მოდა/Fashion ამბები
ალექსანდრ მაქკუინი
მოდის შეშლილი გენიოსი



1. ალექსანდრ მაქკუინი
 

 გუშინ მსოფლიომ სამწუხარო ამბავი შეიტყო - გარდაიცვალა ჩვენი დროის ყველაზე თვალსაჩინო დიზაინერი ალექსანდრ მაქკუინი. წინასწარი დასკვნის საფუძველზე 40 წლის დიზაინერის სიკვდილის მიზეზი სუიციდია.

 პირველი ქალის ექსკიზი მაქკუინმა სამი წლის ასაკში შექმნა, შემდეგ კი საკუთარი დებისთვის ზრუნავდა და მშობლებისგან ქსოვილების გარჩევას სწავლობდა.

 16 წლის ლი ალექსანდრ მაქკუინმა ზუსტად იცოდა, რომ მისგან მოდელიორი გამოვიდოდა, რისთვისაც მიატოვა სკოლა და ერთ-ერთ სახელოსნოს მიებარა, სადაც მამაკაცის კოსტიუმების შეკერვას სწავლობდა.

 შემდეგ იყო სხვა ატელიები და თეატრალური კოსტიუმები, სადაც მაქკუინი კერვის ხელოვნებას დაეუფლა. შემდე კი ბედმა ის იაპონიაში გადაისროლა, სადაც დიზაინერ კოჯი ტაცუნოსთან მოუწია მუშაობა.


2. ალექსანდრ მაქკუინი და სარა ჯესიკა პარკერი

 

 1992 წელს მაქკუინი შოტლანდიაში დაბრუნდა, სადაც წმ.მარტინის კოლეჯში პროფესიის სრულყოფას შეუდგა, ხოლო ზუსტად ერთი წლის თავზე მოიშორა სახელი ლი და ლონდონს პირველი კოლექციაც აჩვენა, რომელიც თავიდანვე განწირული იყო თავბრუდამხვევი წარმატებისთვის.

 1996 წელს ბრიტანული მოდის კავშირმა ის "წლის საუკეთესო დიზაინერად" აღიარა, რის შემდეგაც მიწვეული იქნა მოდის სახლ Givenchy-ში კრეატიული დირექტორის თანამდებობაზე, რომლის მიტოვებაც 2001 წელს განიზრახა, რათა საკუთარი მოდის სახლი Alexander McQueen დაეარსებინა.



3.

 

 მაქკუინის მოდურ სტრატეგიად "შოკისა" და "ეპატაჟის" სინონიმები ითვლებოდა. განუმეორებელი სარეკლამო კამპანიები, ყველასაგან გამორჩეული და არაშაბლონური შოუები, "მონსტრი" მოდელები, ფერადი საკონტაქტო ლინზებით, ველური მაკიაჟი, "სისხლიანი" ქსოვილები, უჩვეულო სილუეტები, წარმოუდგენელი თავსაბურავები და რა თქმა  უნდა უცნაური ფეხსაცმელები - დიზაინერს სამართლიანად შეარქვეს "ბრიტანული მოდის ხულიგანი".

 კოლექციების დასახელებაც, ისეთივე შთამბეჭდავია, როგორც მისი შინაარსი: "შოტლანდიის მთებში გაუპატიურება", "პლატონის ატლანტიდა", რომელიც გასულ შემოდგომას ჩატარდა.



4.Alexander McQueen ჩვენება (2009)

 

 თუმცა ყველა მისი სიგიჟეები, მხოლოდ ეპატაჟირების სურვილი როდი იყო. მაქკუინი ასე გრძნობდა. მას აწუხებდა შიმშილის პრობლემა აფრიკაში - რის გამოც კაბებზე მკვდარი  კუტკალიების "აპლიკაციები" გააკეთა; ის ვერ იტანდა ინვალიდების დისკრიმინაციას, რისთვისაც მოდელის ამპლუაში ერთ-ერთ ჩვენებაზე ცალფეხიანი გოგონა ეილი მალინსი მიიწვია; მას სურდა ეკოლოგიურ მდგომარეობაზე ყურადღების გამახვილება.

 ერთხელ მაქკუინმა როგორღაც თქვა, რომ ის "მახინჯურ რეალობას ყრუ საზოგადოების წინაშე მხოლოდ აშიშვლებს".

 Alexander McQueen-ის ექსტრავაგანტური მოდა დაგვამახსოვრდება გამოკვეთილი სილუეტებით, ხაზების სრულფასოვნებით, მაძღარი ფერებითა და მყვირალა სექსუალურობით.



5. ნაომი კემპბელი, ალექსანდრ მაქკუინი და კეიტ მოსი

 

 მაქკუინს ესმოდა ქალების და ყოველთვის აძლევდა იმას, რაც მათ სჭირდებოდათ მოცემულ მომენტში:

  ჩემი ქალი ვერ იტანს დიქტატურას, ის უნა იყოს ძლიერი, რათა ყველანაირ ზეწოლას გაუძლოს. მე სამი და მყავს და შევსწრებივარ მათ ტანჯვას, რომელიც მამაკაცებმა მიაყენეს. შესაძლოა აქედანაც არის, ჩემი ფემინისტური საწყისი.

