| |
პატარა შავი კაბის შექმნის ისტორია
იცის ყველამ. რა თქმა უნდა ეს იყო განუმეორებელი მადმუაზელ
შანელი, რომელმაც 1926 წელს შეცვალა მოდის ისტორია " შავი
პატარა კაბის" შექმნით. პატარა შავ კაბას იმდენად დიდი
წარმატება ხვდა წილად, რომ ამერიკელმა მანდილოსნებმა
ავტომიბილის პოპულარობას გაუტოლეს და მას "La ford"
შეარქვეს.
პატარა შავი კაბა, რომელმაც მთლიანად გადაატრიალა ქალის წარმოდგენა ელეგანტურ
გარდერობზე, გაუძლო დროს და 83 წლის შემდეგაც დარჩა
ერთადერთ შეუცვლელ სამოსად, რომელშიც ფიგურის, ასაკისა და
სოციალური სტატუსის მიუხედავად ქალი მაქსიმალურ კომფორტს
გრძნობს. ხოლო გაბრიელ შანელის ცნობილი ფრაზა, რომ "პატარა
შავი" კაბა ყველა ქალის გარდერობში უნდა იყოს" იციან მათაც,
ვისაც მოდა საერთოდ არ აინტერესებთ.
თქვენს წინაშე კი 2010-2011 წლის შემოდგომა-ზამთრის პატარა შავი კაბებია. |