კაბა კლუბი
"ერთი სიძულვილის ამბავი..."
ნაწილი მეხუთე





1.    პირველი  ნაწილი     მეორე ნაწილი     მესამე ნაწილი     მეოთხე ნაწილი
 

 ივლისის ბოლომდე მწვავე დეპრესია მქონდა..
არადა აქამდე არასოდეს გამომიცდია მსგავსი არაფერი.. უფრო მეტიც, ყოველთვის მიკვირდა და ცოტა არ იყოს, სასაცილოდაც კი მეჩვენებოდა იმ ადამიანების მდგომარეობა ვინც ამტკიცებდა, რომ მსგავს სიტუაციაში იყო..

...” ნუ დასცინი სხვასაო”.. ჰოდა, ამიხდა ბატონო
სამსახურს თავი დავანებე.. უფრო სწორად -”მომიხდა თავის დანებება”..  აბა, რომელი ჭკუათმყოფელი ბოსი დაიტოვებს ოფისში თანამშრომელს, რომელიც სამუშაო საათების 80% მოთქმა-გოდება-ტირილსა და სიგარეტის სიგარეტზე მოწევაში გაატარებს?

 ერთ დღესაც თავაზიანად, მაგრამ მტკიცედ მიმითითა კარებისკენ დემეტრემ...


2. 

 

 სიმართლე გითხრათ ამ მოვლენის გამო მაინც და მაინც არ მიდარდია, სამსახურში ყოველ დღე სიარული აუტანლად მღლიდა უკვე .. ყოველ დილით, ნახევრად უძილო ღამის შემდეგ, სახლიდან სამსახურამდე გზა სათვალეებით და სათვალეებს უკან ცრემლებით.. მერე საათების დათვლა ექვსამდე.. (თითქოსდა გუგა მომაკითხავდა ისევ ოფისის კართან ) მერე ისევ გზა სახლამდე.. ისევ სათვალეები და ცრემლები.. ცრემლები..ცრემლები..

 ოჯახში კატეგორიულად დავხურე თემა ჩემი პირადის შესახებ...გუგას დედამაც სცადა რამოდენიმეჯერ ჩემთან საუბარი, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ ძალზე დადებითად ვიყავი განწყობილი ბავშვობიდან მოყოლებული მანანას მიმართ, თავი შეგნებულად ავარიდე ამ დიალოგს.. ინტუიციურად ვგრძნობდი, გუგა ის ჭრილობა იყო რომელსაც დიდი დრო და ასეთივე დიდი მოთმინება სჭირდებოდა მოსაშუშებლად..

 ამიტომაც ავიჩემე და ავლაბარში, ბებიაჩემის აგერ უკვე სამი წლის დაკეტილ, ავარიულად საშიშ სახლში ”გადავბარგიბარხანდი”.. მართალია ჩემებმა კი თავი გაიგიჟეს ” რამე არ დაგემართოსო, მძინარეს სახლი თავზე არ დაგენგრესო, არ მოგიყოლოსო.. ასეო, ისეო..” მაგრამ მე ჩემს ტკივილთან მარტო დარჩენა მინდოდა და ეს სახლი საამისოდ საუკეთესო გზა იყო..
ვერ გეტყვით ზედმეტი სიამაყის ბრალი იყო თუ ჩემს გულში გაჩენილი ტკივილი აღმოჩნდა უზომოდ დიდი, ნელ-ნელა, საერთოდ გავერიყე მეგობრებს.. თავი საკუთარ მარტოობას შევაფარე და გადავწყვიტე, რომ სიცოცხლე მარტოოდენ მძიმე ტვირთია რომელიც ღმერთმა ზურგზე სატარებლად აგვკიდა, ისე რომ არც გვკითხრა გვინდა ჩვენ მისი ტარება თუ არა.. მთელი თვის მანძილზე, გოგოების ყველა ზარს, მორიგი გამოგონილი უაზრობით ვპასუხობდი ” არ მცალია”, ” თავი მტკივა რაღაც”, ”სტუმრებს ველოდები” და ასე შემდეგ. დროის უმეტეს ნაწილს ძილში ვატარებდი.. საერთოდ დავივიწყე სარკის, სავარცხელის.. სუნამოს არსებობა და ზოგადად ის ფაქტი, რომ ქალი ვარ.. მეძინა.. ვიღვიძებდი.. ისევ ვიძინებდი.. ვეწეოდი..ვსვამდი უზომო რაოდენობის მწვანე ჩაის.. ვატანდი ბევრ შოკოლადს.. ”ქრონიკულად” ვუსმენდი ჩაპლინის Smile-ს და ვიყავი უზომოდ, უზომოდ უბედური.. ვიცოდებდი საკუთარ თავს და ვერც კი ვხვდებოდი, როგორ ვკარგავდი ნელ-ნელა ადამიანის სახეს..
ივლისის ბოლოს მოულოდნელი გარდატეხა მოხდა ჩემში..



