ალოე - გამაჯანსაღებელი საშუალება

 გამოიყენეთ მხოლოდ 2 წელზე მეტი ხნის ალოეს ფოთლები. მოჭერის ალოეს შუა და ქვევითა მსხვილი ფოთოლი, ასევე, 3-4 ზედა ფოთოლი, გარეცხეთ მდუღარე წყალში, მოაცილეთ დაკბილული ნაწილი, დაჭერით წვრილად, დასრისეთ, ჩადეთ მარლაში და გაწურეთ.

 

 შემდეგ, აიღეთ 100გრ ალოეს წვენი, 500გრ კაკლის დაქუცმაცებული გული, 300გრ თაფლი, 3-4 წვეთი ლიმონის წვენი და ერთმანეთში კარგად აურიეთ. მიიღეთ 1 დესერტის კოვზი დღეში სამჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე. განსაკუთრებით სასარგებლოა "წვენი ბიოსტიმულატორი", მის მისაღებად გარეცხილი ალოეს ფოთოლი მოათავსეთ თეფზე, დააფარეთ ქაღალდი და შედგით მაცივარში 10-12 დღე. ასეთ პირობებში ალოეს უჯრედებში ხდება ეგრედ წოდებული "ბიოლოგიური სტიმულატორების" წარმოქმნა, რომელიც უჯრედების სიცოცხლისუნარიანობას აძლიერებს. 12 დღის შემდეგ ფოთლები მაცივრიდან გამოიღეთ, გარეცხეთ, გააშრეთ, მოაცილეთ დაკბილული ნაწილი, გამუქებული ფოთლები და გამოწურეთ წვენი.

  ალოე იკრძალება, თირკმელების, კუჭ-ნაწლავის მწვავე დაავადებების, ორსულობის, ქალის სასქესო ორგანოების მწვავე ანთებითი პროცესების, დეკომპენსაციის სტადიაში, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, ფაღარათის, ტუბერკულიოზის გამწვავებისა და ბუასილის დროს. ასევე მისი მიღება არაა რეკომენდირებული ხანგრძლივად,  გადაჭარბებული დოზებით, რადგან ამ დროს ნაწლავების პერისტალტიკა ითრგუნება, მისი ლორწოვანი გარსი ღიზიანდება და შესაძლებელია ანთება განვითარდეს.

 კანის ნაადრევად დანაოჭების წინააღმდეგ ბრძოლაში ალოეს შემდეგი ნიღაბი დაგეხმარებათ:
 100გრ ალოე გარეცხეთ, შედგით მაცივარში რამოდენიმე საათით, შემდეგ გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში, დაასხით 1 ლიტრი ცივი წყალი. გააჩერეთ 2 საათით, შემდეგ კი 5 წუთი ადუღეთ საშუალო ცეცხლზე. გააციეთ და გადაწურეთ. დაიდეთ კომპრესის სახით სუფთა სახეზე და კისერზე  10-15 წუთის განმავლობაში, ჩამოიბანეთ, წაისვით მკვებავი კრემი.


კატალოგი

სამკაულები

თმების მოვლა

დიეტები

 

 25 დეკემბერი 2009
წყარო:
http://kaba.ge
ფოტოები:
http://www.aloedent.co.uk
რუბრიკა:  
სილამაზე
ამობეჭდვა  მეილზე გაგზავნა


         უკან

ტრენდული ფეხსაცმელები
  ფეხსაცმელები დიზაინერებისგან

საბავშვო მოდა
საბავშვო
მოდა

სიახლეები
KABA.ge - ს
 სიახლეები

სათვალეები
სათვალეები დიზაინერებისგან

 

თმის ნიღბები

სილამაზე
 
ნიღბები თმისთვის
სილამაზე/თმების მოვლა
 

სილამაზე

სასარგებლო რჩევა
  როგორ დავძლიოთ ტკივილი "კრიტიკულ დღეებში"
სილამაზე
 
             
 

რჩევები

რჩევები
 
პიტნის ჩაი, როგორც ანტიდეპრესანტი
სილამაზე
 

სილამაზე

დიეტა
 
პროდუქტები, რომლებიც ცხიმებს წვავს
სილამაზე
 
             
 

სილამაზე

სილამაზე
 
არომატული ინფორმაცია
სილამაზე
 

რჩევები

რჩევები
 
როგორ გავიწმინდოთ სისხლი
სილამაზე
 

  საწყისი  გვერდი         სილამაზე           მოდა           სელებრითები      ფოტოსესია      პატარძალი       მამაკაცი 

მოდური ტენდენციები
სეზონის აქტუალური ტენდენციები

მოდელები
 KABA.ge - ს
მოდელების  კატალოგი

ქუჩის მოდა
 ქუჩის
  მოდა

პატარძლები
 KABA.ge - ს 
 პატარძლების კატალოგი

როგორ შევნიღბოთ უძილობა სა გადაღლა

კონტაქტი     რეკლამა    ჟურნალის  შესახებ