კაბა კლუბი
"My Story"
ნოველა, რომელიც რეალურ ფაქტებზეა აგებული




1.
 

 დღეიდან ჩვენი ჟურნალი მეტად საინტერესო ნოველას შემოგთავაზებთ, რომელიც რამოდენიმე ეტაპად დაიყოფა და მცირე დროის განმავლობაში თანმიმდევრობით განთავსდება საიტზე. იმედი გვაქვს, ეს პატარა და მოულოდნელი სიახლე ჩვენს ერთგულ მკითხველს დააინტერესებს და სიამოვნებით მიადევნებს თვალს.

 
 ამბავს, რომელსაც დღეიდან მოგიყვებით რეალურია, ხოლო მისი გმირები ჩვენს გვერდით ცხოვრობენ. ნებისმიერმა შეიძლება იცნოს მასში ნაცნობი თუნდაც საკუთარი თავი.


2.  ავტორი:  ლილიტი

 

უნდა გიყვარდეს ვინმე...უნდა უყვარდე ვინმეს...

Maybe God wants you to meet many wrong people before you meet the right one, so when this happens, you'll be thankful..
                                                                      Gabriel Garcia Marquez

2009 წლის 6 ოქტომბერი

ჰე ჰე რა კარგად ვარ ..
რამოდენიმე წუთის წინ, ასეთი დიალოგი მქონდა მაღაზიის გამყიდველთან
.. სასმელი მომეცით რამე.. ისეთი რომ ათრობს
–ყველა ათრობს.. გააჩნია რა გინდათ? კონიაკი, ღვინო, ლიქიორი, არაყი...
ღვინო??.. არა, არა არაყი.. მოიცა რას სვმდნენ გოგოები? ..
საფულეში ქექვის პარალელურად მეხსიერებაშიც შესაბამისი მონდომებით „ვიქექები“...
ოთხი და.. სამოცდათხუთმეტი.. ნუ მოკლედ ხუთ ლარს მოვუყრი თავს.
მაგ ფასში გომი მაქვს, უშბაც... რომელი გნებავთ?
.. ხო ხო უშბა! ეხლა გამახსენდა .. დარსომ თქვა: „ამით ჩვენ–ჩვენი მწვერვალების მიღწევისა იყოსო“... ჰე ჰე მაგას კიდე მწვერვალების სჯერა 27 წლის ასაკში
მოკლედ ..უშბა მომეცით..
გამყიდველი ბოთლს მაწვდის და ალმაცერად მათვალიერებს..
„დიდი ამბავი, ჩემამდე ატლასის სარაფანზე გვირილებიანი კედები არავის ჩაუცვამს?? ..“



3.

 

რამოდენიმე საათით ადრე

 შუადღისას კედების მაგივრად მუქი შოკოლადისფერი ფეხსაცმელები მეცვა, საყურეებიც მეკეთა შესაფერისი ტონალობის.. მაკიაჟიც, თმებიც.. მოკლედ დილით დუდამ რომ დარეკა, სამ საათამდე სალონში ვიზიტიც მოვასწარი, კაბის და ფეხსაცმელების ყიდვაც და თქვენ წარმოიდგინეთ facebook-ზე წაჭორავებაც. ყველაფერი, ყველაფერი და დღევანდელი დღის დასასრულს არყის ბოთლით ხელში ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი...

– აღარ მიყვარხარ..
კი მაგრამ..
არავითარი მაგრამ.. მე ჩემი ცხოვრება მაქვს, შენ შენი და საერთოდ დიდი გოგო ხარ.. ამით დავამთავრეთ. გინდა რამე? შევუკვეთო?
....( ლაპარაკის უნარი)
აჰა, თუ რამე გინდა აიღე.. მე მეჩქარება
დუდა მაგიდაზე ასლარიან კუპიურას აგდებს..
და თუ ქალი ხარ ეს „წამებულის“ გამომეტყველება მოიშორე სახიდან.. გულს მაგით მაინც ვერ ამიჩუყებ..

