| |
გრემის 12 ჯილდოს მფლობელმა,
მომღერალმა, პიანისტმა, სიმღერების ავტორმა, მუსიკოსმა,
მსახიობმა, მეცენატმა და პროდიუსერმა ალიშა ქისმა ევროპული
ტური დაიწყო - სახელწოდებით The Element of Freedom. სხვა
ვარსკვლავების მსგავსად სასცენო კოსტიუმების შესაკერად
ალიშამ ჯორჯიო არმანის მიმართა.
იტალიელმა დიზაინერმა მომღერალს სვაროვსკის თვლებით გაფორმებული, ოთხი
ექსკლუზიური სასცენო კოსტიუმი შეუკერა.
აღსანიშნავია, რომ ალიშას და დიდ მაესტროს შორის აღფრთოვანება და სიყვარული
ორმხრივია და მათ ტანდემს კვლავ აუცილებლად ვიხილავთ. |