| |
ნიუ-იორკში ფონდ Operation Smile-ის
მორიგი წვეულება გაიმართა. ფონდი თანხებს უგროვებს
ავადმყოფ ბავშვებს, რომელთაც სხვადასხვა სახის ოპერაციები
ესაჭიროებათ - მაგალითად როგორიც არის ეგრედ წოდებული
კურდღლის ტუჩი.
ჰოლივუდის ვარსკლავები, როგორც ეს ხშირად ხდება აქტიურად უდგანან მხარში
სხვადასხვა ფონდებს, განსაკუთრებით კი მაშინ როდესაც
დახმარება ბავშვებს სჭირდებათ. ზოგი მათგანი ალბათ თავის
გამოსაჩენად, ზოგიც კი სუფთა ადამიანური მოსაზრებით არ
აკლდება მსგავსი ტიპის ღონისძიებებს.
ამჯერად გამონაკლისები არ ყოფილან - ჯესიკა სიმპსონი, ნიკ ქენონი (მერაია
ქერის ქმარი), დონალდ ტრამპი უმცროსი, ლიდია ჰერსტი და
გაგიკვირდებათ რუსი მომღერალი საშაც კი. ჯესიკა სიმპსონი
სტუმრის სტატუსს არ დასჯერდა და ღონისძიებაშიც მიიღო
მონაწილეობა. |