 დაახლოებით ათი წუთი ან შეიძლება ცოტა მეტი ვზივარ დუდას წასვლის შემდეგ მარტო, ცარიელ მაგიდასთან. ბოლოს ვხვდები, გული გამისკდება ვინმეს რომ არ ველაპარაკო და ისისაა ჩანთის ქაოსში მიკარგული მობილურის ძებნას წარმატებით ვასრულებ, რომ ეკრანზე დაბარებულივით იწყებს ციმციმს ნინიას ნომერი ..
 ნინია ჩემი საუკეთესო მეგობარია ..ბაღიდან. სკოლიდან, ინსტიტუტიდან ერთად ვართ...(იმედია მზითევში მაინც არ წავყვებით ერთმანეთს:))
ნიიიი სად ხარ?
 მოცემულ მომენტში ჭავჭავაძეზე „პრობკაში“ ვარ გაჭედილი და გულში ინგლისური ზმნების უღლების ფორმებს ვიმეორებ.. სად ვიქნები? დარსოსთან ავდივარ.. დარსოსთან??
ხო, .. რა იყო? ეხლა არ მითხრა რომ აღარ გახსოვს... თუმცა შენ ხო ჩვენ პლანეტაზე აღარ ცხოვრობ ”დუდა-ლენდში” ხარ,J დაგავიწყდა დარსო რომ დღეს პრაღაში მიფრინავს??.. ავოეე!! მეშველა მგონი!!! მოკლედ სანამ შენთვისაც გამიმეორებია ეს ზმნები ამო.. ათ წუთში იქ ვარ!!

ძალიანაც კარგი! ავალ დარსოსთან, ერთს გულიანად ვიტირებ.. მერე ძალებს მოვიკრებ, ხვალინდელი დღეს დუდას გარეშე შევხვდები და საერთოდაც უიმისოდ ვისწავლი ცხოვრებას..
– რა მტკივნეულია!!! „უიმისოდ“..

მოკლედ ასე, ტაქსს ვაჩერებ და სანამ საბურთალოდან სოლოლაკში გავალ, შევეცდები გაგარკვიოთ სიტუაციაში...



4.

 

დიახ! ზუსტად მიხვდით, ყველაფერი დამთავრდა. მაგრამ სანამ დამთავრდებოდა დასაწყისი იყო.. არაჩვეულებრივად ლამაზი და რომანტიული.. როგორც ამერიკულ მელოდრამებშია.. სიურპრიზებით, ყვავილებით, საჩუქრებით,ძალიან ბევრი სითბოთი, კიდევ უფრო ბევრი ლამაზი სიტყვებით და დაპირებებით!! ჰო დაპირებებით...

  ჩემი ისტორია კრიზისთან ერთად დაიწყო. უფრო სწორად კრიზისთან ერთად, ჯერ ჩემი უსამსახუროდ ყოფნის პერიოდი დაიწყო.. მერე დუდა
მუშაობის ბოლო დღეს ის ის იყო ჩემი ნივთების ჩალაგებას მოვრჩი, რომ უფროსის კაბინეტში დამიძახეს. მირიანთან ერთად იქ ვიღაც უცხო ტიპი დამხვდა, მირიანის კაბინეტში უცნობი ადამიანების ხილვა, ჩემთვის სიახლეს ნამდვილად არ წარმოადგენდა, აქედან გამომდინარე დიდი ყურადღება არც მიმიქცევია მისთვის. თან გონება ჩემი საფიქრალით მქონდა დაკავებულუ და სანამ „ბოსი“ გამოსამშვიდობებელ „მონოლოგს“ მიკითხავდა, თავში სამომავლო გეგმების მთელი პირამიდა ავაგე..
 როცა პირველი კურსიდან მოყოლებული სწავლის პარალელურად მუშაობ, მაქსიმალურად დამოუკიდებელი ხარ და სახლში „გადამფრენი ფრინველივით“ მხოლოდ ღამეს ათევ, დამეთანხმებით უსამსახუროდ დარჩენა მძაფრი ნერვოზის ტოლფასია... ასე რომ იმ მომენტში, უცნობი ადამიანების თვალიერებისთვის ნამდვილად არ მეცალა..თუმცა როგორც აღმოჩნდა თავად ეს უცნობი მათვალიერებდა აქტიურად.. ჰოდა საღამოს, როცა თავს მთელი შემართებით ვუტარებდი ავტოტრენინგს, თემაზე „ყველაფერი კარგად იქნება“ ვიღაც აბეზარმა დამირღვია მყუდროება..

  27 წლის ასაკში, რბილად რომ ვთქვათ რამოდენიმე „წარუმატებელი“ love storry–ს შემდეგ, როცა საბოლოოდ ჩავთვალე, რომ ნამდვილი სიყვარული მხოლოდ რეჟისორებისა და მწერლების ფანტაზიის ნაყოფია, რომლის „ნამდვილობასაც“ მხოლოდ ჩემნაირი ბედოვლათი მეოცნებეები იჯერებენ აქტიურად, დუდა ჩემთვის ერთბაშად ყველა რომანტიკული მელოდრამის რეალურ განსახიერებად იქცა...

