 |
|
რომელი ვიტამინები
რა პერიოდში გვჭირდება |
|
 |
ქალს
ორსულობის პერიოდში ესაჭიროება ვიტამინი B9 -
ანემიისა და ნაყოფის თანდაყოლილი ნაკლის
შესაზღუდავად: რკინა-ანემიისა და დაღლილობის
წინააღმდეგ; ომეგა-3 ჯგუფის ძირითადი ცხიმმჟავები
- ბავშვის ტვინისა და ნერვული სისტემის, ხოლო
ბეტა-კაროტინი- ნაყოფის უჯრედების კარგი
განვითარებისთვის. |
|
|
|
|
ჩვილს, ტვინი, რომ ნორმალურად განუვითარდეს,
ესაჭიროება ძირითადი ცხიმჟავები. ბავშვს
ესაჭიროება კალციუმი - ჩონჩხის კარგად
განვითარებისთვის, ვიტამინი D - ფოსფორისა და
კალციუმის შეთვისების გასაადვილებლად, პროტეინები
- ზრდისთვის, ფტორი - კბილების კარიესისგან
დასაცავად.
მოზარდს ესაჭიროება კალციუმი- ძვლების გასამაგრებლად; რკინა-ანემიის,
დაღლილობის, იმუნური თავდაცვის შესუსტების
წინააღმდეგ; ვიტამინი B9 - ანემიის ზოგიერთი
ფორმის პროფილაქტიკისთვის; თუთია - კანის
პრობლემების მოსაწესრიგებლად.
ახალგარზდა ადამიანს ესაჭიროება ვიტამინი C და სპილენძი - იმუნიტეტის
გასაძლიერებლად; მაგნიუმი-ანტისხეულების
წარმოქმნაში მონაწილეობისათვის; ვიტამინი B6 -
ტვინის ნორმალური ფუნქციონირებისთვს.
გაფურჩქვნის პერიოდში ადამიანს ესაჭიროება მაგნიუმი და ვიტამინი C - სტრესის
დაძლევისთვის; ვიტამინები B1, B2, B3, B6 - კარგი
ფიზიკური ტონუსის უზრუნველსაყოფად, სელენი -
ნაადრევი სიბერის საწინააღმდეგოდ.
მოწიფულ ასაკში საჭიროა კალციუმი, ვიტამინი D და ფოტოესტროგენები -
ოსტეოქონდროზის პროფილაქტიკისთვის, ვიტამინი C და
E - კანის სიმკვრივისა და სინორჩის
შესანარჩუნებლად.
მენოპაუზის პერიოდში საჭიროა ბოჭკოები - საჭმლის მოსანელებლად, ვიტამინი
B6 - ჰორმონალური პროფილაქტიკისათვის და
კატარაქტის რისკის შესამცირებლად.
ასე რომ, არ მოაკლოთ შესაბამისი ვიტამინები თქვენს ორგანიზმს და იცხოვრეთ
ჯანმრთელად ღრმა სიბერემდე. |
|
|
|
|
|
|
|