| |
ბრენდი Hello Kitty, Sanrio-ს წყალობით შეიქმნა 1974 წელს. იაპონური სათამაშოების
მფლობელმა სინტარო ცუძიმ ერთხელაც გადაწყვიტა ისეთი
სათამაშო შეექმნა, რომელიც ყველას მოეწონებოდა და
ხანგრძლივი მუშაობისა და კლიენტებზე დაკვირვების შედეგად
გაჩნდა იდეალური გმირი - ფისუნია სახელწოდებით Hello
Kitty. პირველი ნაწარმი რამაც თავბრუდამხვევი წარმატება
მოიპოვა იყო უბრალო საფულე Hello Kitty-ს გამოსახულებით.
მას შემდეგ Hello Kitty-ს გამოსახულებით უამრავი სამოსი თუ აქსესუარი შეიქმნა.
Hello Kitty-სთვის ახლა უკვე მთელ სამყაროს იგონებენ,
სადაც მას საყვარელი მეგობრებიც ჰყავს - ბატკანი
Fifi, ენოტი - Tracy და თაგუნია - Joey. ამის გარდა
ფისუნიას ჰყავს ტყუპი და — Mimmy. Hello Kitty-ს
ღირშესანიშნავი დღეს აქვს, ეს არის მისი დაბადების დღის
თარიღი - 1 ნოემბერი.
Hello Kitty-ს პოპულარობა დღითიდღე მატულობს. დღეს მას მსოფლიოში უამრავი
თაყვანისმცემელი ჰყავს. მათ შორის არიან ზრდასრული
სელებრითები: პერის ჰილტონი, კამერონ დიასი, ბრიტნი სპირსი,
რიანა, მერაია ქერი და სხვები. |