმიური შემადგენლობაა განსაზღვრული.

 წითელი ვარდისგან დამზადებული პრეპარატები შეიძლება გამოვიყენოთ კუჭ-ნაწლავის კატარის, კუჭის აშლილობის, ანგინის და პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთების, ბრონქიალური ასთმის დროს და ასე შემდეგ.

 ოჯახურ პირობებში წითელი სურნელოვანი ვარდის გამხმარი ფურცლებისგან წამალი ასეთი წესით მზადდება: სამ კოვზ კარგად გარეცხილ, გამომშრალ და დაქუცმაცებულ  ყვავილს მომინანქრებულ ჭურჭელში ან თერმოსში დაასხით ორი ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი. გააჩერეთ 5-6 საათი. შემდეგ გადაწურეთ და მიიღეთ დღის განმავლობაში 3-ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე. ასევე, ძალიან სასარგებლოა ვარდის მურაბა. ის გამოირჩევა თავისი კვებითი და სამკურნალო უებარი საშუალებებით.

 ქალებისთვის მეტად სასარგებლოა ვარდის ზეთით წელის დაზელა. მისი მასაჟი შესანიშნავია მოსადუნებლად და განსატვირთავად. ვარდის ზეთიანი აბაზანა საუცხოოდ ხსნის სტრესს და დაძაბულობას.

 ვარდის ყვავილის ფურცლებისაგან ადვილად მზადდება მშრალი, ნაზი კანის გამწმენდი: 2 ს/კ წვრილად დაჭრილ ვარდის ფოთლებს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, გააჩერეთ 30 წუთი, გააცივეთ და გადაწურეთ. ეს საშუალება შესანიშნავია სახის გასაწმენდათ დღეში 2-ჯერ. ასეთი პროცედურა აცოცხლებს და ახალისებს კანს.

  ნიღაბი შესანიშნავი ეფექტით: ვარდის ფოთლები (გამხმარი) დაფქვით ყავის საფქვავში, სანამ არ მიიღებთ ვარდისფერ ფქვილს. ამ ფქვილს 1ს/კ-ს დაამატეთ ერთი ჩაროზის კოვზი ნაღაბი, 1ჩ/კ კვერცხის ცილა, აურიეთ და გააჩერეთ 5-6 წუთი. მიღებული ფაფა დაიდეთ სახეზე 20-30 წუთი.ეს ნიღაბი არაჩვეულებრივია ნორმალური კანისათვის – კვებავს და არბილებს მას.


კატალოგი

სამკაულები

თმების მოვლა

დიეტები

 

 13 თებერვალი  2010
წყარო:
http://kaba.ge
ფოტოები:
http://flowersauckland.co.nz
რუბრიკა:  
სილამაზე
ამობეჭდვა  მეილზე გაგზავნა


         უკან

ტრენდული ფეხსაცმელები
  ფეხსაცმელები დიზაინერებისგან

საბავშვო მოდა
საბავშვო
მოდა

სიახლეები
KABA.ge - ს
 სიახლეები

ინტერნეტ მაღაზია
შეიძინეთ ნებისმიერი ნივთი სახლიდან გაუსვლელად

 

თმის ნიღბები

სილამაზე
 
ნიღბები თმისთვის
სილამაზე/თმების მოვლა
 

დიეტა

დიეტა
 
ვაშლის სამდღიანი დიეტა
სილამაზე/დიეტები
 
             
 

ფორებიანი სახე

სილამაზე
 
ფორების შესავიწროებელი ნიღბები
სილამაზე
 

სილამაზე

სილამაზე
 
როგორ შევძლოთ ხანგრძლივი დროით ძალების მობილიზება
სილამაზე
 
             
 

სილამაზე

სილამაზე
 
არომატული ინფორმაცია
სილამაზე
 

სილამაზე

სილამაზე
 
როგორ დავუბრუნოთ ხელებს ბუნებრივი შეფერილობა
სილამაზე
 

  საწყისი  გვერდი         სილამაზე           მოდა           სელებრითები      ფოტოსესია      პატარძალი       მამაკაცი 

მოდური ტენდენციები
სეზონის აქტუალური ტენდენციები

მოდელები
 KABA.ge - ს
მოდელების  კატალოგი

ქუჩის მოდა
 ქუჩის
  მოდა

პატარძლები
 KABA.ge - ს 
 პატარძლების კატალოგი

როგორ შევნიღბოთ უძილობა სა გადაღლა

კონტაქტი     რეკლამა    ჟურნალის  შესახებ