 |
|
კაბა
კლუბი |
 |
"ერთი სიძულვილის ამბავი..."
ნაწილი მესამე
1.
პირველი
ნაწილი
მეორე ნაწილი
| |
- დიდი ხანია ასეა?
- ბოლო ერთი თვეა.. ან შეიძლება ცოტა მეტი.. ნუ ასეა რა?
ვატყობდი უბრალოდ რომ რაღაც ძალიან უჭირდა და არ ამბობდა..
საძინებელი ოთახის ოდნავ შეღებულ კარში, საკმაოდ კარგად ვარჩევ დუკას და
მაგდანას ვითომდა ჩურჩულით გაბმული დიალოგის ფრაგმენტებს..
ამათ, ჰგონიათ მძინავს. დუკა რამოდენიმე წუთის წინ
შემოვიდა კიდეც, ფრთხილად დამხედა და კმაყოფილი სახით
დაბრუნდა ლოჯში, სადაც მაგდანასთან ერთად პიცის
ინგრედიენტებს ჭრის..
საუბარი რა თქმა უნდა ჩემზეა.. „დღის თემა“ ვარ მოკლედ :)
საბნის ქვეშ ვიმალები და ვცდილობ საკუთარ თავს, როგორმე დაძინება ვაიძულო
არაფერი გამომდის... თითქოსდა დიდი პროექტორივით ანთებულ
ეკრანზე ცოცხლდებიან თვალწინ, ჯერ კიდევ სრულიად ახლო
წარსულის სურათები... |
2.
| |
- იქნებ ვინმემ ამიხსნას რა ხდება? ცოტა
ხნის წინ, მირეკავს სალომე, თხუთმეტ წუთში გამოგივლით
სამსახურში, ხელს ვაწერ და მეჯვარე უნდა იყო ეგეთი „წვეტიანი
ხუმრობები“ უფრო მაგდანას სტილია, გახსოვს ერთხელ დეა
ნიჟარაძისთვის რომ გაბედნიერება მიმალოცინა და მერე მთელი
თვე რომ დამცინოდა დავჭრი მე მაგას! ეს ბულკივით
ბავშვიც აიყოლია არა?
დაახლოებით ამგვარი მონოლოგის კითხვას იწყებს დუკა, ჩემი
მოულოდნელი ზარის შემდეგ ჩვენი ბავშვობის კიდევ ერთ
მეგობართან გვანცა გეგიასთან..
- არა დუკ, მეც დამირეკა ცოტა ხნის წინ..
- რაო? შენც მეჯვარე ხარ? მოიცა და როდის მოასწრო
გეხვეწები? ან ვის მიყვება? სად გაიცნო? რომ კითხო
სამსახური-სახლის მარშრუტის მეტი მაგის ცხოვრებაში ამ ბოლო
პერიოდში არაფერია საერთოდ რა ხდება? ესენი აქ ამბავში
ყოფილან და მე ჭურში ვზივარ?
- არაა, მეც არაფერი ვიცოდი დუკ.. მატასის გეფიცები.. მეც
აი ეგრე დამირეკა.. საღამოს რესტორანში გამოდით შენ და
ზუკაო.. იქ აგიხსნით ყველაფერსო.. ყველაფერი, ყველაფერი და
სალისგან ამას ნამდვილად არ ველოდი.. თან ხო იცი რა ტიპია...
მხარს უბამს დუკას გაოგნებას გვანცა..
-აუ გოგო, თან რა ფორმაში ვარ დღეს!.. ათს აკლდა თხუთმეტი
რომ გამეღვიძა და იმენნა რაც ვნახე ამოვიცვი და გამოვვარდი...
რა მეჯვარეობა? რის ქორწილი? მოვკლავ სალომეს.. შარში ვარ
რა
ხელებს უკმაყოფილოდ ასავსავებს დუკა
- ჰო, მეც აზრზე არა ვარ რა ჩავიცვა.. ცოტა ადრე
გავეფრთხილებინეთ მაინც..
გვანცას თავისი საწუხარი აქვს
-კაი გვანც, გავიქეცი მე იქნებ მოვასწრო და ცოტა ადამიანს
დავემსგავსო.. და ვაი მაგდანას, ეს რომ ისევ მაგისი მორიგი
ხუმრობა იყოს.. დეაზე გადამირჩა და ეხლა უეჭველი აენთება
წითელი..
ქოთქოთით ამთავრებს საუბარს დუკა და ცალი ხელით ჩანთის
ჩალაგებას იწყებს..
ზუსტად ნახევარ საათში ჩემი მეჯვარეა.. |
3.
| m |
წინანდალის ექსკურსიის მერე
დაახლოებით ორ კვირაში მე და გუგამ ხელი მოვაწერეთ..
ვერ მოგატყუებთ, რომ ვთქვა გუგას გამოჩენამდე
თაყვანისმცემლების არმია დამდევდა უკანთქო, მაგრამ რაღაც
გატაცებები ნამდვილად მქონდა, თუმცა მსგავსი, არასოდეს და
არავისთან, არაფერი ყოფილა... მაშინ არ დავფიქრებულვარ
იმაზე, რომ ეს სიყვარული, რომელიც ორ კვირაში ჩემთვის
ძალიან დიდ გრძნობად იქცა, ჯერ კიდევ იმ პერიოდიდან დაიწყო,
როცა მე და გუგა ბაღში დავდიოდით და ის ჩემი წვალებით
გამოხატავდა სკუთარ „სიმპათიებს“.
ოქტომბრის ბოლო იყო.. გუგა თითქმის ყოველდღე მაკითხავდა სამსახურში, ჩემი
დილა იწყებოდა მისი ზარით, ღამე კი უამრავი ლამაზი მესიჯით
და ყვავილებით მთავრდებოდა.... ნუ მოკლედ.. როგორც ხდება
ხოლმე.. ჰოდა მეც დავიჯერე, რომ ჩემს ცხოვრებაში
საბოლოოდ დადგა ზღაპრების ასრულების დრო.. ვიყავი ყველაზე,
ყველაზე ბედნიერი ამ ქვეყნად! შევიცვალე ვარცხნილობა,
დავიკელი დაახლოებით ხუთი კილო (გუგას ბუზღუნის მიუხედავად,
მას ასეთიც მოვწონდი რომ გეკითხათ)... და რაც მთავარია
ჩავიცვი ქუსლიანი „ქალური“ ფეხსაცმელები, რომლის ტარებაც
აქამდე უდიდეს ტანჯვად მიმაჩნდა... მოკლედ, მარტივი საქმეა
იყო ლამაზი მაშინ, როცა ბედნიერი ხარ :) ხომ გაგიგონიათ,
Хорошо выглядит та, которая одета в счастье....
ჯვარი არ დაგვიწერია იმ უბრალო მიზეზით, რომ გუგა პირველ
ცოლთან ჯერაც არ იყო ჯვარაყრილი.. გაზაფხულისთვის გადავდეთ
ჯვრისწერა..
...მაისისთვის
ჩემს დაქალებს შორის ზემოთხსენებულ დიალოგს რაც შეეხება, ის ზუსტად იმ დღეს
გაიმართა, როცა მე და გუგამ სპონტანურად გადავწყვიტეთ ხელი
მოგვეწერა.. შუადღისას სამსახურში მომაკითხა და გზაში
მოულოდნელად მითხრა „მოდი გამომყევიო“
მაშინვე ვუპასუხე, ისე რომ ჩემი პასუხით მევე დავრჩი
გაოგნებული
„მოდი“ თქო.. |
ავტორი: ლილიტი
ზევით |
|
|
|