კაბა კლუბი
"ერთი სიძულვილის ამბავი..."
ნაწილი მეორე




1.    პირველი  ნაწილი
 

  ოთხი წლის წინ ზუსტად 25 მაისს დავცილიდი ქმარს, თუმცა მანამდე კიდევ ერთი წლით ადრე, მოვლენები ისეთი თანმიმდევრობით განვითარდა, რომ ვერაფრით წარმოვიდგენდი იმ დაწყევლილი 25 მაისის მსგავსი დღე თუ ოდესმე დადგებოდა ჩემს ცხოვრებაში...


2. 

 

 ივნისის დასაწყისი იყო. უსაშველოდ მომქანცველი და გაწელილი სამუშაო კვირის შემდეგ, როცა როგორც იქნა დადგა ნანატრი ვიქენდი და შაბათ დილას გემრიელად გამოძინება გადავწყვიტე, სადღაც ათი საათისთვის მობილურის გაბმულმა წრიპინმა გამაღვიძა. გვანცა იყო, ჩვენი კოორდინატორი, დემეტრეს მეგობარს ვიღაც უცხოელი სტუმრები ჩამოუვიდნენ და სასწრაფოდ წინანდალში უნდა გაყვე ექსკურსიაზეო. ხვნეშა-ხვნეშით წამოვიზლაზნე საწოლიდან. „ რა აუტანლები არიან ეს უფროსები, იქნება და რა გეგმები მაქვს მე ამ ვიქენდზე? არც კი გეკითხებიან, სალო იქეთ, სალო აქეთ... გეგონება მაგათი „შესტიორკა“ ვიყო, იტყვი რამეს და თუ არ მოგწონს მიბრძანდიო უკმეხად მოგახლიან  “ ბურტყუნ ბურტყუნით ვიქექები კარადაში შესაფერისი სამოსის მოსაძებნად. “ჰო, დემეტრე ჩემი დიდად პატივცემული უფროსი გახლავთ, აი ის „ვიღაც მეგობარი“ კი, თავისი უცხოელი სტუმრებითურთ, წარმოდგენა არა მაქვს ვინაა.
სადღაც თხუთმეტი წუთის ბუზღუნისა და ნახევრად დალეული 

 ყავის ჭიქით ოთახებში უთავბოლოდ ბორიალის შემდეგ, როგორც იქნა ჩავიცვი, შემოსასვლელის სარკეში, უკმაყოფილო სახით გამოვუყე ენა საკუთარ ორეულს (ესაა საქმე? თმების დავარცხნაც ვერ მოვასწარი წესიერად!) და კიბეებზე დავეშვი..
დამაგვიანდა, თან მთელი ოცი წუთი! ოფისთან მისულმა აღმოვაჩინე, რომ ორი ჯიპით მელოდა უკვე ხალხი :)



3.

m

 „აჰა, ეს ვერცხლისფერი მანქანა დემეტრესია, ვცნობ, ამ “x6” -ში კი ალბათ ჩემთვის ჩასაბარებელი სტუმრები ზიან“ გავიფიქრე გულში და სახეზე რაც შეიძლება მომხიბვლელი ღიმილი ავიწებე, დაგვიანების გასამართლებლად :)
 
 ჩემს დანახვაზე ერთმანეთის მიყოლებით გადმოვიდა მანქანიდან დემეტრე და სამი ალბინოსივით ქათქათა უცხოელი. ორი გამხდარ-გაფშიკული ქალი იყო, ერთიც ჩაფუნთრუშებული მამაკაცი, კეთლი ღიმილით და გამჭვივრვალე ლურჯი თვალებით.
-იენსენი, ბეტანი და ლინდა ... საქმიანი სახით მაცნობს დემეტრე სტუმრებს. ისინიც თავის მხრივ, თავაზიან ღიმილად დაღვრილები ენერგიულად მართმევენ ხელს  ცოტა არ იყოს მომეწონა ეს ნეგატივისსახიანი ხალხი და წამის მეასედში ისეთი სიმპათიით განვეწყე მათ მიმართ, დამავიწყდა კიდეც სახლიდან გამოსულმა ჯანდაბაში და იმის იქეთ რომ გავუშვი ჩვენს ქვეყანაში ჩამოხეტებული ყველა უცხოელი :)



4.

 

 „ეგ როგორ ტო? მთავარი პერსონა დაგავიწყდათ? აუუ, ამ პახმელიის დედაც.. გასკდა თავი“ ჩამესმა უცებ ზურგსუკან ვიღაცის ხმა, გაოცებული მოვტრიალდი და ჩემი „წარსულის კოშმარი“ გუგა შემრჩა ხელთ :)

 მერე რა მოხდა? მერე მოხდა ის რომ რამოდენიმე წუთის განმავლობაში, ჩემში სირაქლემას რეფლექსი ამუშავდა და თავს მონდომებით ვარწმუნებდი იმაში, რომ გუგა ვერ გამიხსენებდა  სკოლის დამთავრების შემდეგ, ხომ იმდენი ხანი გავიდა, თან მეც საკმაოდ შევიცვალე გარეგნულად...

