|
 |
ავიტამინოზის
მიზეზი უპირველესად არის არასწორი კვება,
დაუბალანსებელი რაციონი, პროდუქტებში ვიტამინების
სიმცირე, დიეტები ან სამკურნალო მიზნით შიმშილი.
ასევე, მისი მიზეზი შეიძლება იყოს ალკოჰოლი,
ნიკოტინი, სხვადასხვა დაავადება და მათი
მკურნალობის პროცესიც კი. მაგალითად, შაქრიანი
დიაბეტისა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების
დროს ირღვევა ვიტამინების შეწოვის პროცესი. |
|
|
ორგანიზმს ვიტამინები
განსაკუთრებით სჭირდება დიდი ფიზიკური დატვირთვის,
ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს. ვიტამინების
შევსებაში ორგანიზმს ეხმარება ხილი და ბოსტნეული,
ასევე წვენები და პოლივიტამინების კომპლექსი.
მშობლებმა რომლებმაც არ იციან, როგორ გაუმკლავდნენ ბავშვებში სეზონურ
ავიტამინოზს, უნდა გაითვალისწინონ შემდეგი რჩევები:
-სწორად შეადგინონ ბავშვის მენიუ.
-ახალგამოწურული წვენი სჭირდება ბავშვს მთელი წლის
განმავლობაში.
- 6 ცალი შავი ქლიავი ( ან ჩირი) გაატარეთ
ხორცსაკეპ მანქანაში, დაამატეთ 6 ცალი დანაყილი
ნიგოზი, 1ჩ/კ შაქარი, 1/2 ლიმონის წვენი, ცხელი,
ანადუღარი წყალი დაასხით და გააჩერეთ 10 წუთის
განმავლობაში. შემდეგ ბავშვს აჭამეთ.
- 1ს/კ დაჩეჩქვილი ასკილი ჩაყარეთ მომინანქრებულ
ქვაბში, დაასხით ორი ჩაის ჭიქა წყალი და
წყლის ორთქლზე 20 წუთით ადუღეთ. გააჩერეთ 2 საათით
თერმოსში. გაწურეთ, დაამატეთ 1 სუფრის კოვზი ჟოლოს,
მოცხარის, ან მარწყვის მურაბა და 1/2 ლიმონის
წვენი. ასევე დაამატეთ წვრილად დაჭრილი ვაშლი და
ფორთოხალი. დაასხით ასკილის ცხელი ნახარში.
-"კურაგა"- ერთმანეთში აურიეთ თანაბარი რაოდენობის
ბაცი ფერის ნატურალური თაფლი და ხორცსაკეპში
გატარებული ნიგოზი, ქიშმიში, 2 ან 3 ცალი ლიმონი (ცედრიანად),
გარგრის ჩირი. მოათავსეთ ქილაში და შეინახეთ ბნელ
და გრილ ადგილას 10 დღის განმავლობაში. მიიღეთ
1ს/კ, დღეში 2-ჯერ საუზმისა და ვახშმის წინ. |