 |
|
4 მოქმედება წონის
პრობლემის მოსაგვარებლად |
|
 |
გთავაზობთ
4 მოქმედებას, რომლის გათვალისწინებაც,
დაგეხმარებათ წონის შენარჩუნებაში. |
|
|
|
|
მოქმედება პირველი
ა) ყოველ კვებას დაუთმეთ მინიმუმ 15 წუთი.
ჭამეთ ნელა, ღეჭეთ დიდხანს. თითო ლუკმა 15-20-ჯერ მაინც უნდა დაღეჭოთ, რომ
სიამოვნებაც მეტი მიიღოთ და ორგანიზმაც უკეთ
აითვისოს საკვები. ის, ვინც თითო ლუკმას 15-ზე
ნაკლებჯერ დაღეჭავს, სიმსუქნისკენ იქნება
მიდრეკილი.
ბ) თუ მოგბეზრდათ ყოველ ჯერზე კალორიების თვლა,
მიმართეთ მარტივ ხერხს: წინასწარ მოამზადეთ
პროდუქტებისა და კერძების სია თავისი კალორიების
აღნიშვნით (თითოეულის არ უნდა აღემატებოდეს 300
კილოკალორიას) და მერე დღის რაციონი ამ სიის
მიხედვით შეადგინეთ.
გ) გამორიცხეთ ის პროდუქტები, რომლებიც იწვევს
მეტაბოლიზმს.
დ) უარი თქვით ცხიმიან კერძებზე. მცენარეული
ცხიმები დასაშვებია, მაგრამ ცხოველური პირდაპირ
თქვენი კანის ქვეშ იწყებს ფენა-ფენა ჩალაგებას,
ამიტომ მოერიდეთ ქონიან ხორცის ნაჭრებს.
მოქმედება მეორე:
ა) ამოიღეთ თქვენი ლექსიკონიდან სიტყვა
"დიეტა".
ბ) მაქსიმალურად შეამცირეთ ულუფები - მოატყუეთ
კუჭი. ტყუილი ამ შემთხვევაში ცუდ ტონად არ
ჩაგეთვლებათ.
გ) მიირთვი ის პროდუქტები, რომლებიც მეტად შეიცავს
წყალს (სითხეს): ხილი, ბოსტნეული, კრევეტები,
ქათმის თეთრი ხორცი და სხვა.
მოქმედება მესამე:
ა) პროდუქტის შეძენისას ყურადღებით დააკვირდით
წარწერას ეტიკეტზე. მასზე კალორიულობა ხშირად
მითითებულია 100 გრამზე, თქვენი ულუფა კი,
შესაძლოა, მეტი იყოს.
გ) გადაანაწილეთ დღიური კალორიების ნორმა თქვენი
კვების რაოდენობაზე.
მოქმედება მეოთხე და მთავარი:
ყოველი კვების დასრულებისას ნუ შეჭამთ ბოლო ორ ლუკმას, არ აქვს მნიშვნელობა,
პური იქნება ეს, ხილი, ბოსტნეული და სხვა კერძი.
თუ არ დაგეზარებათ და ამ მოტოვებულ, ანუ არშეჭმულ ბოლო ორ ლუკმას (ყოველი
ჯერიდან) ერთ ცელოფნის პარკში მოუყრით თავს,
კვირის ბოლოს შესაძლოა, პარკი გაივსოს კიდეც და
მაშინ დარწმუნდებით, როგორ გაუადვილეთ თქვენს
ორგანიზმს გახდომა. |
|
|
|
|
|
|
|