 |
|
ყურძენი დაღლას
მოგისხნით, მარწყვი გაგახდუნებთ |
|
 |
ხილი და
ბოსტნეული ერთგული დამხმარეები არიან მათი, ვისაც
სურს, ჯანსაღი ცხოვრების წესს მიჰყვეს და
შესანიშნავ ფორმაში იყოს. |
|
|
|
|
გარგარი - როგორც ქორფა, ასევე ჩირი
მდიდარია ფოსფორითა და მაგნიუმით, რომლებიც
ორგანიზმს ტვინის აქტიური მუშაობისთვის ესაჭიროება.
რჩევა: თუ ყოველდღიურად 5 ცალ გარგარის ჩირს მიირთმევთ, ეს თქვენ
გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე სასიკეთოდ აისახება.
ბროკოლი - ანტიმჟანგავების, უჯრედისების, C
ვიტამინისა და ფოლიუმის მჟავის
შემცველობით, ეს კომბოსტო შეუცვლელია.
რჩევა: ვიტამინების შენარჩუნების მიზნით, ბროკოლი ორთქლზე მოამზადეთ.
შტოში - ამ კენკრაში დიდი რაოდენობით
C ვიტამინია, ამიტომ ის
განსაკუთრებით კარგია გაციების დროს.
რჩევა: შტოში დაღლას ხსნის და შრომისუნარიანობას ამაღლებს.
ყურძენი - შეიცავს ნივთიერებას, რომელიც
კარიესის გამომწვევ ბაქტერიას ანეიტრალებს. გარდა
ამისა, ყურძენი მდიდარია გლუკოზით.
რჩევა: დაიღალეთ? ერთი მტევანი ყურძენი მიირთვით და ძალა სწრაფად აღდგება.
მარწყვი - მას ანთებისა და მიკრობების
საწინააღმდეგო მოქმედება აქვს. მარწყვი
ორგანიზმიდან ზედმეტი სითხის გამოდევნას ეხმარება.
რჩევა: გახდომა გსურთ? მარწყვით განტვირთვის დღეები მოაწყვეთ.
ლეღვი - სწრაფად ანაყრებს და კუჭს არ
ტვირთავს.
რჩევა: ლეღვი, განსაკუთრებით შავი, რეკომენდებულია, სიცხეში მიირთვათ. ლეღვის
ჩირი შესანიშნავი საფაღარათო საშუალებაა.
ალუბალი - შეიცავს უჯრედისებს და პექტინს,
რომლებიც საჭმლის მონელებას ასტიმულირებენ, ასევე
ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლას აუმჯობესებენ.
რჩევა: ვინც ფიგურაზე ზრუნავს, ვურჩევთ, ყოველდღიურად, დაწოლმადე ორი საათით
ადრე ნახევარი ფინჯანი მწიფე ალუბალი მიირთვას.
ნაწლავები საათივით იმუშავებს.
პომიდორი და სხვა ხასხასა ფერის ბოსტნეული - ანტიმჟანგავ ლიკოპენს შეიცავს.
მეცნიერთა აზრით, ეს ნივთიერება არამხოლოდ
დაბერების პროცესს ანელებს, ასევე ონკოლოგიური
დაავადებების პროფილაქტიკაცაა.
რჩევა: პომიდორი ხშირად მიირთვით. მისგან მომზადებული წვენი სალათებში
დაუმატეთ. განსაკუთრებით სასარგებლოა მოთუშული
პომიდორი. |
|
|
|
|
|
|
|