 |
|
ნიღბები ცხიმიანი
თმისთვის |
|
 |
ყველაზე
ნაკლებ-პრობლემური ე.წ. ნორმალური ტიპის თმაა. მის
მოსავლელად განსაკუთრებული ძალისხმევა არ
გჭირდებათ. მაგრამ ძალზე მშრალი ან პირიქით,
ცხიმიანი თმის პატრონებმა სასურველია იცოდნენ -
თმა მუდამ წესრიგში რომ ჰქონდეთ, მას საგანებოდ
უნდა მოუარონ. |
|
|
|
|
ცხიმიანი თმის დასაბანად
გამოიყენეთ გაგრილებული და გადაწურული მუხის
ქერქის ნახარში (3 ს/კ მუხის ქერქს დაასხით 1ლ
წყალი და ადუღეთ 15 წუთის განმავლობაში);
ნიღბები ცხიმიანი თმისთვის
1 კვერცხის გულს შეურიეთ 1 ჩ/კ წყალი, შეიზილეთ თმაში, გაიჩერეთ დაახლოებით
10 წუთი, შემდეგ კი ჩამოიბანეთ. კვერცხის გული
სასარგებლოა იმით, რომ მასში არსებული
ქოლესტერინი ხელს უშლის ზედმეტი ცხიმის წარმოქმნას.
1-2 კვერცხის ცილა საგულდაგულოდ, ქაფის წარმოქმნამდე თქვიფეთ, შეიზილეთ
თმაში და გაიჩერეთ, ვიდრე კარგად არ გაშრება.
შემდეგ თმა გოგირდის შემცვლელი საპნით ჩამოიბანეთ.
100-150 გრ შავი პური დააქუცმაცეთ და დაასხით ადუღებული, ცხელი წყალი. როცა
წყალი ოთახის ტემპერატურამდე გაგრილდება,
მომზადებული ნარევი შეიზილეთ თმაში, შემოიხვიეთ
პოლიეთილენის თავსაბურავი და გაიჩერეთ 20-30 წუთი.
შემდეგ კი უსაპნოდ ჩამოიბანეთ.
ერთი ცალი ტკბილი ბულგარული წიწაკა გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში, დაამატეთ 2
სუფრის კოვზი კეფირი და 1 სუფრის კოვზი თეთრი თიხა.
კარგად აურიეთ და წაისვით თმაზე. გაიჩერეთ 20-30
წუთს და უხვად თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
წვრილად გახეხეთ 1 ცალი ვაშლი, დაამატეთ 2 სუფრის კოვზი ვაშლის ძმარი და
ამდენივე ლიმონის წვენი. წაისვით თმაზე და 30 წუთს
გაიჩერეთ, შემდეგ კი თბილი წყლითა და თქვენი თმის
შესაფერისი შამპუნით ჩამოიბანეთ.
შეიზილეთ ლიმნის წვენი სუფთა თმის ძირებში და 30 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ.
დაბანის შემდეგ 300 გრ. წყლისა და 50 გრ. ნიშადურის სპირტის ნარევი გადაივლეთ.
გაცხიმიანების მაქსიმალურად შესაზღუდად შეგიძლიათ გამოიყენოთ თიხისა და
ეთეროვანი ზეთების ნიღაბი და კატაპლაზმა. თიხა
შთანთქავს ზედმეტ ცხიმს ისე, რომ არ აღიზიანებს
არც ცხიმის ჯირკვლებს და არც თმებს ესხმის თავს.
მეტიც, ოლიგოელემენტები, რომელსაც თიხა შეიცავს (
მაგნიუმი, რკინა, კალიუმი ) აღადგენს კაპილარულ
ბოჭკოებს. თიხაში ზოგჯერ ურევენ ხორბლის ზეთსა და
ყვავილის კრემს. თიხის კატაპლაზმას შამპუნით
დბანამდე 20 წუთით ადრე იდებენ თმებზე. კვირაში
ერთჯერ ან ორჯერ. (მკურნალობის კურსი 5 კვირაა)
ასეთი ნიღბის შემდეგ შედეგი აშკარად სახეზეა.
ასევე არაჩვეულებრივია ეთეროვანი ზეთები (
ნემსიწვერას, გრეიფრუტის, ლავანდის, ფორთოხლის,
სალბის, კვიპაროსის ), რომლის რამდენიმე წვეთს
უმატებენ შამპუნში ცხიმიანობის მოსაშორებლად. |
|
|
|
|
|
|
|