3.

m

 ერთ წვიმიან დილას დაუპატიჟებელი სტუმარი მეწვია..
ნია - გუგას პირველი ცოლი
ფოტოებიდან ვიცნობდი ”დაუსწრებლად”, რეალში გაცილებით ლამაზი მომეჩვენა..
-მაპატიე ასე მოულოდნელად შემოგეჭერი.. უხერხულად შეისწორა მხარზე გადაკიდებული დიდი წითელი ჩანთის სახელური ნიამ
-არა უშავს.. მობრძანდით..
დაბნეულობისგან ძვლივს მოვიაზრე სტუმრის შინ შემოპატიჟება... მეც უკან გავყევი.. შემოსასვლელის სარკეში ორი სილუეტი გაკრთა.. ბალერინასავით ჰაეროვანი, ოდნავ ჟღალთმიანი ლამაზი ქალი და მის უკან თმებდაუვარცხნელი, გაწელილ სპორტულ მაისურსა და ქუსლჩაკეცილ ბოტასებში ფეხწაყოფილი ვიღაც ”ადამიანის მაგვარი არსება”  ვიგრძენი რომ ძალიან შემრცხვა..
-შეიძლება დავჯდე?
მორიდებით მომხედა ნიამ და უხერხულად მოათვალიერა ოთახი, რომელიც ბომჟის საცხოვრისს უფრო გავდა ვიდრე 25 წლის ახალგაზრდა ქალის ბინას კიდევ ერთხელ და ამჯერად უფრო მაგრად შემრცხვა საკუთარი თავის
-დიახ რა თქმა უნდა ... ბოდიშს გიხდით აქ ისეთი არეულობაა .. მე..
რაღაც თავის მართლებასავით ამოვილუღლუღე
-არა უშავს.. არა უშავს.. მე უარესიც გამომიცდია..
შემწყნარებლურად გამიღიმა ნიამ და დივანზე მიყრილ მოყრილ ტანსაცმელში დასაჯდომი ადგილი გაითავისუფლა

