| |
მსოფლიო მოდის "მამად" წოდებული
კარლ ლაგერფელდი საკუთარი იმიჯის ტყვეობაში აღმოჩნდა.
საფრანგეთის კურორტ სან-ტროპეში, სადაც სიცხე მაღალ
ნიშნულებს აღწევს პაპარაცამებმა ის ჩვეულ სამოსში
გამოწკეპილი დააფიქსირეს, მისგან განსხვავებით მის
მეგობრებსა და ახალ "გასართობ ბიჭუნას" სეზონის
შესაბამისად ეცვათ და თავს ბევრად კომფორტულად გრძნობდნენ.
როგორც ჩანს კარლი საკუთარი უნიფორმის მიმართ შესაშურ ერთგულებას იჩენს:
ზამთარსა თუ ზაფხულს მუდამ მოტკეცილი შარვალი, რუშებიანი
პერანგი, წვრილი ჰალსტუხი, ჩექმები და ხელთათმანები.
იმდენად შესაშურ, რომ 30 გრადუსიან სიცხეში მას აზრადაც არ
მოსვლია ხელთათმანები მაინც გაეხადა. |