 |
|
კაბა
კლუბი |
 |
"ერთი სიძულვილის ამბავი..."
ნაწილი მეოთხე
1.
პირველი
ნაწილი
მეორე ნაწილი
მესამე ნაწილი
| |
-ამიხსენი, რაზე ფიქრობდი რომ ახტი და
ორი კვირის გაცნობილ კაცს ცოლად გაეკიდე?
ქოთქოთებს დუკა..
-ორი კვირის გაცნობილი არ იყო.. ბავშვობიდან ვიცნობდი..
პრაქტიკულად მთელი ცხოვრება..
უფრო ჩემთვის ვამბობ ვიდრე გოგოების გასაგონად..
რა ხდება? რა და .. დუკასთან რბილად რომ ვთქვათ „სასამართლოა“
გამართული, გვანცა ისე შეიჭრა როლში, რომ იატაკზე
მონდომებით მხოხავი მატასიც კი მიატოვა, სანამ ეს
უკანასკნელი სადღაც სააბაზანოში არ აღმოაჩინა ქალბატონმა
ეთომ, დუკას ბებიამ. მაგდანა სამზარეულოს ფანჯარაზეა
შემომჯდარი და სიგარეტის კვამლში გახვეული დროდადრო „გადმოგვაფრქვევს“
ხოლმე საკუთარ ბრძნულ აზრებს..აი ახლაც ..
- კაი რა გოგოებო, „სხვა სხვის ომში ბრძენიაო“ არ გაგიგიათ?
ცხოვრებაში ყველაფერი ხდება.. ნუ შეჭამეთ ეს გოგო, ამას
ეხლა ჩვენი მხარდაჭერა და დახმარება სჭირდება.. განკითხვას
და ჭკუის სწავლებას ყოველთის მოვასწრებთ..
- მაგდანას ვეთანხმები.. რამოდენიმე წუთიან უხერხულ დუმილს
არღვევს გვანცა და ცდილობს აღრიალებულ მატასის
სააბაზანოსკენ გახოხების მცდელობა გადააფიქრებინოს..
არავინ იცის, ვინ როგორ მოიქცეოდა, ჩვენს ცხოვრებაშიც
მსგავსი ამბები რომ მომხდარიყო .. ერთმანეთს მხოლოდ „კაი
პონტში“ ხომ არ ვჭირდებით არა? შენ გვერდით ვართ სალ..
- მადლობა.. გვანცი.. გოგოებო.. ძალიან მიყვარხართ..
უთქვენოდ რა მეშველებოდა არ ვიცი
გული მიჩუყდება მე ..
პირველ კლასში ვიყავი დუკა რომ გავიცანი.. გვანცასთან მეოთხედან ვმეგობრობ..
აი მაგდანა კი სკოლას ვამთავრებდი და მხოლოდ მაშინ
აღმოვაჩინე არადა მთელი თერთმეტი წელი ერთ კლასში
ვსწავლობდით და არასოდეს გამჩენია მასთან მეგობრობის
სურვილი. მე ძალიან წყნარი, „მუდო“ ბავშვი ვიყავი,
მაგდანა კიდე გიჟი და ენერგიული ბოლო კლასში,
აშკარად „თავში რაღაც მოხვდა“ და წიგნების კითხვამ გაიტაცა,
ჰოდა ზუსტად ამ ასპექტმა განაპირობა ჩვენი დამეგობრებაც
მართალია სიგიჟეებს ახლაც ძველებური ინტენსივობით სჩადის,
მაგრამ ამ ეტაპზე უკვე „ინტელექტუალი გიჟია“. |
2.
| |
- მოკლედ ასე... გენერლის შემართებით
იწყებს მონოლოგს დუკა.. წამოხვედი, წამოხვედი მაგრამ რაც
შენია ის უნდა მოითხოვო.. მერე რა რომ შვილი არ გყოლიათ,
ცოლ-ქმარი იყავით ხომ ოფიციალურად.. შენი ნერვების წყევტა
ასე უნდა შერჩეს ვაჟბატონს?
ვაჟბატონის ხსენებაზე, სახეზე წამიერად გაჩენილი ღიმილი ისეთივე სისწრაფით
ქრება როგორც გაჩნდა..
თვალწინ ჩვენი ბოლო „შეჯახება“ დამიდგა
-ასე ცხოვრება აღარ შემიძლია! საერთოდ წავალ!
-წადი მერე, ვინ გაკავებს? რას მაშინებ ნეტა?
-კი მაგრამ რატომ გუგა? რა დაგემართა? ასე რამ შეგცვალა?
მეგონა გიყვარდი..
- კარგი რა სალომე, უკვე დამღალე ამ შენი სენტიმენტებით..
დავიღალე გესმის! რაც გინდა ის გააკეთე.. ჩემთვის სულერთია...
წავედი მე და მორჩი ისტერიკებს..
ქორწინების შემდეგ.. როცა წესით და რიგით კანონიერი „თაფლობის თვით“ უნდა
დავმტკბარიყავით, გუგა რადიკალურად შეიცვალა ....“გაიყინა“
ამ სიტყვის როგორც პირდაპირი ისე გადატანითი მნიშვნელობით..
მეგონა სულ სხვა ადამიანს გავყევი ცოლად..