 სამწუხაროდ ჩემი ვარაუდი არ გამართლდა, გუგამ არა თუ გამიხსენა და დიდის ამბით მომიკითხა.. უფრო მეტიც, წინანდლამდე, წინანდალში და წინანდალის მერეც ვეღარ მოვიცილე თავიდან და ცხოვრებიდან.
 
 ბავშვობის მერე საკმაოდ შეცვლილი და ცოტა მოსუქებული იყო, სახეზე ეწერა „კაი ცხოვრების და ხშირი მოლხენა-ქეიფის “ კვალი  მაგრამ გარეგნულად მაინც ძალიან კარგად გამოიყურებოდა. მიუხედავად მისი ენაწყლიანობისა, მე თავიდან საკმაოდ სიტყვაძუნწად ვპასუხობდი მის შეკითხვებს: რას ვაკეთებ, როგორ ვარ, სად ვცხოვრობ, რას ვსაქმიანობ, ხომ არ გავთხოვილვარ და ასე შემდეგ. რატომღაც ყველაფრით დაინტერესდა და ცოტა არ იყოს შემაწუხა კიდეც ამდენი შეკითხვებით, მაგრამ მერე, არ ვიცი რესტორანში დალეული შავი ღვინის ბრალი იყო თუ უცხოელი სტუმრების ხალისიანი განწყობა გადმომედო, ნელ-ნელა გავუბი საუბარი...

 ავტორი: ლილიტი

  ზევით


კატალოგი

ფეშენ ამბები

მოდური ტენდენციები

შემოგვიერთდით!

ბიუსტჰალტერი

რჩევები
  როგორი ბიუსტჰალტერი ჯობია?

მარჩესა

პრეტ-ა-პორტე
  Marchesa-ს გამოსასვლელი კაბები

2011 ფეხსაცმელები

კატალოგი
 
2011 წლის აქტუალური ფეხსაცმელები დიზაინერებისგან

კაბები

კაბები პოდიუმიდან
 
ერთი ტონალობის კაბები დიზაინერებისგან

ლუქბუქი

ლუქბუქი
  დოლჩე და გაბანას საგაზაფხულო გლამური
მოდა/lookbook

ნიუვეისი

ნიუვეის-ჯორჯია!
 
პროდუქცია, რომელიც ჩვენს ჯანმრთელობას ემსახურება

მოდა

ცხელი ტენდეციები
  2010 წლის გაზაფხული-ზაფხულის მოდა

ბლოგი

ბლოგი - ჰენდმეიდი
 
როგორ გავაკეთოთ მიუ მიუს მოდური ფეხსაცმელები

სამკაულები

  28  მაისი  2010
წყარო:
http://www.instyle.ge
ფოტოები:
http://www.instyle.ge
რუბრიკა: 
 კაბა კლუბი
ამობეჭდვა  მეილზე გაგზავნა     

       უკან

სიახლეები
KABA.ge - ს
 სიახლეები

გამოსასვლელი კაბები
 კაბები
დიზაინერებისგან

ინტერნეტ მაღაზია
შეიძინეთ ნებისმიერი ნივთი სახლიდან გაუსვლელად

საბავშვო მოდა
საბავშვო
მოდა

 

ნოველა

My Story
 
ნოველა, რომელიც რეალურ ამბავზეა დაფუძნებული
 

საუკეთესო ბლოგერი

სიახლე!
 
საუკეთესო ბლოგერებს ფულადი პრიზები!
ბლოგი
 
             
 

ჰენდმეიდი

ბლოგი
 
ჰენდმეიდი - ვაშლებიანი პრინტი
ბლოგი
 

ტანკეტები

ონლაინ შოპინგი
 
ურბანოგის მოდური ტანკეტები
ონლაინ შოპინგი
 
             
 

2011

ნაწილი მეორე
 
2011 წლის აქტუალური ფეხსაცმელები დიზაინერებისგან
მოდა/ფეხსაცმელები
 

ჩანთები

კატალოგი
  2011 წლის აქტუალური ჩანთები დიზაინერებისგან
მოდა/ჩანთები
 

  საწყისი  გვერდი         სილამაზე           მოდა           სელებრითები      ფოტოსესია      პატარძალი       მამაკაცი 

მოდელები
 KABA.ge - ს
მოდელების  კატალოგი

საბავშვო მოდა
საბავშვო
მოდა

სიახლეები
KABA.ge - ს
 სიახლეები

პატარძლები
 KABA.ge - ს 
 პატარძლების კატალოგი

             

კაბები პოდიუმიდან

კონტაქტი     რეკლამა    ჟურნალის  შესახებ