| |
საკმარისია თვალი
შეავლოთ Lacoste-ს 2010-2011 წლის
შემოდგომა-ზამთრის კოლექციას, რომ ცხადი ხდება თუ რაზე
გააკეთეს გათვლა ბრენდის დიზაინერებმა. როგორც მოსალოდნელი
იყო ლაკოსტას ახალი კოლექციაც ნათელ ფერებშია გადაწყვეტილი.
სამოსი უპირველესად კომფორტზე და პრაქტიკულობაზეა გათვლილი.
კოლექცია წარმოდგენილია ნაქსოვი სამოსით, ლაბადებით, ფერადი ქურთუკებით,
ეფექტური კარდიგანებით, მოსასხამებით, სხვადასხვა სიგრძის
ხელთათმანებით, ტექსტილის ფერადი დაგრძელებული ლეგინსებითა
და შარვლებით, რომლებიც ფეხსაცმელებს ფარავს და ჩაცმულობას
განსაკუთრებულ იერს სძენს, რაც მთავარია ფეხებს ვიზუალურად
აგრძელებს.
მოდელებს პატარა შავი ბერეტები, შავი ფანქრით გამოკვეთილი თვალის მაკიაჟი და
რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს აწეწილი თმები ამშვენებთ.
ლაკოსტამ ყოველთვის იცის რითი გააოცოს თავისი
თაყვანისმცემლები! |