 |
|
საზაფხულო დიეტა -
"ენერჯაიზერი" |
|
 |
ზაფხულში
დიეტა გაცილებით ადვილი დასაცავია, რადგან უამრავი
ხილისა და ბოსტნეულის ჩანაცვლების შესაძლებლობა
გვეძლევა. რა თქმა უნდა, ორგანიზმი რომ არ
გამოიფიტოს, პერიოდულად შეგიძლიათ მოხარშული
ხორცის ან რძის პროდუქტებიც (უმარილო ყველი,
ხაჭო,მაწონი ან კეფირი) შეურიოთ თქვენს დიეტურ
რაციონში. |
|
|
|
|
9 საათი
1 ჭიქა მაწონში აურიეთ 2 სადილის კოვზი მარწყვი და 1 ჩაის ჯოვზი თაფლი. თუ
უყავოდ ვერ ძლებთ, შეგიძლიათ, 1 ფინჯანი უშაქრო
ყავაც დალიოთ.
11 საათი
5-6 ცალი გარგარი.
13 საათი
ზეთში ოდნავ მოშუშული 200 გრამი ბროკოლი, შეაზავეთ მწვანე ხახვითა და
მწვანილით. შეიტანეთ 1 ცალი საშუალო ზომის კიტრისა
და 1 ცალი პომიდვრის სალათა.
15 საათი
200-250 გრამი ბლის, მაყვლისა და ატმის ასორტი.
17 საათი
1 სადილის კოვზი "მიუსლი", 5-6 მარცვალი მაყვალი, მარწყვი, მოცვი, ჟოლო, შავი
და წითელი მოცხარი ("სმაროდინა"), ამდენივე ცალი
ალუბალი (შეგიძლიათ რომელიმე ხილი სხვა სახეობით
შეცვალოთ), დაასხით 100 გრამი უშაქრო მაწონი ან
იოგურტი, კარგად აურიეთ და გააჩერეთ 15 წუთს, რომ
"მიუსლი" კარგად გაიჟღინთოს.
19 საათი
უმი კომბოსტოსა და სტაფილოს სალათა, 100 გრამი ხაჭო.
21 საათი
1 ჭიქა ასკილის წვენი.
დიეტის ხანგრძლივობა 3 დღე. |
|
|
|
|
|
|
|