| |
ამბობენ, რომ რიანა შესაძლოა Dolce&Gabbana-ს
ახალი სარეკლამო სახე გახდეს. ეს იდეა კი დიზაინერებს მას
შემდეგ დეაბადათ, რაც მომღერალი მათ სამოსში გამოწყობილი
ნახეს და აღფრთოვანებულები დარჩნენ. ბრენდის
წარმომადგენელის განცხადებით რიანა არაჩვეულებრივად ირგებს
Dolce&Gabbana-ს ლეოპარდის ტოპებსა და ქვედაბოლოებს. ახალ
კამპანიას ის როკ-განწყობას შემატებს.
როგორც ჩანს მადონას, რომელიც ბრენდთან ერთი წლის განმავლობაში ნაყოფიერად
თანამშრომლობდა, განზე გადგომა მოუწევს. საინტერესოა
რიანას რა იმიჯს მოარგებენ? თუ გაითვალისწინებენ რიანას "ცხოველურ
პრინტებთან" ლტოლვას, მას ქალ-კატად გადააქცევენ და
მადონასავით სამზარეულოში ჭურჭლის რეცხვით არ დაასაქმებენ
და იტალიური სპაგეტის ჭამით არ "გაბერავენ". |