კაბა კლუბი
"ერთი სიძულვილის ამბავი..."
ნაწილი მცამეტ





1.    პირველი  ნაწილი     მესამე ნაწილი     მეხუთე ნაწილი     მეშვიდე ნაწილი
   მეორე ნაწილი     მეოთხე ნაწილი    მეექვსე ნაწილი     მერვე ნაწილი    მეცხრე ნაწილი
 

 ერთი წელი გავიდა.. უფრო სწორად წელიწადი და ოცი დღე
თბილისში ჩამოსულს ყველაფერი ნაცნრისფერი მომეჩვენა.. დიდი სიამოვნებით დავბრუნდებოდი ჩემი ჩემოდნებითურთ, უკან თვითმფრინავის ტრაპზე..

 საღამოს გოგოები ვნახე და ნელ-ნელა დავიწყე თბილისურ ყოფასთან შეგუება..
გვანცა მეორეს ელოდება..უცნაური ორსულობა აქვს. თითქმის ვერაფერს ჭამს ხილის გარდა შიგადაშიგ რძეს თუ შეაპარებს და ეგაა.. მოკლედ ბავშვრი კი არა ალბათ „იოგურტი“ ეყოლება
მაგდანა ვიღაც წვერმოშვებულ და ცხვირგახვრეტილ ბასისტს გადაკიდებია  (ეგ ხომ ნორმალურს ვერავის მონახავს, თუმცა ცხვირს არავინ ჩივის, მთავარია იმ ყმაწვილს ტვინიც არ ქონდეს „დანახვრეტებული“ ). მაგას კი მაგდანას მონაყოლის მიხედვით ძნელად მიხვდები, ყოველ ჯერზე ასეთი აღფრთოვანებულია მორიგი ბიჭით..
დუკას ვიღაც ცოლიანი ბიძა ყავს გადაკიდებული  მაგარ შარშია მოკლედ  მაგრამ სამაგიეროდ ზოგი ჭირი მარგებელიაო და ისეთი განაზებულ-გაფუმფულებული დამიხვდა შევეჭვდი კიდეც ეს ის ჩემი დაქალი დუკაა თუ სხვაში მეშლებათქო :)

 „პარიჟანკა“ ეს ჩემი ახალი სახელია..
მე დიდ ცვლილებებს ვერ ვატყობ ჩემ თავს, მაგრამდ ჩემს დაქალებს რომ კითხო სულ მთლად „ევროპელის ვიდზე“ დავმდგარვარ..
გვიანამდე გაგვიგრძელდა იმ საღამოს ჭორაობა და ერთმანეთის მოსიყვარულება..მაგიდაზე საცოდავად ჩამოძინებული მატასის იატაკზე ბრაგვანის ხმა რომ არა ალბათ საათს კიდე კაი ხანი არ შევხედავდით...


2. 

 

 ნელ-ნელა მივხვდი, რომ შემრცხვა თვითმფრინავიდან ჩამოსული ტრაპზე უკან აბრუნებას რომ ვაპირებდი..
ფრანგებთან კარგი ღვინის შეფასების, დილის საუზმის რიტუალად ქცეული კულტის და გემოვნებით ჩაცმის გაკვეთილები გავიარე. მართალია ჯერ კიდევ ედიტთან ურთოერთობის დღიდან ვიყავი საფრანგეთის მიმართ კეთილად განწყობილი, მაგრამ უშუალო კონტაქტმა და “ვინმე გრეგორის” გაცნობამ ეს სიმპათია კიდევ უფრო გაამყარა და გააძლიერა.

 ოჰოჰოჰო  წარმომიდგენია ეხლა როგორ ცქვიტეთ ყურები „რაიო? ვინ გრეგორიო“ ? ზუსტად ეგრე დაემართათ ჩემ დაქალებსაც
გრეგორი ანუ იგივე ჯიჯი სიდამონიძე-ქართველი ემიგრანტების მესამე თაობის წარმომადგენელი საფრანგეთში. სრულიად ბანალურად გავიცანი (გრეგორი ჩემი სართულის მეზობელი გახლდათ და რამოდენიმე დილას ზედიდზედ თავაზიანი გამარჯობის შემდეგ მოვიდა და ყავაზე დამპატიჟა.) თუმცა ხომ იცით“პარიზი, სიყვარულის ქალაქიაო“ და რამოდენიმე თვეში ჩვენი ესოდენ ბანალურად დაწყებული ურთიერთობა საკმაოდ არაბანალურში გადაიზარდა
:)

 ჰოდა, ჩამოსვლის საღამოს როცა ეს ყველაფერი ქაქანით და მთელი ემოციებით „ჩავჭორე“ ჩემს დაქალებს, მათი გაბრწყინებული სახეების შეხედვისას ის პრიოდი გამახსენდა, როცა გუგასგან მიტოვებული მარტო ვცხოვრობდი ნახევრად ბნელ, ავარიულ სახლში და გოგოების ზარებს უპაუსხოდ ვტოვებდი..



3.

 

 გუგა... რამდენი ხანია აღარ მიფიქრია ამ ადამიანზე... თავიდან სანამ ახალი წასული ვიყავი საქართველოდან, ღამღამობით კოშმარები მაღვიძებდა.. ვხედავდი როგორ მიდიოდა ჩემ ნაქირავებ ბინაში საქორწილოდ გამოწყობილი გუგა და როგორ გემეტებით ხევდა საწოლ ოთახში დატოვებულ ძვირფას კაბას.. მიკვირდა როგორ „მიწიდან არ ამომთხარა“ შეურაცხოფილმა და გამწარებულმა ჩემი ამგვარი სითავხედის გამო. ჩემიანებთან სატელეფონი საუბრებში გუგას თემა არასოდეს ამოტივტივებულა, არც გოგოებს უხსენებიათ არსოდეს იგი. თუმცა წამოსვლის მერე სამივეს დიდი არზები მივწერე, თავად ვთხოვდი გუგას თემა სამუდამოდ დახურულად გამოგვეცხადებინა.


