| |
ლუქსის კლასის
მაღაზიათა ქსელმა Americana Manhasset-მ 2010 წლის
საშემოდგომო სეზონის ლუქბუქი წარმოადგინა.
ფოტოსესიის მთავარი გმირი მშვენიერი ედიტა ვილკევიუტი ყველაზე პრესტიჟული
დიზაინერების უახლესი კოლექციების სამოსში გამოწყობილი
პოზირებს. ყველა ბრენდს ახალი სეზონის მოდის საკუთარი
ხედვა გააჩნია, ამიტომაც თამამად შეიძლება ითქვას, რომ
ფოტოებზე სეზონის ყველაზე აქტუალურ ტრენდებს იხილავთ.
განსაკუთრებით მიმზიდველია მოდელის რეტრო ვარცხნილობები,
რომელიც არაჩვეულებრივად მიესადაგება შემოდგომის მოდურ
ჩაცმულობებს. |