-არ ვიცი რამდენად მართებულია ჩემი აქ მოსვლა დღეს... უბრალოდ, ბევრი რამის გადაფასება მომიხდა ეხლა, როცა ასეთი საპასუხიმგებლო მოვლენის წინაშე ვდგავარ ცხოვრებაში და თქვენს იქეთ გზა არ მაქვს
ოდნავ სევდიანი ღიმილით დაიდო მუცელზე ხელი..
-ორსულად ხარ? და მამა ვინაა... გუგა?
თვალები გამიფართოვდა მე
ნიას ხმამაღლა გაეცინა
-არა, არა... დასკვნების გამოტანას ნუ იჩქარებ ჩემო კარგო.. გუგა არაა ბავშვის მამა  ბავშვი ნიკოს შვილია.. გუგას მეგობრის
-??? მოიცა და მე რა შუაში ვარ, ვერაფერი გავიგე..
სულ დავიბენი მე
-მართალია შენ და გუგა ბავშვობიდან იცნობთ ერთმანეთს, თუმცა დარწმუნებული ვარ მის შესახებ ძალიან ბევრი რამ არ იცი.. მათ შორის ალბათ არც თქვენი ქორწინების რეალური მიზეზი გეცოდინება..
გაოგნებისგან სავარძლის სახელურზე ვჯდები
-რა მიზეზებზე ლაპარაკობთ? მართლა არაფერი მესმის..
- მოკლედ.. დიდი ისტორიაა... მეც ისევე დამახვია თავბრუ როგორც შენ.. და მეც უზომოდ მიყვარდა..შენსავით.. თუმცა გუგა გუგაა და უბრალოდ არ შეუძლია მხოლოდ ერთს დასჯერდეს ცხოვრებაში.. ჩემი მოთმინების ფიალა ამ ხუთწლიანი ცოლ-ქმრობის პერიოდში, ძალიან ბევრჯერ აივსო თუმცა იმ დონეზე მაინც არა, რომ საბოლოო გადაწყვეტილება მიმეღო და გავცილებოდი.. სანამ ბოლოს ნიკო არ გამოჩნდა ჩემს, უფრო სწორად გუგას ცხოვრებაში.. ნიკოს ყოველთვის ესმოდა ჩემი.. ამიტომ შარშან გუგას მორიგი ღალატის შემდეგ, საბოლოოდ მივიღე გადაწყვეტილება და ნიკოსთან გადავედი საცხოვრებლად.. ჯერ იყო და გვემუქრებოდა ორივეს მოგკლავთო, მერე ორ კვირაში გავიგე რომ დაქორწინდა.. შენზე..



4
 

 ნიას სიტყვები სადღაც შორიდან ისმოდა თითქოს..ვიგრძენი როგორ მომაწვა სისხლი საფეთქლებში

”მე კი მეგონა ვუყვარდი და ჩემი აუტანელი ხასიათის გამო დაგვენგრა ოჯახი..საკუთარ თავს სასამართლოს ვუმართავდი თვეების მანძილზე..”
ეტყობა ძალიან უბედური სახე მქონდა, სტუმარი უხერხულად შეიშმუშნა..

 მე მესმის რამდენად მტკივნეულია შენთვის ამის მოსმენა.. თუმცა ეს ყველაფერი არ არის.. თქვენი ქორწინების შემდეგ, გუგა უკვე ღია ბრძოლაზე გადმოვიდა.. ჯერ მემუდარა ნიკო მიატოვე და დამიბრუნდი, ყველაფერს გაპატიებო, მიხსნიდა სალომე ცოლად მხოლოდ და მხოლოდ შენს გასამწარებლად მოვიყვანე, შური რომ მეძია ღალატისთვისო.. როცა ჩემგან კატეგორიული უარი მიიღო, საქმეში უკვე ”მძიმე არტილერია” ჩართო.. ნიკოს სერიოზული პრობლემები შეუქმნა სამართალდამცავებთან.. გავლენიანი ნაცნობები ჰყავს ყველგან, ორი დღის წინ მოგვივიდა სასამართლოდან მოწვევა.. ნიკოს იბარებენ.. ვცადე გუგას დავლაპარაკებოდი, მაგრამ მოსმენითაც კი არ მომისმინა.. ამბობს რომ ორ ადამიანს დავუნგრიე ცხოვრება... მას და შენ.. და რომ ამას არასოდეს მაპატიებს.. ჩემს მდგომარეობაში მყოფი ადამიანისთვის კი ძალიან რთულია ამდენი ნერვიულობის გადატანა  იქნებ შესძლო და დაელაპარაკო.. ვგრძნობ, რომ შენ მიმართ თავს დამნაშავედ თვლის.. უბრალოდ ამაყია და ბოდიშის მოხდა მისთვის თავის დამცირების ტოლფასია.. ნიკო მთელი სიცოცხლის სიყვარულია ჩემთვის.. არ მინდა ჩემი შვილი უმამოდ გაიზარდოს.. იქნებ დამეხმარო გთხოვ!.. სხვა არავინ მყავს ვინც დამეხმარება..
სევდიანად დაასრულა მონოლოგი ნიამ..

