| |
2011 წლის
გაზაფხული-ზაფხულის ჩვენებებიდან ერთ-ერთი ყველაზე
თვალსაჩინო Bottega Veneta-ს ჩვენებაა. ბრენდის დიზაინერმა
ტომას მაიერმა თავისუფალი და ამავდროულად ელეგანტური
საზაფხულო სამოსის საკუთარი ხედვა წარმოადგინა. არანაირი
ვიწრო შარვლები, მოუხერხებელი პიჯაკები, მოტკეცილი ზედები.
რა თქმა უნდა მაიერმა უარი არ თქვა საქმიან კოსტიუმებზე,
რომლებიც პირველ რიგში გათვლილია კომფორტზე. Bottega
Veneta არ კარგავს საკუთარ სტილს, ბრენდის ჩვეული სინატიფე
ყოველ პატარა დეტალშიც კი იგრძნობა.
2011 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექცია განკუთვნილია მიზანდასახული
მამაკაცებისთვის, რომლებიც აღმერთებენ ფუფუნებასა და
კომფორტულ ცხოვრებას. |