 |
|
ზუსტი დიაგნოზი
ფრჩხილებით |
|
 |
ფრჩხილების
ფორმა, ფერი, სისქე და გარეგნული შესახედაობა
ნიშნებია, რომელთა მიხედვით ადამიანები უძველესი
დროიდან ორგანიზმში მიმდინარე ამა თუ იმ
პათოლოგიის შეახებ იგებდნენ. |
|
|
|
|
რა არის ნორმა?
ფრჩხილების ნორმალური სისქე 0,3-0,4 მმ-ია, სიგანე 10-დან 17-მმ-დე, სიგრძე
საშუალოდ 10-15მმ-ია.ფრჩხილი დღე-ღამეში
დაახლოებით 0,1 მმ სიჩქარით იზრდება და, როგორც
წესი, 170 დღეში მთლიანად განახლდება. ფრჩხილის
მდგომარეობა დამოკიდებულია არამხოლოდ მისი
პატრონის ასაკზე, ასევე მთვარის ფაზებზე, წლის
დროებზე. ცნობილია, რომ ახალგაზრდა ადამიანებში ის
უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე მოხუცებში,
მამაკაცებში უფრო ჩქარა, ვიდრე ქალებში.
სიგნალი დაიჭირეთ
ფრჩხილებს მზე უყვარს, ამიტომ ზაფხულში უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე ზამთარში.
ჯანმრთელი ადამიანის ფრჩხილი ყოველთვის თანაბრად
ვარდისფერია. ფრჩხილის ფირფიტის ყვითელი
შეფერილობა ღვიძლის პათოლოგიაზე მეტყველებს. ამ
ნიშანზე ფხიზლად იყავით და ჰეპატოლოგს მიმართეთ.
ფრჩხილის ფერი შეიძლება შეიცვალოს შაქრიანი დიაბეტის საწყის სტადიაზე, მძიმე
ოპერაციის შემდეგ, გულის დაავადებების დროს,
სისხლში მიკროელემენტების მოცულობის შეცვლის (განსაკუთრებით
რკინის) დროს, ასევე ორსულობისა და ულტრაიისფერი
სხივების ხანგრძლივი ზემოქმედებით.
ადამიანებში, რომლებსაც გულ-სისხლძარღვთა დაავადებები და სისხლის სხვადასხვა
ავადმყოფობა აწუხებთ, ფრჩხილები იასამნისფერ
შეფერილობას იღებს. მოცისფრო-იასამნისფერი
ფრჩხილები ხშირად მიუთითებს გულის თანდაყოლილ
მანკზე ან ფილტვების უკმარისობაზე, რომელიც
სისხლში ჟანგბადის უკმარისობის გამო ვითარდება.
როგორც წესი, ამ გარეგნულ დეფექტს თან ახლავს
ქოშინი და სისუსტე.
მოწითალო ფრჩხილი ერითემაზე მეტყველებს. მკრთალი ვარდისფერი - ანემიის
ნიშანია. ფრჩხილებზე თეთრი ლაქები იმის სიმპტომია,
რომ თქვენი ნერვული სისტემა გადატვირთულია, მუდმივ
სტრესს განიცდის და დასვენება ესაჭიროება.
ფრჩხილზე ზოლები საჭმლის ცუდად ათვისების
მაჩვენებელია. ამოზნექილი ფრჩხილის ფირფიტა
ტუბერკულოზის ნიშანია. ფრჩხილზე ნუშისისმაგვარი
ძარღვები რევმატიზმზე მიუთითებს.
ხელისგულბი და თითები
წითელი ხელისგულები მომატებული არტერიული წნევის ნიშანია.
ფერკმრთალი ხელი ჟანგბადის ან გულის უკმარისობის სიგნალია.
ხელზე ხაზები, კვანძები, სისხლძარღვების გამსხვილება რევმატიზმზე ან ანთებითი
პროცესების არსებობაზე მეტყველებს.
თუთია და კალციუმი
გარდა დასვენებისა, თქვენს ორგანიზმს, როგორც წესი, ძალიან ხშირად აკლია
კალციუმი და თუთია. კალციუმი ფრჩხილის ფირფიტას
სიმკვრივეს მატებს, მაგრამ ყურადღებით იყავით - თუ
ფრჩხილი შრევდება, კალციუმის ბიოდანამატები ნუ
გაგიტაცებთ. სხვაგვარად თქვენი ფრჩხილები უფრო
ძლიერ აშრევდება.
ექიმთან გაარკვიეთ
თუ თქვენს ფრჩხილებზე არასასურველი ნიშნები იპოვეთ, იმოქმედეთ. როგორც კი
დაავადებებისგან განიკურნებით, თქვენი ფრჩხილები
ისევ თანაბარი და გლუვი გახდება. |
|
|
|
|
|
|
|