 რაღაც პერიოდი უხერხული სიჩუმე ჩამოწვა.. ნიას სიტყვების შემდეგ, ჩემს გონებაში და გულში ისეთი ”შტორმი” ბობოქრობდა, ლაპარაკის უნარიც კი დამეკარგა ცოტა ხნით..
-კარგი..
ამოვილაპარაკე ბოლოს რამოდენიმე წუთიანი ფიქრის შემდეგ
ნია მოლოდინად ქცეული სახით მომაჩერდა...
-??? ანუ?
-დაგეხმარებით.. თქვენაც და ჩემს თავსაც..

 ავტორი: ლილიტი

  ზევით


კატალოგი

ფეშენ ამბები

მოდური ტენდენციები

შემოგვიერთდით!

ბიუსტჰალტერი

რჩევები
  როგორი ბიუსტჰალტერი ჯობია?

მარჩესა

პრეტ-ა-პორტე
  Marchesa-ს გამოსასვლელი კაბები

2011 ფეხსაცმელები

კატალოგი
 
2011 წლის აქტუალური ფეხსაცმელები დიზაინერებისგან

კაბები

კაბები პოდიუმიდან
 
ერთი ტონალობის კაბები დიზაინერებისგან

ლუქბუქი

ლუქბუქი
  დოლჩე და გაბანას საგაზაფხულო გლამური
მოდა/lookbook

ნიუვეისი

ნიუვეის-ჯორჯია!
 
პროდუქცია, რომელიც ჩვენს ჯანმრთელობას ემსახურება

მოდა

ცხელი ტენდეციები
  2010 წლის გაზაფხული-ზაფხულის მოდა

ბლოგი

ბლოგი - ჰენდმეიდი
 
როგორ გავაკეთოთ მიუ მიუს მოდური ფეხსაცმელები

სამკაულები

  14  ივნისი  2010
წყარო:
http://www.instyle.ge
ფოტოები:
http://www.instyle.ge
რუბრიკა: 
 კაბა კლუბი
ამობეჭდვა  მეილზე გაგზავნა     

       უკან

სიახლეები
KABA.ge - ს
 სიახლეები

გამოსასვლელი კაბები
 კაბები
დიზაინერებისგან

ინტერნეტ მაღაზია
შეიძინეთ ნებისმიერი ნივთი სახლიდან გაუსვლელად

საბავშვო მოდა
საბავშვო
მოდა

 

ნოველა

My Story
 
ნოველა, რომელიც რეალურ ამბავზეა დაფუძნებული
 

საუკეთესო ბლოგერი

სიახლე!
 
საუკეთესო ბლოგერებს ფულადი პრიზები!
ბლოგი
 
             
 

ჰენდმეიდი

ბლოგი
 
ჰენდმეიდი - ვაშლებიანი პრინტი
ბლოგი
 

ტანკეტები

ონლაინ შოპინგი
 
ურბანოგის მოდური ტანკეტები
ონლაინ შოპინგი
 
             
 

2011

ნაწილი მეორე
 
2011 წლის აქტუალური ფეხსაცმელები დიზაინერებისგან
მოდა/ფეხსაცმელები
 

ჩანთები

კატალოგი
  2011 წლის აქტუალური ჩანთები დიზაინერებისგან
მოდა/ჩანთები
 

  საწყისი  გვერდი         სილამაზე           მოდა           სელებრითები      ფოტოსესია      პატარძალი       მამაკაცი 

მოდელები
 KABA.ge - ს
მოდელების  კატალოგი

საბავშვო მოდა
საბავშვო
მოდა

სიახლეები
KABA.ge - ს
 სიახლეები

პატარძლები
 KABA.ge - ს 
 პატარძლების კატალოგი

             

კაბები პოდიუმიდან

კონტაქტი     რეკლამა    ჟურნალის  შესახებ