მიირთვით საზამთრო და იყავით ჯანმრთელი

 საზამთრო ცნობილია, როგორც შარდმდენი ხილი. ის ორგანიზმს რეცხავს და ასუფთავებს, განტვირთავს ზედმეტი სიცხისაგან, ამაღლებს იმუნიტეტს და უზრუნველყოფს ორგანიზმს ადვილად ასათვისებელი შაქრით, რკინით, ფოლიუმის მჟავით, მაგნიუმით.

 

 საზამთრო ადამიანს იცავს სისხლნაკლებობისაგან, სკლეროზისაგან და სიმსივნეების წარმოქმნისაგან.

 საზამთრო მიჩნეულია სამკურნალო დიეტის ერთ-ერთ ძირითად კომპონენტად. ასევე, რევმატიზმის, ნიკრისის ქარის, გასუქების, შარდკენჭოვანი და შარდსადინარების სამკურნალო საშუალებად. საზამთროს ჭამა აუცილებელია, იმ ადამიანებისათვის ვისაც ანტიბიოტიკებით მკურნალობა აქვთ დანიშნული. სეზონზე საზამთროს დიდი რაოდენობით მიღება, ორგანიზმს ამზადებს ცივი სეზონისათვის, წმენდს მას მავნე წიდებისაგან, მარილებისა და სილისაგან. ამასთან, აჩქარებს ორგანიზმიდან ზედმეტი ქოლესტერინის გამოდევნას.

 თუ თირკმელებში კენჭები გაქვთ, საზამთროთი ორგანიზმის გაწმენდა მიზანშეწონილი არ არის. ამ დროს საჭიროა ვეგეტარიანული დიეტის დაცვა დაახლოებით ერთი კვირის განმავლობაში. სასურველია წინა დღით ორგანიზმი გაისუფთაოთ გვირილის ოყნით. ორ სადილის კოვზ გვირილის ყვავილს დაასხით ერთი ლიტრი მდუღარე წყალი და გააჩერეთ ნახევარი საათით. თუ შეკრულობა გაწუხებთ ნაყენს დაუმატეთ ერთი სადილის კოვზი მცენარეული ზეთი. არსებობს ორგანიზმის მარტივი მეთოდი, კერძოდ, მთელი კვირის განმავლობაში მიირთვით საზამთრო და ჭვავის პური, ორცხობილა ან ფაფა. ამ დროს ტკივილი ან სპაზმი თუ შეგაწუხებთ, რასაც იწვევს ორგანიზმიდან პატარა ქვებისა და სილის გამოდევნა, ათი წუთით თბილ აბაზანაში ჩაწექით.

 უკეთესია აბაზანა გაიკეთოთ 17-15 საათამდე ანუ, როცა გააქტიურებულია თირკმელებისა და შარდის ბუშტის ბიორიტმი.

 ორგანიზმი უნდა გაიწმინდოთ ერთი კვირის განმავლობაში, მაგრამ გულისა და სისხლძარღვების დაავადებისას ორი თვის განმავლობაში უნდა ჭამოთ დღეში ნახევარი საზამთრო. დააკვირდით შარდის ფერს და თავად მიხვდებით, რა დონეზე გაიწმინდა ორგანიზმი. პირველ ორ დღეში მასში წარმოიქმნება დიდი რაოდენობით თეთრი ნალექი, რომელიც თანდათან შემცირდება. ბოლოს შარდის ფერი გახდება ღია ყვითელი ან გამჭვირვალე.

 ასევე, მნიშვნელოვანია ისიც, რომ უმჯობესდება სახსრების მოძრაობაც, რადგან ჩაცხრება ანთებითი პროცესი. თქვენ იგრძნობთ სიმსუბუქეს და აგიმაღლდებათ შრომის უნარიანობა.


კატალოგი

ონლაინ შოპინგი

თმების მოვლა

დიეტები

 

  12 ივლისი  2010
წყარო:
http://kaba.ge
ფოტოები:
http://rewaj.com
რუბრიკა:  
სილამაზე
ამობეჭდვა  მეილზე გაგზავნა


         უკან

ტრენდული ფეხსაცმელები
  ფეხსაცმელები დიზაინერებისგან

საბავშვო მოდა
საბავშვო
მოდა

სიახლეები
KABA.ge - ს
 სიახლეები

ინტერნეტ მაღაზია
შეიძინეთ ნებისმიერი ნივთი სახლიდან გაუსვლელად

 

სილამაზე

ასარგებლო ხილი
  მარწყვი წონაში დაგაკლებინებთ
სილამაზე
 

რჩევები

სასარგებლო რჩევები
 
გაირუჯეთ წესების დაცვით
სილამაზე
 
             
 

სილამაზე

სილამაზე
 
როგორ მოვიშოროთ თვალებთან გაჩენილი ნაოჭები
სილამაზე/სახის მოვლა
 

პილინგი

სილამაზე
 რა არის პილინგი
სილამაზე
 
             
 

რჩევები

რჩევები
 
თუ ფეხების ოფლიანობა გაწუხებთ
სილამაზე
 

სელებრითი

სელებ-გარეგნობა
 
ვარსკვლავები ახალგაზრდობაში
სელებრითი
 

  საწყისი  გვერდი         სილამაზე           მოდა           სელებრითები      ფოტოსესია      პატარძალი       მამაკაცი 

მოდური ტენდენციები
სეზონის აქტუალური ტენდენციები

მოდელები
 KABA.ge - ს
მოდელების  კატალოგი

ქუჩის მოდა
 ქუჩის
  მოდა

პატარძლები
 KABA.ge - ს 
 პატარძლების კატალოგი

როგორ შევნიღბოთ უძილობა სა გადაღლა

კონტაქტი     რეკლამა    ჟურნალის  შესახებ