| |
იტალიელი მოდელიორები დომენიკო
დოლჩე და სტეფანო გაბანა 20 წელია მამაკაცებისთვის სამოსს
ქმნიან. უიბილე შესაბამისი პომპეზურობით გადაიხადეს
მილანში და თანაც მოდის კვირეულის დროს.
ღონისძიება 18 ივნისს დაიწყო და ორი დღე გაგრძელდა. მილანში სპეციალურად ამ
დღისთვის გაიხსნა რეტროსპექტრული გამოფენა. თავდაპირველად
მოეწყო დახურული ჩვენება, რომელიც მხოლოდ დიზაინერული
დუეტის მეგობრებისთვის იყო განკუთვნილი, ხოლო შემდეგ
გამოფენა ოფიციალურად გაიხსნა - სადაც მიწვეულნი იყვნენ
პრესის წარმომადგენლები და სელებრითები. ვის აღარ ნახავდით
იქ! ურიცხვ იტალიელ ვარსკვლავებთან ერთად წითელ ხალიჩაზე
პოზიორობდნენ დიზაინერების სახელობის სამოსში გამოწყობილი
ევა ჰერციგოვა, მეთიუ მაკონაჰი, ჟულიეტ ბინოში, პიჩეს
გელდოფი, ენი ლენოქსი და სხვები. |