| |
ახალ ბოიფრენდთან ერთად მექსიკაში,
მორიგი დასვენების დროს, რიანა მზეზე Celeste Johnny-ს
ორიგინალურ საცურაო კოსტიუმში ირუჯებოდა. მაქამდე კი
მომღერალი ბარბადოსში იმყოფებოდა, სადაც იმავე ბრენდის
საცურაო კოსტიუმში იწონებდა თავს.
აღმოჩნდა, რომ რი ისეთი აღფრთოვანებული დარჩენილა Celeste Johnny-ს
კოსტიუმებით, რომ ბრენდის დიზაინერს თავად სთხოვა მისთვის
ბიკინების სპეციალური ხაზი შეექმნა.
რა თქმა უნდა მომღერალს უარი ვერ უთხრეს (რატომაც არა, რიანას Celeste
Johnny-ს საცურაო კოსტიუმებში გამოჩენა, ხომ მათი
გაყიდვების მოზღვავებაზე აისახება). მარკის მფლობელმა ჯონი
ვინსენტმა განაცხადა:
ის არაჩვეულებრივად გამოიუყურება...მე ახლახან მივიღე მისგან წერილი, რომ მას
სურს ზოლებიანი ბიკინი. ამიტომაც მის დამხმარესთან ერთად
ვგეგმავთ ახალი საცურაო კოსტიუმების შექმნას, როგორიც
თავად რიანას სურს.
ჩვენ კი დაველოდოთ რიანას ახალ ბიკინებს, ხოლო ახლა კი გთავაზობთ იმ საცურაო
კოსტიუმების ფოტოებს, რომლებშიც მეგა ვარსკვლავი
სხვადასხვა ქვეყნის სანაპოროებზე პოზირებდა. |