| |
გუშინ დიზაინერმა ბიჭოლა თეთრაძემ
რესტორან "კრუიზში" 2010 წლის საკრუიზო კოლექციის ჩვენება
მოაწყო, სადაც მთავარი თემა ისევ ბალიშები აღმოჩნდა.
რამოდენიმე თვის წინ, მოდის კვირეულზე ვიხილეთ 2010/11 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექცია,
სადაც ბიჭოლამ
ბალიშები წარმატებით გამოიყენა. მისმა კოლექციამ ამ პატარა
დეკორაციული ბალიშების დახმარებით დიდი აჟიოტაჟი
გამოიწვია და თავად დიზაინერის თქმით კოლექცია თვალის
დახამხამებაში გაიყიდა.
თუმცა ჩვენთვის გაურკვეველია ლონდონიდან ახალი იდეებით დაბრუნებული დიზაინერი,
რატომ ირჩევს და უბრუნდება ისევ ბალიშების თემას 2010 წლის
საკრუიზო კოლექციაში, როცა ის უკვე მომავალი სეზონის
კოლექციაში გამოიყენა, ასევე გაურკვეველია, რატომ შეიქმნა
2010 წლის საკრუიზო კოლექცია ახლა და არა ერთი წლით ადრე,
როგორც ეს ხდება სხვა ქვეყნებში, სადაც მოდას ძალიან დიდი
ყურადღება ექცევა. |