 შეეძლო კი ვინმეს ქალის ბუნტარული ბუნების გადმოცემა უკეთ? თუმცა თავად მაქკუინი პირად ცხოვრებაში უპირატესობას მამაკაცებს ანიჭებდა, რაც ხელს არ უშლიდა ყოლოდა მას უამრავი ცნობილი ნამდვილი ქალი მეგობარი.
  მაქკუინის ყველაზე ახლო მეგობარი ბრიტანული სტილის დამფუძნებელი იზაბელა ბლოუ იყო. მათ მეობრობას ტრაგიკული დასასრული ჰქონდა, როდესაც 2007 წელს ბლოუმ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.



6. იზაბელა ბლოუ და ალექსანდრ მაქკუინი

 

 ალექსანდრემ მძიმედ გადაიტანა იზაბელას სიკვდილი. ამავე დროს პრესაში არასასიამოვნო ჭორები გავრცელდა, თითქოსდა ბლოუმ სიცოცხლე არა ავადმყოფობის, არამედ მაქკუინისადმი ცალმხრივი სიყვარულის გამო დაასრულა. მაშინ მას დედა ჯოისი დაუდგა გვერდში, რომელსაც ის აღმერთებდა.

 გასულ კვირას ჯოის მაქკუინი გარდაიცვალა, რამაც  დიზაინერი ღრმა დეპრესიაში ჩააგდო და სავარაუოდოდ მისი თვითმკველობაც ამით აიხსნება.

 40 წლის ალექსანდრ მაქკუინი ჩვენგან წავიდა, თუმცა მასთან საბოლოოდ დამშვიდობებას ჩვენ 9 მარტს შევძლებთ, ლონდონის მოდის კვირეულზე, როდესაც დიდი დიზაინერის მოდების ჩვენება გაიმართება.



7. ბიორკის ერთ-ერთი კლიპის კადრები, რომელიც ალექსანდრ მაქკუინმა გადაიღო


8. ბიორკი Alexander McQueen -ის კაბაში


9. ალექსანდრ მაქკუინი და ბიორკი


10. ელიზაბეტ ბენქსი, ალექსანდრ მაქკუინი და ოლივია უაილდი (2008)


1. ლედი გაგა   Alexander McQueen-ის სამოსში


12. ლედი გაგა   Alexander McQueen-ის სამოსში

  ზევით


კატალოგი

ფეშენ ამბები

მოდური ტენდენციები

სამკაულები

კატალოგი
 
ვერსაჩეს მდიდრული სამკაულები

ტყაპუჭი

მოდური ტყაპუჭი
 
სეზონის აქტუალური "დუბლიონკები"

პოდიუმიდან

გალერეა
 
ფეხსაცმელები 2009-2010 წლის პოდიუმიდან

საბავშვო მოდა

საბავშვო მოდა
 
Marese-ს საბავშვო კოლექცია

მადონა

სარეკლამო კამპანია
 
მადონა ახალ, უჩვეულო ამპლუაში

2010 წლის ჩანთები

კოლექცია
 
როგორ გამოიყურება 2010 წლის საზაფხულო ჩანთები

ბეწვის ჟილეტები

ზამთრის ტრენდი
 
მოდური ბეწვის ჟილეტები

ყველაზე ლამაზი ქალები

რეიტინგი
 
ათწლეულის ყველაზე ლამაზი ქალების ოცეული

სამკაულები

  12 თებერვალი  2010
წყარო:
http://www.instyle.ge
ფოტოები:
www.moschino.com
რუბრიკა:  
მოდა/Fashion ამბები
ამობეჭდვა  მეილზე გაგზავნა     

       უკან

სიახლეები
KABA.ge - ს
 სიახლეები

გამოსასვლელი კაბები
 კაბები
დიზაინერებისგან

ინტერნეტ მაღაზია
შეიძინეთ ნებისმიერი ნივთი სახლიდან გაუსვლელად

საბავშვო მოდა
საბავშვო
მოდა

 

მოდა

ცხელი ტენდეციები
  2010 წლის გაზაფხული-ზაფხულის მოდა
მოდა/მოდური ტენდენციები
 

ფოტოშოპური სკანდალი

სელებრითი
 
მადონას ფოტოშოპური სკანდალი
სელებრითი
 
             
 

ტკბილი ძილი

ფეშენ-ამბები
  ტკბილი ძილი დიტასგან
სელებრითი/FASHION ამბები
 

სარეკლამო კამპანია

სარეკლამო კამპანია
 
ჰერმესის ზღაპრის გმირები
ფოტოსესია/სარეკლამო კამპანია
 
             
 

ვერსაჩე

განახლებული ხაზი
 
ლარა სტოუნი ვერსაჩეს აღორძინებული სუნამოს რეკლამაში
სელებრითი/სელებ-სუნამოები
 

ონლაინ შოპინგი

ონლაინ შოპინგი
 
ონლაინ მაღაზიების არასრული ჩამონათვალი
 

  საწყისი  გვერდი         სილამაზე           მოდა           სელებრითები      ფოტოსესია      პატარძალი       მამაკაცი 

მოდელები
 KABA.ge - ს
მოდელების  კატალოგი

საბავშვო მოდა
საბავშვო
მოდა

სიახლეები
KABA.ge - ს
 სიახლეები

პატარძლები
 KABA.ge - ს 
 პატარძლების კატალოგი

             

კაბები პოდიუმიდან

კონტაქტი     რეკლამა    ჟურნალის  შესახებ