| |
ოპრა უინფრიმ საკუთარი ჟურნალის
იუბილე იზეიმა. ჟურნალ Oprah-ს 10 წელი შეუსრულდა. ამ
მრგვალი თარიღის აღსანიშნავად ოპრამ გადაწყვიტა ჟურნალში
მომუშავე ყველა თანამშრომელი 10 ათასი დოლარითა და iPad-ით
დაესაჩუქრებინა. რა თქმა უნდა მათ სიხარულს საზღვარი არ
ჰქონდა. თუმცა ოპრას ტყუილად როდი გადაუცია პრემიები.
კოლექტივმა მის ჟურნალს წლების მანძილზე უდიდესი
პოპულარობა მოუტანა - დღეს ის 2 მილიონზე მეტი
ეგზემპლიარით იბეჭდება. თუმცა ვინ იცის იქნებოდა თუ არა
ჟურნალი ისეთივე წარმატებული, თუ თითოეულ ნომრის ყდაზე
თავად ოპრა არ იქნებოდა გამოსახული?
მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ და გავლენიან ქალბატონს საერთოდ ახასიათებს
თანამშრომლების განებივრება. გასულ წელს მან თავისი
ხარჯებით მათ ხმელთაშუა ზღვაში დაუვიწყარი კრუიზი მოუწყო.
ტური ერთ ადამიანზე 5 ათასი დოლარი დაჯდა. ის ანებივრებს
არა მარტო თანამშრომლებს! ექვსი წლის წინ ოპრამ შოუს 276
თაყვანისმცემელს ახალთახალი მანქანები ჩამოურიგა. თოთოეული
მანქანის ფასი კი 28 ათას დოლარს შეადგენდა. "ნაჩუქარი"
ავტომობილები Pontiac-ის შემოწირულობით დარიგდა. |