ქორწილიდან მალევე, დაახლოებით ერთ კვირაში საცხოვრებლად ცალკე გადავედით,
გუგას ახალ სახლში.. თუმცა იმ ბინაში გატარებული ყოველი
დღე კოშმარივით მახსენდება ეხლა.. საღამოებს ცრემლებში და
ამაო მოლოდინში ვატარებდი.. გუგა საქმეებს იმიზეზებდა და
დილიდან სადღაც იკარგებოდა.. მობილურზე ჩემს ზარს არასოდეს
პასუხობდა ან უკეთეს შემთხვევაში სულაც გამორთული ჰქონდა
აპარატი.. მოდიოდა შუაღამისას.. აღრენილ ხასიათზე..
მკვდარივით იძინებდა. დილით ისევ სადღაც იკარგებოდა და ასე..
ახალ წელს საერთოდაც მარტო დამტოვა.. მოვიდა ორში საღამოს..
როცა უკვე ნერვებმა მიმტყუნა და „კანონიერად ავფეთქდი“ ,
ორაზროვანი ღიმილით მიწოდა „ისტერიჩკა“ და ისევ სადღაც
გადაიკარგა..
ჩემი დაკვირვებით, ქალების უმრავლესობას ტვინი ისე აქვს მოწყობილი, რომ მაინც
და მაინც ის უყვართ ვინც „ნელ ცეცხლზე წვავს და აწამებს“
უზომოდ მტკივნეულმა განცდამ, იმისა რომ ადამიანი რომელიც „კანონიერად
შენია“ თუმცა ამ დროს გრძნობ, რომ იგი შენთან არ არის და
მისთვის ცარიელი ადგილი ხარ, ლამის ჭკუიდან გადამიყვანა.
საკუთარი ნერვების განადგურების ფასი მიჯდებოდა დედაჩემის
და ჩემი დედამთილის ზარებზე დაზეპირებული პასუხისა და
ასევე დაზეპირებილი ღიმილის „რიმეიქი“ – „ყველაფერი კარგად
არის დედა.. გამოვალთ ამ დღეებში.. გუგა მოიცლის და..“
ვუყურებდი, როგორ იმსხვრეოდა ყველა ის ილუზია რომელიც
ქორწინებამდე უპირობოდ დავიჯერე, ვხედავდი როგორ
რადიკალურად შეიცვალა ჩემს თვალწინ ადამიანი, რომლის
სიყვარულისაც ამ ქვეყნად ყველაზე მეტად მჯეროდა და
მიუხედავად ამისა, მის მიმართ ჩემი გრძნობა დღითი-დღე
მატულობდა, არ ხუნდებოდა. ამაოდ ვცდილობდი გუგას ამგვარი
სახეცვლილების მიზეზი საკუთარ თავში მეძებნა, ღამეებს
ცრემლებსა და საკუთარ თავთან ომში ვატარებდი, მაგრამ
უპასუხო კითხვები კითხვებადვე რჩებოდა... პასუხი არსაიდან
ჩანდა ... გუგა ჯიუტად დუმდა.. მისთვის თითქოს უჩინარი
გავხდი.. თითქოს არც არასოდეს ვარსებობდი..
საკუთარი თავის გასამართლებამ საბოლოოდ იმ ზღვრამდე
მიმიყვანა, რომ ერთ დღესაც სააბაზანოში შევედი, მაკრატელი
ავიღე და... |
3.
| m |
მერე დილით მოხდა სასწაული და
ახალგაღვიძებულმა გუგამ როგორც იქნა შემამჩნია...
პირსაბანი ჩემი კულულებით იყო სავსე..
„გიჟი მომიყვანია ცოლად.. „ დაასკვნა მხრების აჩეჩვით და
კარები გაიჯახუნა..
ზუსტად იმ საღამოს გაიმართა ის დიალოგი, რომელიც თავში უკვე მოისმინეთ და
კიდევ ერთხელ რაში გჭირდებათ მისი მოსმენა... თუმცა არა,
ბოლო აკორდი გამომრჩენია..
-დამღალა რა სალომე შენთან ურთიერთობამ, დამღალა!!! არ
ვიცი, ალბათ არც არასოდეს მყვარებიხარ.. ან შეიძლება
შენნაირი გიჟი უყვარდეს ვინმეს? .. ნებისმიერ კაცს გააქცევ
სახლიდან.. ცოცხალი საყვედურივით მიზიხარ ხოლმე.. იცი რა?
აჯობებს სულაც მონაზვნად აღიკვეცო.. )))))))))) იქ მაინც
არავის შეაწუხებ შენი პრეტენზიებით.. თმებიც შეიჭერი „კაკრაზ.“..
დაცინვაზე გადავიდა საღამოს სახლში დაბრუნებული გუგა, როცა
მასთან დალაპარაკება ამაოდ ვცადე..
ვიგრძენი.. ჩემი მოთმინების ფიალა საბოლოოდ აივსო..
_ოდესმე აუცილებლად უნდა დაისჯო ჩემი ასე გამწარებისთვის
და დაისჯები კიდეც!!!!!!
25 მაისი იყო.. |
ავტორი: ლილიტი
ზევით |
|
|
|