|
 |
თუ
გსურთ, წელიწადის ნებისმიერ დროს, მათ შორის
ზამთრის სიცივეშიც, ყოველნაირ ამინდსა და
სიტუაციაში თავს კარგად გრძნობდეთ და ასევე,
ბრწყინვალე ფორმაში იყოთ, გთავაზობთ რამდენიმე
რჩევას. |
|
|
დროა, დაფიქრდეთ ორგანიზმის
ვიტამინებით გამდიდრებაზე.
ნუ დაინანებთ ფულს ხილსა და ბოსტნეულზე, რადგან ის სარგებელი, რომელსაც
ისინი მოგიტანენ, ფასდაუდებელია. გახსოვდეთ,
ყველაზე მეტად გჭირდებათ ვიტამინები და
მიკროელემენტები, რომლებსაც შეიცავს მზისფერი,
ხასხასა, ღია ფერის ხილი და ბოსტნეული.
C ვიტამინით ყველაზე მდიდარია ტკბილი წიწაკა, სტაფილოში
ყველაზე ბევრი ბეტა-კაროტინია, ციტრუსების
სარგებლობაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია.
მაშინაც კი, როცა ქუჩაში ცივა, ნუ დაგეზარებათ საცურაო აუზზე წასვლა. ცურვა
სპორტიცაა, დასვენებაც და მკურნალობაც. წყალი
ხსნის დაღლილობას, გარდა ამისა, ასწორებს
ხერხემალს, ათავისუფლებს ჩაჭედილი ნერვების
დაბოლოებებს. ჩვენი ორგანიზმის სიჯანსაღე კი
სწორედ ხერხემლის მდგომარეობაზეა დამოკიდებული.
თუ გსურთ, მთელი სიცოცხლე შეინარჩუნოთ ლამაზი ფეხები და მოხდენილი
სიარული, გამონახეთ დრო, რათა დღეში 1-2-ჯერ მაინც
გააკეთოთ მარტივი ვარჯიშები: აიწიეთ ფეხის
წვერებზე და მთელი სიმძიმით დაეშვით ქუსლებზე;
სამსახურში, სამუშაო მაგიდასთან ჯდომისას, ასწიეთ
და დასწიეთ ფეხები ისე, თითქოს, საკერავ მანქანას
ამუშავებთ.
მიიღეთ სათანადო რაოდენობის სითხე, რადგან წყლის უკმარისობა არღვევს
ნივთიერებათა ცვლის პროცესს, ნაწლავებში
გროვდება წიდები, რაც წამლავს ორგანიზმს და ხელს
უშლის საკვების ათვისებას. |