| |
საბავშვო მოდა უფროსებისგან
სერიოზულ მიდგომას მოითხოვს. ამაზე ცნობილი დიზაინერების
ახალ-ახალი ტრენდული კოლექციების სიმრავლეც მეტყველებს.
Dolce&Gabbana -ს 2010 წლის გაზაფხული-ზაფხულის საბავშვო კოლექცია ნამდვილად
არ არის მოსაწყენი. დიზაინერების უშრეტი ფანტაზია აქაც
უკიდეგანო აღმოჩნდა და არც მოდური ტენდენციები დავიწყებიათ.
კოლექციაში სამი ძირითადი მიმართულება გამოიკვეთა:
სპორტული და კოვბოური სტილი, საზღვაო მოტივები. |