ორგანიზმის გაწმენდა დიეტის წინ

 თუ გსურთ თქვენს მიერ ჩატარებულმა დიეტამ სასურველი შედეგი მოგცეთ, უპირველესი, რაც უნდა მოიმოქმედოთ ისაა, რომ ორგანიზმი ტოქსინებისგან გაიწმინდოს. მხოლოდ ამის შემდეგ იქნება ნებისმიერი დიეტა ეფექტური.

 

 თავდაპირველად ორგანიზმის გაწმენდას შეგიძლიათ გამოსასვლელი დღეები დაუთმოთ: კვირაში 2 დღეს (პირობითად შაბათ-კვირას), თქვენი კვების რაციონიდან მთლიანად გამორიცხეთ ტკბილეული, ხორცი, ალკოჰოლი და ყავა, ასევე რაფინირებული, შემწვარი და დაკონსერვებული საკვები. ხილი მიირთვით მხოლოდ ცოცხალი სახით, ბოსტნეული - უმი ან ორთქლზე დამუშავებული. პროდუქტი გარეცხეთ  ძალიან კარგად, შემდეგ კი მდუღარე გადაავლეთ. ხილი და ბოსტნეული გათალეთ, რადგან სწორედ კანშია თავმოყრილი მავნე ნივთიერებები. დღე-ღამის განმავლობაში დალიეთ 2 ლიტრი წყალი, ასე უფრო მალე გამოიდევნება ორგანიზმიდან ტოქსინები. თქვენი ხელით გამოწურული ნატურალური წვენები ამ პროცესს უფრო ეფექტურს გახდის. ოღონდ უნდა გახსოვდეთ, რომ ხილის გამოწურვიდან 20 წუთის შემდეგ წვენი კარგავს ვიტამინებს. ამიტომ წვენი უნდა მოამზადოთ უშუალოდ მიღების წინ.
 
 დილას დალიეთ 2 ფორთოხლის, 2 გრეიფრუტისა და 1 ლიმონისგან გამოწურული წვენების ნარევი. ის სიმხნევეს მოგმატებთ და სასარგებლოა ღვიძლისთვის. შედარებით იაფი დაგიჯდებათ თუ 1 ჩაის ჭიქა წყალში 1 - 2 ნაჭერ ლიმონს ჩააგდებთ და 5 წუთის შემდეგ დალევთ.

 ორგანიზმის გაწმენდის დღეებს შორის მონაკვეთში, ანუ სადა დღეებში ( ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით ), შეგიძლიათ 2 -2 საათის შუალედით მიიღოთ არაკალორიული საკვები მცირე ულუფებით, მაგრამ როგორც იაპონელი მეცნიერები ამტკიცებენ, თურმე მთავარი ის კი არ არის რითი იკვებებით, არამედ ის  - როგორ იკვებებით.  მათ დაადგინეს, რომ სწრაფად ჭამა ხელს უწყობს გასუქებას. მათთვის ვინც თითქმის დაუღეჭავად  სრაფად ყლაპავს, გასუქების 84 პროცენტით მეტია, მათთან შედარებით, ვინც ყოველ ლუკმას აუჩქარებლად ღეჭავს, შესაბამისად საკვებისაგანაც მეტ სიამოვნებას იღებს.

 სწრაფი ჭამა იწვეს იმ სასიგნალო სისტემის მოშლას, რომელიც ორგანიზმს ანიშნებს, როდის უნდა შეწყვიტოს საკვების მიღება. დიდხანს ღეჭვითა და ნელა ჭამით კი, გარდა იმისა, რომ კუჭ-ნაწლავს გაუადავილებთ მიღებული "მასალის" გადამუშავებას, გაცილებით უფრო მალე გაგიჩნდებათ დანაყრების შეგრძნება, თანაც მაქსიმალურ სიამოვნებას მიიღებთ.
 


კატალოგი

მაკიაჟის აქტუალური ფერები

ანა გოგუაძე

 

 25 ივნისი  2009
წყარო:
http://kaba.ge
ფოტოები:
www.thedailygreen.com/
რუბრიკა:  
სილამაზე
ამობეჭდვა  მეილზე გაგზავნა


         უკან

ტრენდული ფეხსაცმელები
  ფეხსაცმელები დიზაინერებისგან

გამოსასვლელი კაბები
  კაბები
დიზაინერებისგან

მოდური ჩანთები
 ჩანთები
დიზაინერებისგან

სათვალეები
 სათვალეები დიზაინერებისგან

 

სილამაზე

სილამაზე
 
როგორ მოვუაროთ ცხიმიან სახის კანს
სილამაზე
 

ჭორფლების მოშორება

სილამაზე
 
ღვიძლის ლაქებისა და ჭორფლების მოსაშორებელი ნიღაბი
სილამაზე
 
             
 

ფიტნესი

ფიტნესი
 
სუპერ ფიგურა  4 კვირაში
სილამაზე
 

სახის ნიღაბი

ოდრინა პეტრიჯი
  სახის უნივერსალური ნიღაბი ჰოლივუდის ლამაზმანისგან
სილამაზე
 
             
 

ფრჩხილების დიაგნოსტიკა

სილამაზე
  ფრჩხილების დიაგნოსტიკა
სილამაზე
 

მახვილი მზერა

მახვილი მზერა
 თვალები  რომ  არ გადაიღალოს
სილამაზე
 

  საწყისი  გვერდი         სილამაზე           მოდა           სელებრითები      ფოტოსესია      პატარძალი       მამაკაცი 

მოდური ტენდენციები
სეზონის აქტუალური ტენდენციები

შარვლები
შარვლები
დიზაინერებისგან

ქუჩის მოდა
 ქუჩის
  მოდა

პატარძლები ნაწილი2
Kaba.ge  - ის  დღის პატარძლები

როგორ შევნიღბოთ უძილობა სა გადაღლა

კონტაქტი     რეკლამა    ჟურნალის  შესახებ