  მირიანის კაბინეტში დაწყებული მოწონება, მისთვის ძალიან მალე გადაიზარდა სიყვარულში.. ერთ კვირაში უკვე მტკიცედ გადაწყვიტა, რომ მთელი ცხოვრება მე მეძებდა და ზუსტად ჩემნაირი ქალი სჭირდებოდა ცოლად.. ჩემს ადგილზე ალბათ ვინმე უფრო ჭკვიანი და წინდახედული გოგონა, მის ამგვარ საქციელს გაცილებით მეტი სიფრთხილით მოეკიდებოდა, მაგრამ თუ ისეთი „ქრონიკული იდეალისტი“ ხარ, როგორიც მე და მთელი სიცოცხლე ნამდვილ სიყვარულს ეძებ, დუდას მსგასვი ადამიანი ძალიან ადვილად შეიძლება „ბედის საჩუქრად“ მიიჩნიო და უკან ზედმეტი შეკითხვების გარეშე, ბრმასავით გაეკიდო..

  დეკემბერი იყო, ახალი წელი მოდიოდა და მეგონა სანტა კლაუსი გავიცანი პირადი პერსონით :)) დამერწმუნეთ სხვა ეპითეტი არ შეეფერება იმ ფაქტს, რომ ჩემი სახლი კატასტროფული სისწრაფით ივსებოდა უამრავი საჩუქრით, დუდა ყველაფერს ყიდულობდა განურჩევლად: ძვირფასი სამოსით დაწყებული, უბრალო ფრჩხილის ლაქით დამთავრებული, თან განა ერთს? ათს უკეთეს შემთხვევაში ხუთს :)))
 დაფეთებული თვალებით და მაქსიმალური სისწრაფიდ დავდევდი უკან მაღაზიებში შესვლისას, ის იღებდა მე უკან თაროზე ვაბრუნებდი :)) იმიტომ რომ ძალან მაშინებდა მისი ამგვარი საქციელი, მაგრამ მანქანაში ჩაჯდომისას აღმოვაჩენდი ხოლმე, რომ ჩემს მიერ თაროზე დაბრუნებული ნივთი უკანა სავარძელზე იდო უკვე შეფუთული .. მალე ასეთივე არანორმალური დამოკიდებულების გამომჟღავნება უკვე ჩემ მიმართაც დაიწყო, აკონტროლებდა ჩემს ყოველ ნაბიჯს, საათებს, წუთებს ითვლიდა სანამ მეგობრებთან ერთად ვიყავი.. სადმე შორს კი არა, იქვე ახლოს, ამვე მეგობრის სახლთან მანქანაში მჯდომი.. ბოლოს სულაც ამიკრძალა მათთან ვიზიტები..თუმცა მაიცნ ვახერხებდი ათასში ერთხელ რამოდენიმე წუთით გოგოებთან შერბენას („კონფიდენციალურად“ რა თქმა უნდა :)))

  ალბათ გამიჭირდება პასუხის გაცემა, რატომ არ ვაპროტესტებდი ჩემ მიმართ მის ამგვარ დამოკიდებულებას.. ფაქტია რომ დუდას ათასგვარი სახის ”ხუშტურს” ნებისმიერ შემთხვევაში ვუძებნიდი გამართლებას და საერთოდ, საერთოდ აღარ ვუსმენდი აღარც მეგობრების, აღარც ოჯახის წევრების, აღარავის აზრს.. არც ის მეჩვენებოდა მაინც და მაინც უცნაურად, რომ რამოდენიმე თვის ურთიერთობის მერეც კი დუდას წარსულის შესახებ ბევრი არაფერი ვიცოდი. ამბობდა რომ ჩემთან შეხვედრამ სხვა კაცად აქცია და უნდა ცხოვრება სუფთა ფურცლით დაიწყოს.. ჩემთვის ამგვარი აღიარება იმდენად ამაღელვებელი იყო, რომ არ გამჭირვებია მისი ყოველი სიტყვის უპირობოდ მერწმუნა...
შესაძლოა ქვეცნობიერად მეშინოდა კიდეც იმის, რომ ზედმეტ ცნობიმოყვარეობას მისი დაკარგვა მოყვებოდა და აქედან გამომდინარე არასოდეს ჩავძიებივარ რა იყო მის წარსულში ისეთი რაც მე არ უნდა მცოდნოდა..
მარტის ბოლოს ახალი ბინა მაჩვენა.. „თუ რამეს გადაკეთება გინდა ახლავე მითხარი და შევცვალოთ სანამ ავეჯი დაიდგმებაო“.. ისე იყოს როგორც შენ გინდა მეთქი ვუპასუხე. ნელ–ნელა ეს “ისე იყოს როგორც შენ გინდა” უკვე „ხასითში გადამივიდა“..

