|
|
1 ჯგუფის სისხლი
"მტაცებელი" - ყველაზე ძველი სისხლის ჯგუფი, საიდანაც ევოლუციის პროცესში
წარმოიშვნენ სხვა დანარჩენები. დედამიწის
მოსახლეობის 33,5% ამ ჯგუფს განეკუთვნება, რომლის
ძირითად ნიშან თვისებად ითვლება ნებისყოფა,
თვითკმაყოფილება და ლიდერობისკენ მიდრეკილება.
ძლიერი მხარეები
- ძლიერი საჭმლის მომნელებელი სისტემა;
- ძლიერი იმუნიტეტი;
- ეფექტური მეტაბოლიზმი;
სუსტი მხარეები
- ახალ გარემოსთან ადაპტაციის სირთულეები;
- იმუნური სისტემა ისეთი აქტიურია, რომ ხანდახან
ორგანიზმის წინააღმდეგ მუშაობს; რაც ალერგიული
რეაქციებით ვლინდება.
რისკის ჯგუფები
- სისხლის შედედებასთან დაკავშირებული პრობლემები;
- ანთებითი პროცესების ალბათობა, ართრიტები;
- კუჭის მაღალი მჭავიანობა, რომლის შედეგიც არის
წყლულის გაჩენა;
- ალერგიები;
დიეტური რეკომენდაციები
კარგია: ხორცი (ღორის ხორცის გარდა), თევზი, ზღვის
პროდუქტები, ხილი და ბოსტნეული (მჟავეს გარდა),
ანანასი.
შეზღუდვები
- ბურღულეული, განსაკუთრებით შვრია, ხორბალი და
მისი ნაწარმი. გამონაკლისი მხოლოდ პარკოსნები და
წიწიბურაა.
თავი აარიდეთ
- კომბოსტო (ბროკოლის გარდა), სიმინდი და მისი
ნაწარმი, მჟავეულობა, კეტჩუპები.სასმელები
- მწვანე ჩაი, ასკილის, კოჭას, პიტნის, ცაცხვის,
ძირტკბილას ნახარშები.
ნეიტრალური
- ლუდი, წითელი და შავი ღვინო, გვირილას,
ვალერიანის, ჟოლოს, სალბის ჩაი.
მოერიდეთ
- ყავა, მაგარი სასმელები, ექინაცეა, ალოე,
კრაზანა.
წონის კონტროლის პროგრამა
გამორიცხეთ
_ ცოცხალი კომბოსტო, პარკოსნები, სიმინდი, ხორბალი,
ბოსტნეული, ნაყინი, შაქარი, მჟავეული, კარტოფილი.
ეხმარება
- ზღვის ლამინარია, თევზი და ზღვის პროდუქტები,
იოდიზირებული მარილი, ხორცი, განსაკუთრებით ხბოს,
ცხვრის ხორცი, ღვიძლი, მწვანილი, სალათები,
ბროკოლი, ისპანახი, ბოლოკი, ვიტამინები და საკვები
დანამატები. В ჯგუფის ვიტამინები, ვიტამინი К,
კალციუმი, იოდი, ფერმენტები.
მოერიდეთ
- А და Е ვიტამინებს.
ფიზიკური დატვირთვები
- კარგი ფიზიკური ფორმის შესანარჩუნებლად და
განსაკუთრებით წონის დაკლების პროგრამაში
აუცილებელია ინტენსიური ვარჯიშები: აერობიკა,
სირბილი, თხილამურები, ცურვა.
სპეციალური რეკომენდაციები
- წონის დასაკლებად საჭიროა შენელებული
ნივთიერებათა ცვლის პრობლემების მოგვარება.
არსებობს შემდეგი ფაქტორები, რომლებიც აჩქარებს
ნივთერებათა ცვლის პროცესს:
1. რაციონიდან ამოიღეთ ხორბალი და მისი
ნაწარმი, სიმინდი, პარკოსნები და ა.შ ისინი
ბლოკავენ ინსულინის გამოყოფას და ამით მეტაბოლიზმს
ანელებენ.
2. რაციონიდან ამოიღეთ კომბოსტოს ყველა სახეობა (ბროკოლის
გარდა), შვრია და ა.შ ისინი თრგუნავენ თირეოიდული
ჰორმონების გამოყოფას და ამით ანელებენ
მეტაბოლიზმს.
3. მოიხმარეთ იოდიზირებული საკვები: ზღვის
პროდუქტები, ლამინარია, მწვანილები. პროდუქტები,
რომლებიც თირეიოდული ჰორმონების გამომუშვებას
ასტიმულირებს: ბოლოკი.
4. მიირთვით ხორცი (წითელი), ღვიძლი. ეს
პროდუქტებიც ხელს უწყობს მეტაბოლიზმის გაძლირებას.
5. ინტენსიურად ივარჯიშეთ.
6. თუ სისხლის შედედებასთან აღმოცენდა პრობლემები,
მაშინ საჭიროა იმ პროდუქტების გამოყენება, რომელიც
ვიტამინ К შეიცავს: მწვანილი, ხორცი, სალათები,
კვერცხი. თავი შეიკავეთ საფუარისგან დამზადებული
საკვებისგან.
7. მოერიდეთ ასპირინის მიღებას (მაღლა წევს
მჟავიანობას და სისხლს ათხელებს). |