| |
Yves Saint Laurent საგაზაფხულოდ
შეყვარებული ქალის გარეგნობას გვთავაზობს: სახის ნაზი
ფერები, თვალის მაკიაჟისთვის ცისფერი ტონალობები და
ტუჩებისთვის მგრძნობიარე ფერები.
კოლექციის ვარსკვლავურ პროდუქციას Palette Y-Mail-ის პალიტრა წარმოადგენს,
რომელიც ელეგანტურ ოქროსფერ ფუტლიარშია მოთავსებული,
YSL-ის პარიზული მოდის სახლის მისამართით. პალიტრა
წარმოდგენილია ორ ფერში: ღია ჰაილაითერი - Face
Highlighter და რუჟი ჰაილაითერი -Blush Harmony.
თქვენ ასევე გელოდებათ თვალის ხუთეული ჩრდილი - Ombres 5 Lumières Eyeshadow,
Parisian Sky-ს ვარიანტში, რომელიც აერთიანებს ბუნებრივ
მქრალ ფერებს: ღია- ვარდისფერის, ცისფერის, ლურჯის,
ყავისფერ-ბორდოსფერისა და იისფერ ფერებს. ასევე თქვენ
გელოდებათ ახალი ტუჩის საცხი - Golden Gloss და Golden
Macadamia, პომადა-პრიალა საცხის 4 ელფერი - Gloss Volupté,
ფირუზისფერ-იასამნისფერი და ვარდისფერ-ოქროსფერი თვალის
ჩრდილები - Ombres Duolumières. |