 ერთ დღეს კი დუდა გაქრა..
ჰო, აი ასე.. უბრალოდ გაქრა. წინა საღამოს სახლში მიმიყვანა, თითქოსდა ყველაფერი ჩვეულებრივად იყო..

ერთი კვირა გავიდა.. მეორეც...

ბოლოს თავად შევეხმიანე
„ გაჩუმდი და დამელოდეო“ ეს პირველი პასუხი იყო რომელიც მისგან მივიღე...
„აღარ მიყვარხარ..“
ეს საბოლოო ...

თუმცა ამ დიალოგის შინაარსი თქვენც კარგად იცით უკვე

მეორე ნაწილი
  მესამე ნაწილი
მეოთხე ნაწილი 
მეხუთე ნაწილი 
მეექვსე ნაწილი 
მეშვიდე ნაწილი 
 ფინალი

  ზევით


კატალოგი

ფეშენ ამბები

მოდური ტენდენციები

შემოგვიერთდით!

ბიუსტჰალტერი

რჩევები
  როგორი ბიუსტჰალტერი ჯობია?
სილამაზე

მარჩესა

პრეტ-ა-პორტე
  Marchesa-ს გამოსასვლელი კაბები
მოდა/გაზაფხული-ზაფხული 2010

პოდიუმიდან

გალერეა
 
ფეხსაცმელები 2009-2010 წლის პოდიუმიდან

საშიში

კოდის გაშიფვრა
  ჯანმრთელობისთვის საშიში საკვები დანამატები
სილამაზე

ლუქბუქი

ლუქბუქი
  დოლჩე და გაბანას საგაზაფხულო გლამური
მოდა/lookbook

valentino roma

ლუქბუქი
  ვალენტინო რომას გრაციოზული გაზაფხული
მოდა/lookbook

მოდა

ცხელი ტენდეციები
  2010 წლის გაზაფხული-ზაფხულის მოდა

სპეცპროეტქი

ფოტოსესია
  kaba.ge-ს სპეცპროექტი ერთგულ მკითხველს

სამკაულები

  5 მარტი  2010
წყარო:
http://www.instyle.ge
ფოტოები:
http://www.instyle.ge
რუბრიკა: 
 კაბა კლუბი
ამობეჭდვა  მეილზე გაგზავნა     

       უკან

სიახლეები
KABA.ge - ს
 სიახლეები

გამოსასვლელი კაბები
 კაბები
დიზაინერებისგან

ინტერნეტ მაღაზია
შეიძინეთ ნებისმიერი ნივთი სახლიდან გაუსვლელად

საბავშვო მოდა
საბავშვო
მოდა

 

2010 წლის მოდა

მოდური ტენდეციები
 
2010 წლის გაზაფხული-ზაფხულის მოდა

მოდა/მოდური ტენდენციები
 

ლუქბუქი

ლუქბუქი
  Monton-ის 5 ძირითადი მიმართულება

მოდა/lookbook
 
             
 

მოდელები

კატალოგი
 
პატარა მოდელების
თებერვლის კატალოგი

მოდა/საბავშვო მოდა
 

2010 წლის თილისმები

ჰოროსკოპი
 2010 წლის თილისმები
 
             
 

ფეხსაცმელები

კატალოგი
  რობერტო კავალის მდიდრული ფეხსაცმელები
მოდა/მოდური ტენდენციები
 

ონლაინ შოპინგი

ონლაინ შოპინგი
 
ონლაინ მაღაზიების არასრული ჩამონათვალი
 

  საწყისი  გვერდი         სილამაზე           მოდა           სელებრითები      ფოტოსესია      პატარძალი       მამაკაცი 

მოდელები
 KABA.ge - ს
მოდელების  კატალოგი

საბავშვო მოდა
საბავშვო
მოდა

სიახლეები
KABA.ge - ს
 სიახლეები

პატარძლები
 KABA.ge - ს 
 პატარძლების კატალოგი

             

კაბები პოდიუმიდან

კონტაქტი     რეკლამა    ჟურნალის  შესახებ