4.

 

 ...მერე ნელ ნელა კოშმარებმა იკლო.. ახალ გარემოსთან შეგუება დავიწყე. უამრავი ინტერესი და საქმე გამომიჩნდა.. შიგადაშიგ მაინც მახსენდებოდა გუგა.. ხან სინანულის მსგავსიც გამკრავდა სადღაც გულის ძალიან ღრმა კუთხეში.. თუმცა საბოლოოდ მაინც იმ აზრზე ვჯერდებოდი, რომ ამ ადამიანმა ჩემგან ის მიიღო რაც დაიმსახურა..

 მერე გრეგორი გამოჩნდა და ფიქრებმა გუგაზე და ჩემს თბილისურ წრსულზე, საერთოდაც რაღაც ბუნდოვანი სახე მიიღო. თეორიულად ყველაფერი მახსოვდა მაგრამ ემოციები გაითიშა,. ისეთი გრძნობა მქონდა თითქოს ეს ყველაფერი სულ სხვა ადამიანს გადახდა თავს და არა მე..

 ჩამოსვლის მეორე დილას, როცა ჩემი მშობლების სახლში გავახილე თვალი.. გავიფიქრე რომ არასოდეს მქონია ცხოვრებაში მსგავსი პერიოდი.. სიმშვიდის, მომავლის რწმენის, საკუთარი თავის სიყვარულის..მოკლედ ყველა პოზიტივის ერთად ნაზავი.. „სიმშვიდე, შტორმის წინ..“ მოულოდნელად გამიელვა თავში სრულიად უკითხავად ფრაზამ, რომელიც ღმერთმა იცის სიადან ამოტივტივდა ჩემ გონებაში..

 „რა შტორმი.. რის ვულკანი“ დავუტატანე საკუთარ თავს მკაცრი მშობელივით და სასწრაფოდ წამოვხტი საწოლიდან.. წინ ედიტთან შეხვედრა და შთაბეჭდილებების გაზიარების დღე მელოდა..


 მეთორმეტე ნაწილი

 ავტორი: ლილიტი

  ზევით


კატალოგი

ფეშენ ამბები

მოდური ტენდენციები

შემოგვიერთდით!

ტრაქტორის ძირები

მომავალი სეზონი
 მოდის სახლები ისევ ძველ დროს გვახსენებენ

სელებ-სტილი

სელებ-სტილი
 
ვარსკვლავური
ქამრები

ჩანთები

კოლექცია
 
მარკ ჯეიკობსის საზაფხულო ჩანთები

კაბები

კაბები პოდიუმიდან
 
ერთი ტონალობის კაბები დიზაინერებისგან

სელებ-სტილი

სელებ-სტილი
 
ვარსკვლავები მოკლე ვარცხნილობებით

ქუჩის მოდა

პატარა მოდელები
 
თბილისის ქუჩის მოდა

შორტები

ზაფხული
 
მოდური შორტები დიზაინერებისგან

ოპრა

ოპრა უინფრი
 
10 ათასი დოლარი და  iPad  ყველა თანამშრომელს

ონლაინ შოპინგი

  2  სექტემბერი  2010
წყარო:
http://www.instyle.ge
ფოტოები:
http://www.instyle.ge
რუბრიკა: 
 კაბა კლუბი
ამობეჭდვა  მეილზე გაგზავნა     

       უკან

სიახლეები
KABA.ge - ს
 სიახლეები

გამოსასვლელი კაბები
 კაბები
დიზაინერებისგან

ინტერნეტ მაღაზია
შეიძინეთ ნებისმიერი ნივთი სახლიდან გაუსვლელად

საბავშვო მოდა
საბავშვო
მოდა

 

ნოველა

My Story
 
ნოველა, რომელიც რეალურ ამბავზეა დაფუძნებული
 

პრეტ-აპორტე

პრეტ-ა-პორტე
 
Zenka & Mari-ს შემოდგომა -ზამთარი
ქართველები
 
             
 

მამაკაცი

მამაკაცი
 
2011 წლის პოდიუმის საუკეთესო ფრაგმენტები
მამაკაცი
 

სათვალეები

2011 წლის პოდიუმი
 
აქტუალური სათვალეები დიზაინერებისგან
მოდა/სათვალეები
 
             
 

ფეხსაცმელები

2011 წლის პოდიუმი
 
აქტუალური ფეხსაცმელები დიზაინერებისგან
მოდა/ფეხსაცმელები
 

ქამრები

2011 წლის პოდიუმი
 
მომავალი სეზონის აქტუალური ქამრები დიზაინერებისგან
მოდა
 

  საწყისი  გვერდი         სილამაზე           მოდა           სელებრითები      ფოტოსესია      პატარძალი       მამაკაცი 

მოდელები
 KABA.ge - ს
მოდელების  კატალოგი

საბავშვო მოდა
საბავშვო
მოდა

სიახლეები
KABA.ge - ს
 სიახლეები

პატარძლები
 KABA.ge - ს 
 პატარძლების კატალოგი

             

კაბები პოდიუმიდან

კონტაქტი     რეკლამა    ჟურნალის  შესახებ